კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რამდენი გადაუხადა თემურ ყორშიამ უგულავას ბაზრის კარის ჩაკეტვისათვის (ნაწილი მესამე)

13 ივლისი, 2006

რამდენი გადაუხადა თემურ ყორშიამ უგულავას ბაზრის კარის ჩაკეტვისათვის (ნაწილი მესამე)

ზუგდიდის ბაზრის ცენტრალური ჭიშკრის დაკეტვასთან დაკავშირებით, მოვაჭრეები უგულავა-ყორშიას დანაშაულებრივ კავშირებზე საუბრობენ და მათ ბრალს ბაზრის გარიგებაში დებენ. მათი განცხადებით, ყორშიამ გიგი უგულავას ბაზრის კარების ჩაკეტვისათვის 60 000 გადაუხადა.

ბაზრის აქციების მუდმივი სახეები 2006  წლიდან ოპოზიციური პარტიები ხდებიან. მოვაჭრეების მიერ გამართულ აქციებზე მთავრობის გადადგომის მითხოვნებიც გაისმის. ერთი კია, პრეზიდენტის გადადგომას ხმამაღლა არავინ ითხოვს, რადგან მოვაჭრეებს იმედი აქვთ, რომ მათ გვერდით მდგომ „ვარდების რევოლუციის“ აქტივისტებს ჯერ კიდევ უწევენ ანგარიშს. პროტესტის ახალი ტალღის მიზეზი სალარო აპარატები ხდება.
 
ხელისუფლება დათმობაზე არც ამ შემთხვევა ში მიდის. ბაზარში აპარატები მაინც გამოჩნდება.
 
მოვაჭრეებს ამჯერად კოკო გამსახურდია, მოგვიანებით კი რევაზ ბულია ხვდებიან. „თავისუფლების“ ლიდერი მოვაჭრეებს ბაზარში ხვდება და ჰპირდება, რომ მის ხელთ არსებულ ყველა რეზერვს აამოქმედებს ბაზრის კარების გასახსნელად.
 
კოკო გამსახურდიასგან განსხვავებით, რომელიც ბაზრის თემის მოგვარებას მოლაპარაკების გზით აპირებს, რეზო ბულია, პარტია „სამართლიანობის“ ერთ-ერთი ლიდერი არ  ეთანხმება და 2006 წლის 26 მაისს აქტივისტებთან და ბაზრის მოვაჭრეებთან ერთად ბაზრის  ჩაბეტონებული ჭიშკრის იერიშით გახსნას შეეცდება. სპეცრაზმელთა გაძლიერებული დაცვა მათ ამის საშუალებას არ მისცემს. დაპირისპირების დროს რეზო ბულიასა და მის ძმას აკავებენ და ათდღიან პატიმრობას მიუსჯიან. მოვაჭრეები მათი პატიმრობის განმავლობაში „სამართლიანობის“ აქტივისტებთან ერთად ერთობლივ მიტინგებს ატარებენ და დაკავებულთა გათავისუფლებას ითხოვენ. ზუგდიდის მეოთხე საპყრობილესთან რეზო ბულიასა და მის ძმას მეათე დღეს ბაზრის მოვაჭრეები ზარ-ზეიმით ხვდებიან.
 
მოვაჭრეებმა პოლიტიკურ პარტიებთან ერთად გამოჩნდნენ და მიტინგზე მთავრობის გადადგომა მოითხოვეს. მოვაჭრეები აქციებზე ხმამაღლა საუბრობენ უგულავა-ყორშიას დანაშაულებრივ კავშირებზე და მათ ბრალს ბაზრის გარიგებაში დებენ. მათი განცხადებით, ყორშიამ („კოკა-კოლა-ს წარმომადგენელი სამეგრელოში) გიგი უგულავას (მაშინდელი გუბერნატორი სამეგრელო-ზემო სვანეთში) ბაზრის კარების ჩაკეტვისათვის 60 000 გადაუხადა.
 
კულუარებში კარგა ხნის წინ გავრცელებული ინფორმაცია უკვე ხმამაღლა ისმის და ბაზართან დაკავშირებული სკანდალი ახალ ეჭვმიტანილს, თემურ ყორშიას იძენს.

თემურ ყორშია აცხადებს, რომ სავაჭრო ცენტრი ბაზრის კაბალური პირობების გამო ააშენა. ყორშიას სავაჭრო ცენტრი რუსთაველის ქუჩაზე, სკანდალური ბაზრის მოპირდაპირედ შენდება. მშენებლობა თითქმის დასრულებულია და, რამდენადაც ვიცით, პრეზენტაცია სულ მალე გაიმართება. პრეზენტაციაზე პრეზიდენტის ჩამოსვლის შესახებ ინფორმაციას უარყოფს თავად თემურ ყორშია, რომელიც აცხადებს, რომ ეს ინფორმაცია არასწორია. „კოკა-კოლას“ სამეგრელოს შეფს ამ კითხვისას გაღიზიანებაც კი დაეტყო და ივარაუდა, რომ პრეზიდენტმა ამ მშენებლობის შესახებ შეიძლება არც არაფერი იცოდესო. ის აცხადებს, რომ ზეწოლებს განიცდის, თუმცა არ აკონკრეტებს, კონკრეტულად ვისი მხრიდან.

თემურ ყორშია- „კოკა-კოლას“ წარმომადგენელი სამეგრელოში: „ყველას წილში ჩაჯდომა უნდა. ყველა ფულით სავსე ტომარასავით გიყურებს. არავის აინტერესებს საქმის კეთება. ჩვენ(?) ფულს არ ვათეთრებთ. სუფთა ბიზნესს ვეწევით. პატარა ბიზნესი მაქვს და ჩვიდმეტი კაცის საჭმელი აქ არაფერია. ვიცი საქართველოს პირველი პირი ბიზნესის განვითარებითაა დაინტერესებული, რასაც სხვრბზე ვერ ვიტყვი“.

ყორშია აცხადებს, რომ ზეწოლებს განიცდის მისი საქმიანობის მანძილზე და უგულავასთან გარიგებას ამ ზეწოლის ნაწილად მოიხსენიებს. მისი ბიზნესის წილში ვინმეს ყოფნასაც უარყოფს და თვლის, რომ ეს ყველაფერი მის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ნაწილია.
 
საკუთარ ბიზნესთან მიმართებაში სიტყვაძუნწი ყორშია „ბაზრის თემაზე“ საკმაოდ ვრცლად გვესაუბრა: „უნდათ ის გაჭირვებული ხალხი მომისიონ, ანტისანიტარიასა და ყოველგვარი ნორმით მიუღებელ პირობებში რომ ამყოფებენ და შეუბრალებლად ყვლეფენ. მაგ ბაზარში წილში თორმეტი კაცი ზის. თუ გინდათ სიმართლე, ბაზრის აშენება სწორედ მათ გამო გადავწყვიტე. ბარკალი შევიტანე,15% წილი თვითონ მომთხოვეს. კიდევ რაღაცა შევიტანე, იმაშიც წილში ჩაჯდომა მომინდომეს. გასაქანს არ მაძლევდნენ. თითო ყუთზე ადმინისტრაცია მინიმუმ ორმოცდაათ თეთრს მთხოვდა. მათ საქონელზე თავანთი ძვირი ფასები ჰქონდათ და ჩემი იაფად შემოტანილი არ აწყობდათ. ამიტომაც მბლოკავდნენ. მეც ავდექი და ეს ავაშენე. ახლა ნახავთ რას გავხსნი. მათ ჩემზე სამჯერ მეტი ფართობი აქვთ და ხალხიც მეტი ჰყავთ.
კარები თავად ადმინისტრაციამ ჩაკეტა. არ აწყობთ ყველაფერი გამჭვირვალე რომ იყოს“.
  
ყორშია საუბარში არაორაზროვნად მიანიშნებს ბაზარში წლების მანძილზე არსებულ ფინანსურ ქაოსზე, ბიუჯეტისათვის დამალულ გადასახადებზე და ხმამაღლა აცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერი დებატებისათვის დაპირისპირებულ მხარეებთან. მეტიც აცხადებს, რომ ტელედებატებს თავად დააფინანსებს, თუ დიალოგის სურვილი იქნება. ბაზრის კარების ჩაკეტვასთან კავშირის გამოსარიცხად, ყორშია მოულოდნელ განცხადებასაც აკეთებს:
„შემიძლია ბაზრის რეკონსტრუქციაზე გარკვეული თანხა დავდო. ოღონდ კარები გახსნან. ზუგდიდი დიდია და ორ ბაზარს თავისუფლად დაიტევს. ჩემი ობიექტის წარმადობა ამ ბაზარზე მქონდა გათვლილი. წინა კარებით ბაზარში შესული კაცი ჩემს სავაჭრო ცენტრშიც შემოივლიდა. ამ კარების ჩაკეტვით მე კლიენტების 30% დავკარგე“. 

მოვაჭრეები უნდობლობას უცხადებენ თემურ ყორშიას და აცხადებენ, რომ ყორშია ცრუობს. ისინი ყველა აქციაზე დაუფარავად საუბრობენ ყორშიას ინტერესებზე და მის მიერ დაწყებული სავაჭრო ცენტრის მუშაობის პარალიზებითაც იმუქრებიან.

ჯინა კარტოზია, ბაზარში მოვაჭრე: „გაბედონ და გახსნან. ჩვენ გავიგეთ, ამ სავაჭრო ცენტრის გახსნაზე პრეზიდენტის ჩამოსვლას ელიანო. გაბედონ და გახსნან. ჩვენ ამ ბაზრის  გახსნას არ დავუშვებთ. ბაზარია აბა რაა ის?“.
მოვაჭრეები არც ახლანდელ გუბერნატორს ზაზა გოროზიას სწყალობენ. ისინი ცილისწამებასა და სიცრუეს უწოდებენ გოროზიას განცხადებას, რომლის თანახმადაც, თითქოს, უზენაეს სასამართლოს ბაზრის მოვაჭრეების სასარგებლოდ, კარების გახსნის გადაწყვეტილება არ გამოეტანოს. ისინი იმ ფაქტსაც აპროტესტებენ, რომ ერთი თვის წინ რუსთაველის ქუჩის რეკონსტრუქციის ფარგლებში ტროტუარების შემცირება - დამოკლება და ქუჩის მწვანე ზოლით გაყოფა დაიწყო, რადგან თვლიან, რომ ეს ყველაფერი იმიტომ კეთდება, რომ ბაზარი საბოლოოდ დახურონო.

მარინა ქობალია- ბაზარში მოვაჭრე: „ქუჩა გაანახევრეს. ყველაფერს აკეთებენ, ოღონდ ბაზარი შეავიწროვონ. ჩვენ მაინც არავის დავუთმობთ ბაზარს, ამ ბაზრის უკან ჩემი მშიერი ოჯახი დგას“.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

ახალი ამბები