18:18, Monday, 21.04.2014
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

„პატიმრობის შესახებ“ კანონი იცვლება

10.10.2006
rustav_colony.gif2006 წლის დეკემბერში საქართველოს კანონში „პატიმრობის შესახებ“ ცვლილებები შედის. საკანონმდებლო ინიციატივა მხოლოდ იმ პატიმრებს შეეხებათ, რომლებიც ჯერ კიდევ წინასწარ პატიმრობაში იმყოფებიან და მათი ბრალეულობა დამტკიცებული არ არის. ერთ-ერთი ცვლილება პაემნებს ეხება. ბოლო ცვლილების მიხედვით, პატიმრებს პაემნები ეზღუდებათ და ამანათების მიღება ეკრძალებათ.

„პატიმრობის შესახებ“ კანონში ცვლილებები არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოითხოვეს და საკანონმდებლო ხელისუფლებას თავიანთი წინადადებებიც კი გაუგზავნეს. არასამთავრობოები განსაკუთრებით იმან გააღიზიანა, რომ კანონში შეტანილი ბოლო ცვლილებით პატიმრებს პაემნები შეეზღუდათ და ამანათები აეკრძალათ. აღნიშნულთან დაკავშირებით ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები - ადამიანის უფლებებისათვის“  ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ არაერთი აქცია გამართა. 

კაკაბაძის განცხადებით: „რევოლუციის შემდეგ სასჯელაღსრულების სფეროში განხორციელებული მრავალი საკანონმდებლო ცვლილება სწორედ  პატიმართა  მდგომარეობის გაუარესებას გულისხმობს. პატიმართა შესახებ ახალი კანონით, ამანათების გადაცემა პრაქტიკულად აიკრძალა, არადა, ისინი ძირითადად ამანათებით იკვებებოდნენ. დაწესებულებათა უმრავლესობაში (ქუთაისის #2, რუსთავის #6, თბილისის #7 საპყრობილეებში) შეზღუდული რაოდენობით მხოლოდ ხილისა და წვენების გადაცემაა დაშვებული. ბიუჯეტიდან პატიმართა კვებისათვის გამოყოფილი მიზერული დაფინანსების გამო ამანათების გარეშე დარჩენილი პატიმრები დღეისათვის ნახევრად მშიერ მდგომარეობაში იმყოფებიან; საერთოდ გაუქმდა ხანგრძლივი პაემანის ინსტიტუტი; პატიმართა წახალისების სახეებიდან ამოღებულია დამატებითი ხანმოკლე პაემნები, ხოლო ხანმოკლე პაემანთა საერთო რაოდენობა თითქმის 70%-ით შემცირდა (კანონი “პატიმრობის შესახებ”, მუხლი 29)“.

აღნიშნულის შემდეგ ადამიანის უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საკანონმდებლო ხარვეზებთან დაკავშირებით პარლამენტს თავიანთი შეხედულებები გაუგზავნეს. პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტებმა წინადადებები განიხილეს და კანონმდებლობაში შესატანი  ცვლილებებიც მოამზადეს, რომელიც ძალაში დეკემბერში შევა.  
 
პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის თქმით, „ცვლილებები მხოლოდ იმ ადამიანებს ეხებათ, რომელთა მიმართ სასამართლოს ჯერჯერობით გამამტყუნებელი განაჩენი არ გამოუტანია და ისინი კონკრეტული ეტაპისთვის უდანაშაულოდ ითვლებიან. კანონმდებლობაში ცვლილებების შესვლის შემდეგ კი წინასწარ პატიმრობაში მყოფ ადამიანთა მონახულება ნებისმიერ ახლო ნათესავს თუ მეგობარს შეეძლება. არსებული კანონმდებლობით კი ახლობელს პაემნის უფლებას გამომძიებელი ან პროკურორი აძლებდა. აწი კი მათი თანხმობა აუცილებელი არ იქნება.“ 

აღნიშნული ცვლილებები პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და  სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით მომზადდა. სავარაუდოდ, პატიმარს თვეში ორი მოკლევდიანი პაემნის უფლება ექნება.  

კანონპროექტს იწონებს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი. მისი თქმით, ცვლილებებით პაემნების პროცედურაც მარტივდება. „მთავარი ცვლილება ის არის, რომ წინასწარი გამოძიების დროს მხარეებს შეეძლებათ ეჭვმიტანილი ან განსასჯელი მოსამართლის ნებართვის გარეშე მოინახულონ. შესაბამისად, პაემნების რიცხვიც იზრდება და პროცედურაც მარტივდება. კონკრეტულად თვეში რამდენი მოკლევადიანი და გრძელვედიანი პაემანი დაწესდება, ვერ გეტყვით“,- ამბობს ბეჟაშვილი.

მართალია, არასამთავრობო ორგანიზაციები კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებს დაწვრილებით არ იცნობენ, თუმცა არის მუხლები, რომელსაც არ ეთანხმებიან. მაგალითად, ერთ-ერთი ასეთია 89-ე მუხლი. მის მიხედვით:
„პატიმარს შეიძლება მიეცეს ხანმოკლე პაემნის უფლება იმ პირადი ან სამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, რომელთა განხორციელებაც არ შეიძლება მესამე პირთა მეშვეობით...“

არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ამ მუხლში არ უნდა ეწეროს სიტყვა „შეიძლება მიეცეს“, რადგან ეს ტერმინი შესაძლოა გამომძიებელმა ან მოსამართლემ არასწორად გამოიყენოს და პაემნების გადაწყვეტილება ისევ მის ნებაზე იქნება დამოკიდებული. ამიტომ, მათი წინადადებაა, „შეიძლება“ შეიცვალოს სიტყვით „უნდა მიეცეს“.  

როგორც ნანა კაკაბაძე აცხადებს, არასამთავრობოებმა პარლამენტს არაერთი რეკომენდაცია შესთავაზეს, თუმცა ამ შეთავაზებებიდან რას  გაითალისწინებენ არავინ იცის: „დღეს არსებული კანონი პატიმრების უფლებებს აუარესებს. ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ მათ პაემნები შეუზღუდეს. რაც შეეხება ახალ ცვლილებებს, ჯერ არ ვიცით რას მიიღებენ. იქ უამრავი შეთავაზებაა ჩვენი მხრიდან. პროექტის საბოლოო ვარიანტი არ მინახავს.“

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
თქვენი აზრით, ირღვევა თუ არა წინა ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების უფლებები?
ირღვევა არ ირღვევა არა ვარ ინფორმირებული მიჭირს პასუხის გაცემა

ბლოგი

მშიერი კომისიის წევრები და გაბრაზებული თავმჯდომარეები ბათუმში
არჩვენებს 2003 წლიდან ვაკვირდები. არც ერთი არჩევნები არ გამომიტოვებია, რასაც ვერ ვიტყოდი ჩემი საარჩევნო ხმის უფლების გამოყენებაზე - ყველა არჩევნებზე, იმის გამო რომ
ვრცლად...
ბეჭედი ნაკვეთურის გარეშე და ორსახელიანი ამომრჩეველი გურიაში
პირველად დამკვირვებლის სტატუსით
არქივი
    

რედაქტორის აზრი

პატიმართა მასობრივი პროტესტის მიზეზები
ბოლო ხანს მედიაში ერთ-ერთი აქტუალური თემაა პატიმართა პროტესტი გეგუთის კოლონიაში. ასობით პატიმარი პროტესტის სხვადასხვა ზომებს მიმართავს და კოლონიის დირექტორის გადაყენებას მოითხოვს. ისინი საპატიმროს
ვრცლად...
შემოდგომის ბუზი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2014 HRIDC