16:18, Friday, 18.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ადამიანთა წამებისთვის გაერო საქართველოს აკრიტიკებს

05.10.2006
wameba.gifგაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა საქართველოში ადამიანთა უფლებების დარღვევათა შესახებ არსებული ვითარება შეისწავლა და ხელისუფლებას საკმაოდ ვრცელი რეკომენდაციები გაუგზავნა. გაეროს ექსპერტები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან სამართალდამცავთა მხრიდან გადამეტებული ძალის გამოყენებითა და ნიღბიანების ქმედებებით. პრობლემების მოსაგვარებლად და რეკომენდაციების შესასრულებლად გაერო საქართველოს ერთწლიან ვადას აძლევს.

წამების საწინააღმდეგო კომიტეტმა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ საქართველოში არსებული ვითარების შესახებ მონაწილე მხარის მესამე პერიოდული მოხსენება 2006 წლის მაისში განიხილა. პარალელურად, კომიტეტმა არასამთავრობოთა (ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი; ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია; საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდი) ალტერნატიული ანგარიშიც მოისმინა და საკუთარი დასკვნებიც გამოიტანა, რომელიც საკმაოდ მკაცრია.

არასამთავრობოთა ჩრდილოვანი ანგარიში ეხება როგორც პენიტენციალურ სისტემაში არსებულ უმძიმეს ვითარებას, ასევე სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დაკავებისას გადამეტებული ძალის გამოყენებას, ნიღბიანების ქმედებებს, ქალთა და ბავშვთა უფლებებს, ადამიანებით ვაჭრობას და სხვა საკითხებს.

“განსაკუთრებით შემაშფოთებელია, საკონსტიტუციო და საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მიხედვითაც გაიზარდა ხელისუფლების გავლენა საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებაზე; უკანონო დაკავებები, ცემა, თავდასხმები და ჟურნალისტებზე ზეწოლა თითქმის ყოველდღიურ მოვლენად იქცა; სასამართლომ დამოუკიდებლობა საბოლოოდ დაკარგა; სამართალდამცავ ორგანოებში დაუსჯელობის სინდრომი კვლავ პრობლემურია; ხშირად ირღვევა გაერთიანებისა და მანიფესტაციების უფლება” – ვკითხულობთ ალტერნატიულ ანგარიშში.

ერთ-ერთ თავში, სადაც საუბარია წამების მეთოდებზე, აღნიშნულია, რომ 2005 წელს წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრში წამების მსხვერპლი 40 ბავშვი და მოზარდი იმყოფებოდა. როგორც ანგარიშის ავტორები აცხადებენ, გაერო განსაკუთრებით ნიღბიანების ქმედებამ აღაშფოთა.

“რაც შეეხება წამებას, გასულ ანგარიშშიც იყო არაერთი მსგავსი ფაქტი და ამ  რეკომედაციაში ბევრი რამ მეორდება, მაგრამ გამოიკვეთა ახალი ტენდენციები, რაც საკმაოდ საგანგაშოა. მაგალითად, დაუსჯელობის სინდრომი, რომელიც ადრეც არსებობდა, დღესაც პრობლემად რჩება. რეკომენდაციებში გაეროს წამების საწინააღმდეგი კომიტეტი ხელისფულებას მოუწოდებს, გამოიყენოს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა პოლიციელთა იერარქიაში და პენიტენციალურ დაწესებულებებში. გაერომ საკმაოდ ბევრი ჩვენი რეკომენდაცია გაითვალისწინა და საკუთარ რეკომენდაციებში ასახა”,- აცხადებენ ანგარიშის ავტორები.

ალტერნატიული ანგარიშის ავტორები და გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წარმომადგენელი სესილ ტროშუ რეკომანდაციების განსახილვევად საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდნენ. როგორც გაეროს ექსპერტი ქალბატონი ტროშუ “ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის” ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, საქართველოში არსებული ვითარება მოსაწონი არ არის: “ამ ანგარიშში ძირითადად ხაზი გავუსვით, რომ მთავრობის დანაშაულთან ბრძოლის პოლიტიკას ხშირ შემთხვევაში ადამიანის უფლებების დარღვევამდე მივყავართ. ხშირია არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის მაგალითები. განსაკუთრებით ავღნიშნავთ დაუსჯელობის სინდრომს. ასევე ვგმობთ ქალთა და ბავშვთა მიმართ ძალადობას. საქართველო ჰგავს იმ მოსწავლეს, რომელიც კლასში საუკეთესო არ არის, თუმცა ცდილობს, კარგი იყოს.”

საქართველომ რეკომენდაციების შესრულების შესახებ ანგარიში გაეროს 2007 წლის მაისში უნდა წარუდგინოს. იმ შემთხვევაში, თუ რეკომენდაციები არ შესრულდა, ეს ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე უარყოფითად იმოქმედებს.

როგორც სესილ ტროშუ ამბობს, რეკომენდაციების შესრულება ქვეყნის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული: “რეალურად არ არსებობს სანქცია, რითაც შეიძლება სახელმწიფო აიძულო, რომ ეს განახორციელოს. უბრალოდ, ამას სჭირდება ქვეყნის კეთილი ნება და არასამათვრობოებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა რეკომენდაციების შესასრულებლად ხელისუფლებაზე პრესი უნდა განახორციელონ. ყველა ღონეს  ვიხმართ, საქართველოს მთავრობაზე რეაგირება მოვახდინოთ, რათა რეკომენდაციები შეასრულოს.” 
      

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC