08:27, Friday, 24.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

მორიგი მკვლელობა გალის ციხეში

09.10.2006
rustav_colony.gif27 სექტემბერს, ე.წ. გალის მილიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში, 17 საათსა და 15 წუთზე, ოპერატიულმა მორიგემ საკანში აღმოაჩინა ჩამოხრჩობილი პატიმრის გვამი. პატიმარი, რომელმაც, აფხაზთა განცხადებით, თავი საკუთარი ტანსაცმლის ნაგლეჯებით ჩამოიხრჩო, აღმოჩნდა კალენიკე ქიშმარია, დაბადებული 1984 წელს, მცხოვრები გალის რაიონის სოფელ ჭუბურხინჯში.  
კალენიკე ქიშმარია  აფხაზმა მილიციელებმა 2006 წლის 24 სექტემბერს დააკავეს. მათი ინფორმაციით, ქიშმარია იძებნებოდა 2004 წლიდან, თან ისიც არის მითითებული, რომ ამ პირს ქართველი სამართალდამცავებიც ეძებდნენ. ქიშმარიას ბრალად ედებოდა “მაზ”-ის მარკის სატვირთო მანქანის გატაცება.
 
ქიშმარიას დაკავების დღეს აფხაზმა მილიციელებმა გალის რაიონის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს ”აკს”-ის მარკის 5,45 კალიბრის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ხოლო 27 სექტემბერს, იმ დღეს, როცა დაკავებულმა თავი მოიკლა, აღმოაჩინეს გატაცებული ავტომანქანაც.
 
კ. ქიშმარიას ცხედარი მხოლოდ მესამე დღეს გადასცეს ოჯახს და ის 6 ოქტომბერს დაკრძალეს ჭუბურხინჯში. მეზობლებისა და ნათესავების თქმით, კ. ქიშმარიას თავი არ მოუკლავს. ისინი კატეგორიულად უარყოფენ ამ ვერსიას და სრული პასუხისმგებლობით აცხადებენ, რომ 22 წლის ქართველ ახალგაზრდას ცემით ამოხადა სული ოთარ ტურნანბამ.
 
ტურნანბა ადრე უკანონო შეიარაღებული ბანდფორმირების მეთაური იყო და მის სინდისზე ათეულობით უდანაშაულო ქართველის სიცოცხლეა. ხელისუფლებაში ბაღაფშის მოსვლის შემდეგ, ტურნანბა გალის აფხაზური მილიციის უფროსის კოღონიას მოადგილედ დანიშნეს. ადგილობრივი მოსახლეობა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ტურნანბამ დანიშვნამდე ცოლად შეირთო ბაღაფშის ბიძაშვილი.
 
რამდენიმე თვის წინ, ტურნანბამ ცემით მოკლა გალის რაიონის სოფელ ღუმურიშის მკვიდრი გიორგი ცაგურია და შემდეგ ის საკანში საკუთარი ტანსაცმლით ჩამოკიდებული იპოვეს. ასე რომ ქიშმარიას მკვლელობა ტურნანბასათვის უცხო ხილი არ არის.
 
რაც შეეხება ქართველ სამართალდამცავებს, კერძოდ კი შსს სამეგრელო- ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსს მერაბ გერგაიას, რომელიც ქართულ მხარეს წარმოადგენს ჭუბურხინჯის ქართულ-აფხაზურ ოთხმხრივ მოლაპარაკებაზე, ის აცხადებს, რომ კალენიკე ქიშმარია იძებნებოდა და მან მართლაც მოიკლა თავი. ძნელი გასარკვევია, მართლა მოიკლა თავი პატიმარმა თუ ის მოკლეს, მითუმეტეს არანაირი ექსპერტიზა გვამისათვის არ ჩაუტარებიათ. მეტიც, ოჯახის წევრები და ნათესავები ამბობენ, რომ გარდაცვლილს მთელ სხეულზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, ჩამტვრეული ჰქონდა ნეკნები და კბილები.

ნატო ბერულავა, ზუგდიდი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC