კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორში საარჩევნო კომისიის წევრებს ნაცნობობით ირჩევენ

10 ივლისი, 2006

გორში საარჩევნო კომისიის წევრებს ნაცნობობით ირჩევენ

თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით სულ უფრო მეტ ინტერესს იწვევს საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი. რეგიონში უკვე ცნობილია, საოლქო თუ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები. მიუხედავად იმისა, რომ კომისიის წევრებად არჩევისას კონკურსი ჩატარდა, კონკურსს მიღმა დარჩენილი წევრები კანონდარღვევებზე საუბრობენ.

გორში მცხოვრები მამუკა მამუკაშვილი სასამართლოში შიდა ქართლის საოლქო საარჩევნო კომისიას სასამართლოში უჩივის. მისი თქმით, საოლქო საარჩევნო კომისიამ იგი უკანონოდ არ მიიღო წევრად და სასამართლოს ძალით ცდილობს სამსახურში აღდგენას. უფრო მეტიც, მამუკა მამუკაშვილი საარჩევნო კომისიის დანარჩენი წევრების უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვს.

მისი თქმით, 2006 წლის მარტის თვეში ცენტრალური საარჩევნო კომისისიის მიერ გორის #32 საარჩევნო ოლქში კომისიის წევრებად არჩეულნი იქნენ ისეთი პიროვნებები, რომლებსაც კანონის მიხედვით არ აქვთ კომისიის წევრობის უფლება. რამდენიმე მათგანი საშუალო სკოლის პედაგოგია – ირწმუნება მამუკაშვილი.

მამუკა მამუკაშვილი: „ასეთი კანონდარღვევით არიან დანიშნულნი ქალბატონი ეთერ გიორგაშვილი და ბატონი დავით ადუაშვილი. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, თანამდებობის პირს უფლება არა აქვს ასრულებდეს რაიმე ანაზღაურებად სამუშაოს გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და შემოქმედებითი საქმიანობისა, ან ეკავოს რაიმე თანამდებობა... გორის რაიონის სოფელ ვარიანიდან მოპოვებული მასალების შედეგად, დავით ადუაშვილი მუშაობს ვარიანის საშუალო სკოლაში დარაჯად.“

როგორც გავარკვიეთ, ვარიანის სკოლაში დარაჯად მომუშავე დავით ადუაშვილი ამჟამად გათავისუფლებულია დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა მამუკა მამუკაშვილი ირწმუნება, რომ ადუაშვილი საარჩევნო კომიის წევრად დანიშვნიდან 7 თვის მერე გაუშვეს სამსახურიდან.

მამუკა მამუკაშვილი: „საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს საარჩევნო კოდექსის მე-18 მუხლის თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელედ არჩევის შემთხვევაში, პირი ვალდებულია 7 დღის ვადაში შეასრულოს მანამდე მისთვის დაკისრებული მოვალეობა. ადუაშვილმა კი, არა თუ 7 დღის შემდეგ, არამედ 7 თვის შემდეგ გათავისუფლდა სკოლის დარაჯის თანამდებობიდან.“

მამუკა მამუკაშვილი ასევე უპირისპირდება ამავე სკოლის პედაგოგს ეთერ გიორგაშვილს. მართალია, კანონის მიხედვით, ეთერ გიორგაშვილს არ ეკრძალება საარჩევნო კომისიის წევრად მუშაობა, მაგრამ მამუკაშვილი საარჩევნო კომიისიის წევრობიდან მისი მოხსნის აუცილებლობას ასე ხნის:

მამუკა მამუკაშვილი: „ქალბატონი ეთერ გიორგაშვილი ვარიანის და სოფელ საქაშეთის საშუალო სკოლების პედაგოგია. ვარიანისა და საქაშეთის სკოლების მონაცემების გათვალისწინებით, ქალბატონი ეთერ გიორგაშვილი არღვევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის რეგლამენტს, რადგანაც იგი ვარიანის სკოლაში დაკავებულია ორშაბათი, ოთხშაბათი და პარასკევი დილის 9 საათიდან სამის ნახევრამდე. ვარიანიდან გორამდე მგზავრობის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს. გამოდის, რომ სამსახურის შემდეგ ქალბატონი ეთერი გორში საარჩევნო კომისიაში სამ საათზე მიდის. იქ მუშაობა კი დილის 10 საათზე იწყება. რაც შეეხება საქაშეთის სკოლას, დანარჩენ დღეებში, სამშაბათი და ხუთშაბათი, ქალბატონი ეთერი იქ დილის 10 საათიდან 14 საათამდე იმყოფება. გაკვეთილების შემდეგ საქაშეთიდან გორამდე მგზავრობის ხანგრძლივობა ერთ საათზე მეტია. გამოდის, რომ მთელი კვირის განმავლობაში ქალბატონი ეთერ გიორგაშვილი საარჩევნო კომისიაში სამი საათის შემდეგ ცხადდება. მიმაჩნია, რომ იგი არღვევს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მიღებულ რეგლამენტს და ეს ორი ადამიანი გათავისუფლდეს თანამდებობიდან.“

არსებობს ცენტრალური საარჩევნო კომისიიდან გაცემული ოფიციალური წერილი, სადაც განხილული აქვთ დავით ადუაშვილისა და ეთერ გიორგაშვილის საკითხი. ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იტყობინება, რომ დავით ადუაშვილი და ეთერ გიორგაშვილი ეწევიან პედაგოგიურ საქმიანობას და მათ სრული უფლება აქვთ იყვნენ საარჩევნო კომისიის წევრები.

როგორც გორის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, მამუკა მამუკაშვილი იმყოფება საოლქო საარჩევნო რეზერვში, რის გამოც მამუკაშვილს იმედი აქვს, რომ ადუაშვილისა და გიორგაშვილის გათავისუფლებით საარჩევნო კომისიის წევრობას მიიღებს.

მამუკა მამუკაშვილი იმასაც ამბობს, რომ ადუაშვილი და გიორგაშვილი პარლამენტის წევრ, წარმოშობით ვარიანელ, ლადო გეგელაშვილის წყალობით იკავებენ თანამდებობას. უფრო მეტიც, თავად მამუკაშვილი ამჟამად სოფელ ვარიანში ცხოვრობს. თავის დროზე ლადო გეგელაშვილთან მამუკაშვილსაც არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. თუ რატომ დაეძაბა ურთიერთობა პარლამენტართან მამუკა მამუკაშვილს, ამაზე იგი აღარ საუბრობს.

საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები