კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დევნილთა სოციალური მდგომარეობა ზუგდიდის რაიონში

18 სექტემბერი, 2006

18.sek_devnilebi.gifზუგდიდის რაიონში, სადაც 160 ათასამდე ადამიანი ცხოვრობს, თითქმის 60 ათასი აფხაზეთიდან დევნილია. რაიონში მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაა. ძალიან დიდია უმუშევართა რიცხვი. არ მუშაობს საწარმოები, ფაბრიკები, ქარხნები. მაგრამ მაინც განსაკუთრებით მძიმეა იმ დევნილთა სოცილური პირობები, ვინც ცხოვრობს ზუგდიდის გარეუბნებში. იმ სოფლებში, რომლებიც დიდი მანძილით არის დაშორებული ცენტრს.

სოფელ ანაკლიაში, ზღვისპირას განლაგებულ კოტეჯებში (20 კოტეჯი) 150-მდე დევნილი ცხოვრობს. მათი უმეტესობა ქალები, ბავშვები და მოხუცები არიან. კოტეჯების უმეტესობა ავარიულ მდგომარეობაშია, არ არის ელემენტარული საცხოვრებელი პირობებიც კი. ზამთარში მოვარდნილმა წყალდიდობამ კიდევ უფრო დააზიანა სახლები. მართალია, აფხაზეთის დავნილი ხელისუფლების ადგილობრივმა წარმომადგენლებმა ერთჯერადი დახმარება 360 ლარის ოდენობით ყველა ოჯახს გადასცეს, მაგრამ დევნილთა თქმით, ეს თანხა კოტეჯის სახურავის გამოსაცვლელადაც კი არ არის საკმარისი. სასმელი წყლის პრობლემაც თითქოს გადაიჭრა, დევნილებმა საკუთარი სახსრებით გათხარეს ჭაბურღილები, თუმცა აღმოჩნდა, რომ წყალს ცუდი სუნი და გაურკვეველი გემო აქვს. 2-3 შვილიანი ოჯახები თითო პატარა ოთახშია განთავსებული, არაა ელემენტარული სანიტარულ-ჰიგიენური პირობები. წყლის პრობლემას ძალიან ხშირად ემატება ელექტროენერგიის პრობლემაც. კომუნალური გამრიცხელიანების შემდეგ, რაიონის მასშტაბით უნდა მომხდარიყო დევნილთა ტრანსფორმატორების განმხოლოება, რაც დღემდე არ არის გაკეთებული. ამიტომაც, ანაკლიაში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიის მიწოდება უწყდებათ, თუკი დავალიანება აქვთ მეზობელი სოფლების დარჩელის ან კახათის მოსახლეობას (როგორც გავიგეთ, ასეთი რამ ყოველთვიურად ხდება). გახარჯული ელექტროენერგიის საფასური ერთ სულ დევნილზე - ზაფხულში 8 ლარი , ზამთარში კი 10 ლარი, პიდაპირ ერიცხება ენერგოსადისტრიბუციო კომპანიას, მიუხედავად ამისა, 40 გრადუსიან სიცხეში ანაკლიაში მცხოვრებ დევნილებს 3 დღის განმავლობაში ელექტროენერგია არ მიეწოდებოდათ. დევნილთა მდგომარეობას გაუსაძლისს ხდის ისიც, რომ მათ ზამთარ-ზაფხულ უხდებათ შეშის შეგროვება, რათა საჭმელი გააკეთონ ცეცხლზე.
 
კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში არიან ზუგდიდის ტუბდისპანსერის მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრები დევნილები. იქ მოსახლეობას (და არამარტო მათ) ნაგავსაყრელი აქვს გაკეთებული. ტერიტორია ძალიან დაბინძურებულია, ჭაობად ქცეულ წყასატევში გველები ბინადრობენ და, როგორც დევნილები ამბობენ, არც მათ საცხოვრებელ ოთახებში შესვლაზე ამბობენ უარს. აქ მცხოვრებთ თითქმის 7 წელია სამელი წყლის პრობლემაც აქვთ. მათი თქმით, არაერთხელ მიმართეს თავიანთ წარმომადგენლობას, ადგილობრივ ხელისუფლებას, მაგრამ პრობლემა კვლავ გადაუჭრელია. დაბინძურებულმა წყალმა, გარემომ, მაღალმა სიცხეებმა დევნილთა შორის ინფექციური და კანის დაავადებები გამოიწვია. რამდენიმე მცირეწლოვანი ბავშვი სამკურნალოდ საწრაფოდ გადაიყვანეს თბილისში, ხოლო ვისაც სამკურნალო თანხები არ გააჩნია, სახლის პირობებში მკურნალობს და ხშირად ეს მკურნალობა უშედეგოა. დევნილები დახმარებას ითხოვენ.

თითქმის იგივე ვითარებაში უხდებათ ცხოვრება ზუგდიდში, ფაიფურის დასახლებაში მცხოვრებ დევნილესაც. დევნილთა თქმით, პოლიტიკოსები და ხელისუფლების წარმომადგენლები მათთან მხოლოდ არჩევნების წინ მიდიან, დაუტოვებენ ათას დაპირებას და მომდევნო ნარჩევნებამდე კვლავ ბედის ანაბარად რჩებიან.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი 

ახალი ამბები