რას მოუტანს გალის რაიონის მოსახლეობას თხილის სეზონი
17.08.2006
10 აგვისტოდან ფაქტიურად თხილის სეზონი დაიწყო დასავლეთ საქართველოში. ყოველ წელს თხილის სეზონს იმედით და თან შიშის თვალებით ელოდებიან გალის რაიონის მაცხოვრებლები. რადგანაც სწორედ ამ დროს იწყება ყაჩაღობების სეზონი. ყოველწლიურად ამ პერიოდში ხდება ადამიანების გატაცება-გამოსასყიდის აღების მიზნით, შეიარაღებული თავდასხმები ოჯახებზე, ავტობუსებზე. გალის რაიონის აფხაზური ადმინისტრაცია "სერიოზულად" მოემზადა თხილის სეზონისათვის.საგანგებო თათბირზე თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის წარმომადგენელმა გალის რაიონში რუსლან ქიშმარიამ, კატეგორიულად გააფრთხილა გალის რაიონის სოფლების გამგებლები, რომ არც ერთი კილოგრამი თხილი რაიონიდან არ უნდა გავიდეს ზუგდიდის მიმართულებით. ქიშმარიამ განაცხადა, რომ ის პიროვნება, ვისაც აღმოაჩნდება თუნდაც ერთი კილოგრამი თხილი ზუგდიდში გადასატანად გამზადებული ან გადატანის ფაქტზე იქნება დაკავებული, მას ადგილზე ჩამოერთმევა ტვირთი, და გარდა ამისა მოახდენენ ამ პიროვნების ეზოში თხილნარში არსებული შემოსავლის სრულ კონფისკაციას. როგორც ირკვევა, გალის რაიონში თხილის ფასი ამ მომენტისათვის შეადგენს 2.5 ლარს , ხოლო ზუგდიდის რაიონში თხილის ფასი 1,5 ლარია. ამ ფასებიდან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, თუ თხილი ქართულმა მოსახლეობამ ზუგდიდს რაიონში არ გადმოიტანა. თხილის ფასს გალის რაიონში არეგულირებს ე.წ აფხაზური მილიციის უფროსის მოადგილე ოთარ ტურნანბა. მაისის თვეში, ენგურის მთავარი ხიდის გავლით ტურნანბას ზუგდიდიდან ჩაუტანეს თხილის ქარხნის სრული მოწყობილობა. ტურნანბამ სულ რაღაც რამდენიმე თვეში გალის რაიონ სოფ. აჩიგვარაში ააშენა უახლესი ტექნოლოგიებით მოწყობილი თხილის ქარხანა. ამბობენ, რომ ტურნანბასთან ერთად თხილის ბიზნესს გალის რაიონში ლობირებს ყოფილი პარტიზანული დაჯგუფება "ტყის ძმების" ერთერთი წევრი ზ. ლაკერბაია.
საგანგებო თათბირზე რუსლან ქიშმარიამ ძალოვან უწყებებს გააცნო პრეზიდენტის სპეციალური დადგენილება, რომელშიც ნათქვამია, რომ 10 აგვისტოდან უნდა შეწყდეს ყოველგვარი სატრანსპორტო საშუალების მოძრაობა ზუგდიდსა და გალის რაიონებს შორის. გალის რაიონიდან ყოველდღიურად ერთ რეისს აკეთებდა პირველი ოტობაიას, ქვემო და ზემო ბარღების, ხუმუშქურის, სოფჩაის, თაგილონის, გაგიდის, ფიჩორის, მზიურის ავტობუსები. მოსახლეობას გადმოჰქონდა სოფლის მეურნეობის პროდუქტები და ზუგდიდიდან კი პირველად საჭიროების ნივთები გადაჰქონდა. აფხაზური ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ყველა ავტობუსი, სამარშრუტო მიკრო ავტობუსი, მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც შეეცდება გადალახოს საზღვარი და გადავიდეს ზუგდიდის რაიონში, ექვემდებარება კონფისკაციას, სატრანსპორტო საშუალება გადაყვანილ იქნება ოჩამჩირის ავტოსატრანსპორტო კოლონის გარაჟში, ხოლო მძღოლის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. გალის რაიონის ქართული მოსახლეობისათვის ერთადერთ უსაფრთხო სატრანსპორტო საშუალებად რჩება გაეროს მიერ დაფინანსებული, ენგურის მთავარ ხიდზე მოძრავი ავტობუსი, თუმცა დევნილების თქმით, ამ ავტობუსის მოძრაობასაც შეექმნა პრობლემები. ჯერ იყო და რუსეთის სამშვიდობო ძალების წარმომადგენლებმა კატეგორიულად მოითხოვეს, რომ ავტობუსი არ დადგეს მათი ბლოკპოსტის სიახლოვეს. დღევანდელი მონაცემებით კი რუსეთის სამშვიდობო ძალების მოთხოვნას აფხაზური მხარეც შეუერთდა. ორი მხარის ერთობლივი ძალისხმევით გაეროს ავტობუსი აფხაზურ მხარეს ენგურის ხიდის თავში ჩერდება, რაც გარკვეულ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას. რუსებიც და აფხაზებიც ამ გადაწყვეტილებას თავიანთი უსაფრთხოების დაცვით ხსნიან, ქიშმარიას თქმით: "ეგღა გვაკლია, ამ ავტობუსით შემოიტანონ ქართველებმა იარაღი".
გალის რაიონის ქართული მოსახლეობა ოცნებობს პრეზიდენტის სამეგრელოში ჩამოსვლაზე, რადგან პრეზიდენტის სტუმრობისას შარშან 20 ნოემბერს თხილის ფასი ზუგდიდში 5 ლარს აღემატებოდა. ისინი თვლიან, რომ თხილის ფასის მატება-კლება რუსეთიდან რეგულირდება.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
შსს სხეულზე სატარებელი ვიდეო-სამეთვალყურეო კამერის შეძენას გეგმავს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს საქმეზე პატიმრობაში მყოფ პირებზე ზეწოლის ფაქტები გამოძიებული უნდა იქნეს
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?