კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

კახეთში, საპატრულო პოლიცია ხალხს ეთავხედება და ატერორებს

10 ოქტომბერი, 2006

patrol.jpg შსს საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს დაარსებიდან 2 წლის შესრულებასთან დაკავშირებით, საზეიმო ღონისძიებები თელავში ჯერ კიდევ სექტემბრის თვის ბოლოს იყო დაგეგმილი, თუმცა წინასაარჩევნო მზადების გამო ღონისძიებები ოქტომბრისთვის გადაიდო. მანამდე კი სოციოლოგიურმა ჯგუფებმა ზედიზედ გამოაქვეყნეს გამოკითხვის შედეგები, რომლის თანახმადაც, კახეთის საპატრულო პოლიცია მაღალი რეიტინგით სარგებლობს. გამოკითხულთა დიდი ნაწილის შეფასებით, პატრული ზრდილობიანი და სამართლიანია ყველასთან, არადა ეს ასე სულაც არ გახლავთ. ამაში თავად დავრწმუნდით, როცა, ახალგაზრდა პოლიციელებმა სიტყვიერი შეურაცხყოფის მოყენების შემდეგ ხელბორკილის დადებაც დაგვიპირეს.

“ამა წლის 8 სექტემბერს, დილით ჩემი კუთვნილი მანქანით მეგობრის დედა, კახეთიდან თბილისის საავადმყოფოში გადამყავდა. ბარჯისხევში წყალი ავიღეთ. მანქანაში ჩაჯდომისას მე უსაფრთხოების ღვედი გადავიჭირე, ჩემმა მეგობარმა კი დედამისს სასმელი წყალი მიაწოდა, რა დროსაც მანქანა დავძარით, რაც პატრულმა შენიშნა და მალევე გაგვაჩერა. უსაფრთხოების ღვედების გამოყენების გარეშე მანქანის მართვის გამო დაგვაჯარიმეს, თუმცა მანამ დაგვაჯარიმებდნენ უაზროდ იცინოდნენ, რის გამოც ჩემი მეგობარი მანქანიდან გადმოვიდა და მათ სთხოვა, რომ საჯარიმო ქვითარი იქნებ დროულად გამოეწერათ. მდგომარეობაც აუხსნა მათ. პოლიციელმა, რომელმაც მიუხედავად ჩვენი მოთხოვნისა, არც ვინაობა დაგვისახელა და დაჯარიმებამდე არც ჩვენი უფლებები განგვიმარტა, ჩემს მეგობარს უთხრა, „ბევრს ნუ მიედ-მოედები, წადი და მანქნაში დაეგდეო“, რაზედაც ეს უკანასკნელი აღელდა და მათ ზრდილობისაკენ მოუწოდა. ამას პატრულების მხრიდან კიდევ უფრო მწვავე რეაქცია მოჰყვა“,- აცხადებს მძღოლი. მისი თქმით, პოლიციელები მის მეგობარს დაემუქრნენ კიდეც. „უთხრეს, მუშაობაში ხელს გვიშლი და თუ არ მოგვშორდები და არ შეგვეშვები ბორკილებს დაგადებთ და დედაშენს საავადმყოფომდეც ვერ გაყვებიო. ჩემმა თანმხლებმა პატრულების ასეთი უხეშობა ვერ მოითმინა და მათ უთხრა, რომ საკუთარ უფლება - მოვალეობებს აჭარბებდნენ, რამაც ისინი კიდევ უფრო გაამხიარულა. ისიც კი უთხრეს, „ფეხები არავის მოსჭამოო“ და ამით დავშორდით ერთმანეთს, სიტუაციის გამწვავება აღარ გვინდოდა“,- ამბობს მძღოლი, რომლის გვარ-სახელსაც შეგნებულად არ ვასახელებთ.

მომხდარის შესახებ შსს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს უფროსს დავით ტაბუცაძეს აცნობეს და აღნიშნული პოლიციელების ვინაობის დადგენაც სთხოვეს, რასაც იგი დაპირდა, მაგრამ უშედეგოდ. „ამჟამად, საპატრულო პოლიციის უფროსისგან უკვე წერილობით ვითხოვთ საჯარიმო ქვითრის #118326 ხელმომწერი პოლიციელების ვინაობის დადგენას და მათი პასუხისმგებლობის საკითხის დასმას ჩვენი შეურაცხყოფისა და თავხედობისათვის. გარდა ამისა, საინტერესოა, რატომ იჩენს გულგრილობას საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსი სამმართველოს თანამშრომლების უღირსი საქციელების მიმართ და რატომ ტოვებს უყურადღებოდ მოსახლეობის საჩივრებს“,- კითხულობს შეურაცხყოფილი მოქალაქე, რომელსაც ვითარების ამჯერადაც გაურკვევლობის შემთხვევაში, გადაწყვეტილი აქვს შსს გენერალურ ინსპექციას მიმართოს.
პატრულს ემდურებიან კახეთის სხვა ქალაქებშიც. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ მოქალაქე თამარ ქაჩლიშვილმა განუცხადა, მათ წინასაარჩევნოდ არ მისცეს დამოუკიდებელი კანდიდატის საარჩევნო პლაკატების გაკვრის საშუალება და ქმედების განხორციელების შემთხვევაში დაჭერით დაემუქრნენ. „მუქარასთან ერთად მათი მხრიდან ჩვენს მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, აგდებულ დამოკიდებულებას და ა.შ.“,- აღნიშნავს ქ. გურჯაანის მკვიდრი.

საპატრულო პოლიციის წარმომადგენელთა მისამართით ბრალდებებს უარყოფს საპატრულო პოლიციის კახეთის სამმართველოს უფროსი დავით ტაბუცაძე. მისი თქმით, ასეთ ინფორმაციებს პატრულის არაკეთილმოსურნე ადამიანები ავრცელებენ. რაც შეეხება ზემოთხსენებულ კონკრეტულ შემთხვევას, ბატონი ტაბუცაძე ვითარების და იმ პატრულების ვინაობის გარკვევას დაგვპირდა, რომლებმაც მოქალაქეებს შეურაცხყოფა მიაყენეს და სრულიად უმიზეზოდ ხელბორკილის დადებაც დაუპირეს, თუმცა საპატრულო პოლიციის უფროსმა ჩვენი შემდგომი სატელეფონო ზარები, ტრადიციულად უპასუხოდ დატოვა.

გელა მთივლიშვილი კახეთი

ახალი ამბები