კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტატისტიკა გვიჩვენებს, თუ ვინაა პასუხისმგებელი საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებში

13 ივლისი, 2006

სტატისტიკა გვიჩვენებს, თუ ვინაა პასუხისმგებელი საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევებში

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და  სადოკუმენტაციო ცენტრმა (HRIDC) ახლახან დაასრულა პროექტი საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის კატეგორიებად დანაწილების მიზნით. პროექტი ნათლად წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე გავრცელებულ ფაქტებს, მსხვერპლთა ვინაობას და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე პასუხისმგებელ პირებს.

შედეგებმა საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ყველაზე გავრცელებული შემდეგი ფაქტები გვიჩვენა: ფიზიკური შეურაცხყოფა, მუქარის ფაქტები, უკანონო დაჭერები, წამება (მათ შორის, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა) და ის, რომ მთავრობა არ ასრულებს კანონით დაკისრებულ ვალდებულებას - როგორიცაა ადეკვატური განათლებით, საცხოვრებელი პირობებითა და სასმელი წყლით მოსახლეობის უზრუნველყოფა.

უკანონობის მსხვერპლნი ხშირ შემთხვევაში არიან უბრალო მოქალაქეები. თუმცა, პატიმრები და მედიის თანამშრომლები ის გამოკვეთილი ორი ჯგუფია, რომელიც ყველაზე მეტად განიცდის ზეწოლას, ვიდრე მოსახლეობის სხვა რომელიმე ნაწილი.
პოლიცია, ციხის ხელმძღვანელობა და ქვეყნის მთავრობა პასუხისმგებელია საქართველოში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე.

ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებზე ინფორმაციას HRIDC იღებს ახალი ამბების სააგენტოების სტატიებიდან  და თავისი რეგიონალური ჟურნალისტებიდან, რომლებიც სტატიებს ასეთ ფაქტებზე თავად ამუშავებენ. 

პროექტმა იხელმძღვანელა HRIDC-ის საიტიდან აღებული 391 სტატიით, (http://www.humanrights.ge/newsgeo.shtml),  რომლებიც თარიღდებიან 2003 წლის 23 დეკემბრიდან 2006 წლის 10 მაისამდე პერიოდით. ეს სტატიები დაიყო ზემოთ მოცემული კატეგორიების მიხედვით და მივედით აღნიშნულ დასკვნამდე.

HRIDC-ის ცენტრალური ოფისი მდებარეობს თბილისში, ხოლო მისი რეგიონალური ჟურნალისტები კი შემდეგ რეგიონებში: აჭარა (ბათუმი), კახეთი (თელავი, გურჯაანი, საგარეჯო), სამეგრელო-ზემო სვანეთი (ზუგდიდი) და შიდა ქართლი (გორი). HRIDC-ს არ ჰყავს წარმომადგენლები სხვა რეგიონებში, თუმცა სხვა რეგიონებთან დაკავშირებითაც ღებულობს ინფორმაციებს.

ჯეკ ზიბელი, რომელმაც HRIDC-თან ერთად განახორციელა აღნიშნული პროექტი, აცხადებს, რომ „მონაცემებზე დაყრდნობით მიღებული დასკვნები  ემთხვევა ამ  საკითხთან დაკავშირებით არასამთავრობთა შეხედულებებს. ჟურნალისტები აშკარად განიცდიან ზეწოლას და პატიმრები კი ხშირად ხდებიან წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლნი. ამჟამინდელი მთავრობის მიერ განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, როგორც ჩანს, ის სამართალდამცველები, რომლებმაც უნდა გაატარონ კანონი თავად არღვევენ მას.“

HRIDC  მოუწოდებს მთავრობას უზრუნველყოს ადამინის უფლებათა დარღვევის და არასწორი მოპყრობის ყველა ფაქტის სწორად გამოძიება და თავად ითანამშრომლოს გამოძიებასთან, მიუხედავად პასუხისმგებელი პირის ვინაობისა.

სამართალდამცავ სფეროში ბოლო წლებში ბევრი რამ  გაუმჯობესდა, მაგრამ უნდა შეიქმნას მიუკერძოებელი სამეთვალყურეო ინსტიტუტები და ხელი შეეწყოთ მათ სასიკეთო ცვლილებების განხირციელებაში.

პროექტის მეთოდი და დასკვნები, მონაცემებსა და MS Excel - ში შესრულებულ ცხრილეთან ერთად შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:

http://www.humanrights.ge/eng/files/Human%20Rights%20Statistics%20Methodology%20Conclusions%20and%20Charts.pdf

http://www.humanrights.ge/files/Breakdown%20of%20Violations%20in%20Georgia%20-%20Dec%202005%20-%20March%2006.zip

 

ახალი ამბები