კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალი დააპატიმრეს

26 სექტემბერი, 2006

არასამთავრობო ორგანიზაციები ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ გამოდიან და ხელისუფლებას ძალადობის მსხვერპლთა დაცვისკენ მოუწოდებენ. მათი გააქტიურება თბილისში 29 აგვისტოს მომხდარმა უბედურმა შემთხვევამ გამოიწვია, როცა სამართალდამცველებმა ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, 32 წლის ფეხმძიმე ნათია ჯანელიძე დააპატიმრეს.

რაც შეეხება ტრაგედიის ისტორიას, როგორც ირკვევა, 3 შვილის დედა ნათია ჯანელიძე მისი მეუღლის, სადახლოს პოლიციის უფროსის ნუკრი ჯანელიძისგან მუდმივ ძალადობას განიცდიდა. 29 აგვისტოს კი ძალადობა ისევ განმეორდა. ნუკრი ჯანელიძემ მეუღლე ქუჩაში გააგდო. მან კი ამის შესახებ საკუთარ მამას შეატყობინა. გახშირებული მსგავსი შემთხვევებით შეწუხებული ნათია ჯანელიძის მამა კი სიძის სახლში მივიდა და მისივე ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

ნათია ჯანელიძის მამამ - ვახტანგ თელიამ დანაშაული აღიარა და თქვა, რომ  არ ნანობს, რადგან მისი შვილი და შვილიშვილები მედმივად მსგავს ძალადობას განიცდიდნენ. მათ კი პოლიციის დახმარების იმედი არ ჰქონდათ, რადგან მოძალადე თავად ერთ-ერთი მაღალჩინოსანი იყო.

სამართალდამცველებმა თელიასთან ერთად დანაშაულის ჩადენის წაქეზების ბრალდებით, მისი შვილი, 4 თვის ფეხმძიმე  ნათია ჯანელიძეც დააკავეს. მას სასამართლომ 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. საკანში ჯანელიძეს მუცელი მოეშალა. ცნობილია ისიც, რომ ის მეუღლემ 14 წლის ასაკში მოიტაცა.

ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მებრძოლი არასამთავრობო ორგანიზაციები მსხვერპლის დაკავებას აპროტესტებენ და მის გათავისუფლებას ითხოვენ. როგორც კავკასიის ქალთა ქსელის ხელმძღვანელი ნინო ციხისთავი აცხადებს: „საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ისევ ციხეში ჩასვეს. ამჯერად მან ხმამაღლა თქვა, რომ მასზე  ხორციელდებოდა ძალადობა ქმრის მხრიდან. ოჯახური ძალადობის შესახებ ახლობლების ინფორმირება თურმე საქართველოში წაქეზების ტოლფასია და სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით ისჯება. სამწუხაროდ, როცა მოძალადე პოლიციის მაღალი თანამდებობის პირია, ძალადობის მსხვერპლი პოლიციას დაცვისთვის ვერ მიმართავს. ამ შემთხვევაში მსხვერპლმა ზუსტად იცის, რომ ამ ქმედებას შეიძლება ძალადობის უარესი ფაზა მოჰყვეს. რისთვის ისჯება ნათია ჯანელიძე? ვის უნდა მივმართოთ, როცა მოძალადე თავად პოლიციელია?“

კავკასიის ქალთა ქსელის წარმომადგენელთა ინფორმაციით, საქართველოში ოჯახური ძალადობის სტატისტიკა საკმაოდ მაღალია. 2006 წლის 9 თვეში დაფიქსირებულია დაახლოებით 2000-მდე შემთხვევა, თუმცა ეს რეალურ სურთს არ ასახავს, რადგან მსხვერპლნი ოჯახური ძალადობის სააშკარაოზე გამოტანას ერიდებიან. მათივე ინფორმაციით, საქართველოში ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყოველი მეოთხე ქალბატონი ხდება. რაც შეეხება ფეხმძიმეებს, ყოველი მე-7 ძალადობას განიცდის. 

არასამთავრობო ორგანიზაციები და სახალხო დამცველის ოფისი ხელისუფლებას ახსენებს, რომ ევროკავშირის კარები ყველა იმ ქვეყნისთვის ჩაკეტილია, ვინც ოჯახური ძალადობის მსხვერპლთ აპატიმრებს. „სერიოზული პრეტენზია მაქვს შს მინისტრ ვანო მერაბიშვილთან. როგორ უნდა მჯეროდეს საქართველოში პოლიციის, თუ მისი მაღალჩინოსნები საკუთარ ოჯახებში ახორციელებენ ძალადობას?“ - კითხულობს ციხისთავი.  
 
საქართველოში ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით შეშფოთებულია გაეროც. გაეროს ქალთა კომიტეტის დასკვნით, საქართველოში ქალთა მიმართ ძალადობა, მათ შორის ოჯახური ძალადობა, ფართოდაა გავრცელებული. კომიტეტი დაჟინებით მოითხოვს მონაწილე ქვიყნებისგან (საქართველო) უმაღლეს პრიორიტეტთა ნუსხაში შეიყვანოს კანონი ოჯახური ძალადობის აღკვეთის, მსხვერპლათა დაცვისა და დახმარების შესახებ და ფართოდ მოახდინოს ამ კანონის პოპულარიზება მთელ საზოგადოებაში. ასევე, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებისა და  სხვა სახელმწიფო მოხელეების პასუხისმგებლობა ამ მიმართულებით გაიზარდოს  და მეტი აქტიურობა გამოიჩინონ მსხვერპლ ქალთა მიმართ.

ეკა გულუა

ახალი ამბები