კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენი ლტოლვილის ქართულ ჯარში ძალით წაყვანისთვის სს საქმე აღიძრა

17 ოქტომბერი, 2006

gazvwva.jpgსაქართველოში მცხოვრები ჩეჩენი ეროვნების მოქალაქის ჯარში იძულებით წაყვანისთვის შესაძლოა სამხედრო კომისარი და სოფელ ჯოყოლოს საკრებულოს თავმჯდომარე დააპატიმრონ. ვახიდ ბორჩაშვილი სამხედრო სამსახურიდან არასამთავრობო ორგანიზაციების ჩარევით 2 თვის შემდეგ გამოუშვეს, მისი ოჯახი კი საქმის ბოლომდე მიყვანას და დამნაშავის დასჯას ითხოვს.  
შემთხვევა 2006 წლის 9 სექტემბერს ახმეტის რაიონში მოხდა. დაახლოებით დილის  6 საათზე საპატრულო პოლიციის დუისის ქვეგანყოფილების თანამშრომლებმა ჩეჩენი ლტოლვილი ვახიდ ბორჩაშვილი სახლიდან ძალით გამოათრიეს და რაიონის სამხედრო კომისარიატში წაიყვანეს.
 
მას შემდეგ ვახიდ ბორჩაშვილის მამა ვალიკო ბორჩაშვილი შვილის სახლში დაბრუნებას ითხოვდა. მან დახმარებისთვის „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს“ მიმართა. ცენტრის ადვოკატმა დავით მანაგაძემ კანონმდებლობის შესაბამისად აღნიშნული შემთხვევა შეისწავლა და უამრავი დარღვევა აღმოაჩინა (დაწვრილებით იხ.. http://www.humanrights.ge/geo/articles.php?tbl=articles&id=414)

ცენტრმა და ბორჩაშვილის მამამ აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით, გენერალურ პროკურატურასა და თავდაცვის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას წერილით მიმართა, სადაც აღწერილია ყველა წვრილმანი და თან ერთვის დოკუმენტაცია. აღნიშნულის შედეგად საქმეზე წინასწარი გამოძიება დაიწყო. უკანონოდ გაწვეული ვახიდ ბორჩაშვილი კი სამხედრო სამსახურისგან გაათავისუფლეს.

დაზარალებული მხარე კანონდარღვევისთვის სამხედრო კომისარიატის წინააღმდეგ სათანადო ღონისძებების გატარებას და სს დამნაშავეების დასჯას ითხოვს. როგორც დავით მანაგაძე ამბობს,  ბორჩაშვილი სამხედრო ნაწილიდან 5 ოქტომბერს გამოუშვეს და მიზეზად სამედიცინო კომისიის დასკვნა დაასახელეს, რომელმაც ის სამხედრო სამსახურისთვის უვარგისად ჩათვალა: "კომისიამ გაითვალისწინა თუ არა, რომ ის უკანონოდ იყო გაწვეული თუ ფიზიკური მდგომარეობის გამო დაიწუნა, ვერ გეტყვით."       

„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტი  სამხედრო პოლიციის იმ გამომძიებელსაც დაუკავშირდა, ვინც აღნიშნულ საქმეზე მუშაობს. გამომძიებელ რობინზონ ნუროშვილის თქმით: "აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ახმეტაში ვიმყოფებოდი და ყველა საჭირო საგამოძიები პროცედურა ჩავატარე. ვალიკოც (დაზარალებულის მამა) დავკითხე და სხვებიც. სს საქმე აღძრულია სს კოდექსის 362-ე მუხლით, რაც ყალბი დოკუმენტის დამზადებას გულისხმობს. უნდა გაირკვეს, ყალბი მოწმობა ვინ დაამზადა, რატომ დაამზადა, კომისარიატმა ის რატომ გამოიყენა და რატომ მოხდა გაწვევა ყალბი დოკუმენტის საფუძველზე. საკმაოდ დიდი საქმეა და დრო გვჭირდება.“

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დოკუმენტაციის გამყალბებლებსა და მის გამომყენებელს ჯარიმა ან სამწლიანი პატიმრობა ემუქრება.  

ეკა გულუა

ახალი ამბები