პატიმრები მოქალაქეებს ციხიდან აყაჩაღებენ
19.09.2006

პატიმარი მისთვის უცნობი ადამიანის ნებისმიერ მობილურ ტელეფონზე რამდენჯერმე ზარს უშვებს. შემდეგ იმავე ნომერზე აგზავნის მოკლე ტექსტურ შეტყობინებას ისევე როგორც „მაგთი“ ან „ჯეოსელი“. ტექსტი კი ასეთია: „526 გატყობინებთ, რომ თქვენს ანგარიშზე გადმოირიცხა 5 ლარი ნომრიდან 899 ??????. ამ გადმორიცხვის საფასური 15 თეთრი ჩამოგეჭრებათ ანგარიშიდან“ (ტექსტი იგივეა, როგორც „მაგთი“ თანხის გადარიცხვისას აბონენტებს უგზავნის). ამის შემდეგ პატიმარი ისევ უშვებს ზარს უცხო ნომერზე და სთხოვს გადაურეკოს. გადარეკვისას უცხო ადამიანს ეუბნება, რომ თანხას საავადმყოფოში პაციენტთან რიცხავდა, ნომერი შეეშალა, თანხა მის ანგარიშზე დაჯდა და სთხოვს ეს თანხა სასწრაფოდ უკან გადაურიცხოს. მოქალაქე კი თანხას უკანვე აბრუნებს. თაღლითობა კი ის არის, რომ პატიმარს ამ კონკრეტულ ნომერზე არანაირი თანხა არ გადაურიცხავს, პირიქით მოქალაქის ადამიანურობით ისარგებლა და თანხა გამოსძალა.
ჩვენთვის ცნობილია ერთ-ერთი თაღლითის მობილური ტელეფონის ნომერი, რომელიც მოტყუებით მოქალაქეებს თანხას სძალავს. ეს ნომერია 899 298613.
იუსტიციის სამინისტრომ მობილური ტელეფონის საშუალებით მსგავსი და უფრო სერიოზული დანაშაულებების ჩადენის გამო ციხეებში მობილური ტელეფონების შეტანა აკრძალა. პატიმრებს ასობით ტელეფონი ჩამოართვეს, მაგრამ, როგორც ჩანს, სხვადასხვა საშუალებებით ციხეებში ტელეფონები, ნარკოტიკები თუ სხვა აკრძალული საგნები მაინც შედის.
აღნიშნულ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარებისთვის სასჯელთაღსრულებითი დაწესებულების ხელმძღვანელობას არაერთხელ მივმართეთ, თუმცა მათ საუბრისგან თავი შეიკავეს.
სანამ პატიმრები მოქალაქეების დაყაჩაღების ახალ ვარიანტს გამოიგონებდნენ, სხვა მეთოდებით სძალავდნენ მათ ფულს. მობილურზე ურეკავდნენ, ეუბნებოდნენ, რომ მათი ნომერი გათამაშებაში მოხვდა და სხვადასხვა ნივთები (სარეცხი მანქანა, უთო, ფენი, ტელევიზორი) მოიგეს. პრიზის მისაღებად კი საჭიროა ეხლავე იყიდოთ 20 თუ 30 ლარიანი მონო ბარათი და კოდი ჩამაწერინოთო. დაბნეული მოქალაქეები ამას მართლაც აკეთებდნენ. აღნიშნული თაღლითობის შესახებ ინფორმაცია საკმაოდ მალე გავრცელდა და მოქალაქეები ასეთ ზარებს არ ენდობოდნენ. როგორც ჩანს, პატიმრებმა ახლა თანხის გამოძალვის ახალ ვარიანტს მიაგნეს.
ეკა გულუა
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ბლოგი
გორაშვილი vs ნაჭყებია
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
რედაქტორის აზრი
ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას