კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორის მოსახლეობის 80%-ი ხელისუფლების მუშაობით უკმაყოფილოა

23 ოქტომბერი, 2006

saba1.gifგორში ურბანულმა ინსტიტუტმა და საქართველოს ახალგაზრდული ასოციაციის გორის ოფისის წარმომადგენლების მიერ შერჩეულმა სამუშაო ჯგუფმა მოსახლეობის გამოკითხვა ჩაატარა. შეირჩა ექვსი ახალგაზრდა, რევაზ ნადირაძე, სოფო ოქროპირიძე, შორენა ტიელიძე, ეკატერინე ქოთოლაშვილი, ია ნაროზაშვილი და მარიამ სრესელი. გამოკითხვებით მიღებული ინფორმაციის და მისი ანალიზის შედეგად, სამუშაო ჯგუფის მიერ რეკომენდაციები მომავალი თვითმმართველობისთვის შემუშავდა.

გამოკითხვის მიხედვით, „ბადენ-ბადენად“ მონათლულ გორის მოსახლეობისთვის ყველაზე მთავარი პრობლემა დასაქმება და სოციალური მდგომარეობა აღმოჩნდა. ახალგაზრდები გორის სხვადასხვა უბანში განაწილდნენ და თითქმის რამდენიმე თვის განმავლობაში სწავლობდნენ მოსახლეობის აზრს. მოსახლეობის აზრით, კი მხოლოდ ცენტრალური - ისედაც კომუნისტების დროს გალამაზებული სტალინის ქუჩის მოწყობა და იქ ნათურების დაყენება არ უნდა იყოს პრიორიტეტი. გამოკითხვის ჯგუფის ორგანიზატორის გურამ ხიზანიშვილის თქმით, გორის მოსახლეობის 80%-ს წარმოდგენა არ ჰქონდა, როგორც არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ და მმართველი პარტიის წარმომადგენლებზე, ასევე არ იციან, თუ რა ფუნქცია აკისრია ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებს.

მარიამ სრესელი: „მოსახლეობის აბსოლუტურად უმეტესობა გაღიზიანებულია იმ ფაქტით, რომ ხელისუფლება ძირითადად ქალაქის ცენტრს აქცევს ყურადღებას. მხოლოდ ცენტრალურ ქუჩას, სტალინის ქუჩა იღებება და ნათდება. გარეუბნებში სხვაა ვითარება. მაგალითად, ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე მაცხოვრებლები ნაგვის პრობლემას უჩივიან“.

სოფო ოქროპირიძე: „როდესაც მივდიოდით ოჯახებში, გვეკითხებოდნენ კანდიდატების ვინაობას, ბიოგრაფიას და ა.შ. აბსოლუტურად არავინ იცნობს არც მაჟორიტარ კანდიდატს და არც პროპორციული სიით გასულ კანდიდატს. გვეკითხებოდნენ ისეთ რამეს, რაც მაგალითად თვითმმართველობის კომპეტენციაში არ შედის. მათთვის მთავარია, ჭამა და სმა. ყველა თავის სოციალურ გაჭირვებაზე ფიქრობს. შეღებილი ფასადები და ზედმეტად მომრავლებული მინი სტადიონები მშიერ ხალხს აღიზიანებს“.

რეზო ნადირაძე: „გამოკითხვის დროს ბევრჯერ მოსახლეობა სახლში არც მიშვებდა. როგორც გავარკვიე, მანამდე სახლებში ნაციონალები იყვნენ. გაღიზიანებული ხალხი გვეუბნებოდა, რომ სადგურის დასახლებაში ელემენტარულად, სანიაღვრე არხი ვერ მოუწესრიგებიათ. მთის ფერდობთან ახლოს მდებარე უბანში, ყოველ წვიმიან სეზონში სახლები და გზები მთიდან ჩამოშლილი ქვიშით ივსება. სადგურის დასახლებაში ასევე ითხოვენ კანალიზაციის გაკეთებას.“

ეკა ქოთოლაშვილი: „მე ძირითადად „წმინდა წყლის“ დასახლებაში ვიმყოფებოდი. მოსახლეობას ამ უბანში არ აქვს ბუნებრივი აირი. ასევე მოუწესრიგებელია წყალგაყვანილობის სისტემა, რადგან მდინარე ლიახვის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობს. წმინდაწყლის დასახლება შეიძლება ითქვას ჭაობში იძირება. ითხოვენ ასევე გარეგანათების დამონტაჟებას. აქაც ყველაზე დიდი პრობლემა დაუსაქმებლობაა.”

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები