კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

,ქართლის ხმის' რედაქტორის წინააღმდეგ შესაძლოა სისხლის სამართლის საქმე აღიძრას

27 ოქტომბერი, 2006

saba1.gif„ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ გორის წარმომადგენლის საბა წიწიკაშვილის განცხადებით, გორის რაიონულ სასამართლოში მის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსი დაამახინჯეს. სასამართლოს სხდომის ოქმში დაფიქსირებული ჩვენება და პროცესზე წიწიკაშვილის მიერ მიცემული ჩვენების შინაარსი ერთმანეთისგან განსხვავდება. საქმე ეხება 2005 წლის 5 სექტემბერს ჟურნალისტზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაკავებულ კახაბერ ხიხალიშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეს. ხიხალიშვილი სამი თავდამსხმელთაგან ამოცნობილ იქნა და ამჟამად გორის რაიონული სასამართლოს განაჩენით 9 წლიან პატიმრობაში იმყოფება. სასამართლოს სხდომის ოქმში მოსამართლე ზაზა რამიშვილის მდივნის მიერ ჩაწერილი ერთი ფრაზის გამო შესაძლოა ჟურნალისტ საბა წიწიკაშვილის მიმართ ცრუ ბრალდების ფაქტზე აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

ბრალდებულის მხარემ გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. ხიხალიშვილი ჟურნალისტზე თავდასხმაში მონაწილეობას დღემდე უარყოფს. წიწიკაშვილის თქმით, კახა ხიხალიშვილი იმ ჯგუფის წევრია, რომლებიც მიხეილ ქარელის და მისი პირადი დაცვის წევრების შეკვეთით გუბერნატორის არასასურველი პიროვნებების დაშინებას, დაშანტაჟებას და შევიწროებას ახდენდა. კახა ხიხალიშვილს ბრალად ასევე ედება გორელი ბიზნესმენის გივი ჯამელაშვილზე და მის შვილზე განხორციელებული თავდასხმაში მონაწილეობა.

როგორც საბა წიწიკაშვილი აცხადებს, გორის რაიონულ სასამართლოში ჩატარებული არსებითი განხილვის დროს მის მიერ მიცემული ჩვენება სხდომის ოქმში არასწორად არის შეტანილი. კერძოდ, ოქმის მიხედვით, წიწიკაშვილმა ბრალდებული ამოიცნო, მაგრამ იქვე მიწერილი აქვს სიტყვა „მე მგონიო“…

იურისტების აზრით, საქმეში ასეთი ტერმინის არსებობა ეჭვმიტანილის სასარგებლოდ იქნება გამოყენებული და ამცირებს ბრალდების სიმძიმეს. წინასწარ გამოძიებაში და ასევე წიწიკაშვილისა და ხიხალიშვილის დაპირისპირების დროს, რომელიც აუდიო ჩანაწერითაა დაფიქსირებული, ნათლად ჩანს, რომ წინასწარი დაკავების იზოლატორში დაზარალებულმა ჟურნალისტმა ეჭვმიტანილი რამდენიმე პიროვნებას შორის ამოიცნო. ასევე წინასწარი გამოძიებაში მიცემული ჩვენების დროს ერთ-ერთი თავდამსმხელის გარეგნული მახასიათებლები ემთხვევა დაკავებულისას.

საბა წიწიკაშვილი: „ყველაფერი კეთდება იმისათვის, რომ საქმე არა თუ ჟურნალისტის სასარგებლოდ და თავისუფალი სიტყვის დასაცავად წარიმართოს, არამედ პირიქით. ადგილობრივ სასამართლოში მომუშავე ზოგიერთი მოსამართლისა თუ თანამშრომლების წყალობით, უხეშად ირღვევა საპროცესო კანონმდებლობის ნორმები. მაცნობეს, რომ სხდომის ოქმის მიხედვით, თითქოს ეჭვმიტანილი ჩემს მიერ არ იქნა ამოცნობილი და ნათქვამი მაქვს სიტყვა: - „მე მგონი თავდამსხმელი ხიხალიშვილი იყო“… რაც აბსურდია. მსგავსი სიტყვა არ გამომიყენებია სასამართლოს მიერ ჩატარებული არსებითი განხილვის დროს. ოქმი გაყალებულია, რაც მიმართულია იქითკენ, რომ გუბერნატორი და მისი ახლობლები ასიამოვნონ. ხიხალიშვილი მიშა ქარელის უახლოესი ნათესავის და პირადი დაცვის წევრის გაბრიელ პავლიაშვილის ქვისლია. გაბრო პავლიაშვილი ამჟამად თავდაცვის მინისტრმა ოქრუაშვილმა წაიყვანა თავის დაცვის სამსახურში. ერთი წლის განმავლობაში ამ ხალხის მიერ ჩემი ოჯახის ახლობლებზე ხდება გარკვეული სახის ზეწოლა. მიდიან და ეუბნებიან, რომ მე მათ თავი დავანებო; იყო ასეთი მუქარაც, რომ დაკავებულის ციხიდან გამოსვლის შემთხვევაში სამაგიეროდ გადამიხდის. საქმეს ვერ „ვაკეთებთ“, რადგან „წინ“ ჟურნალისტი გვიდგიაო. რაც შეეხება სხდომის ოქმს, მისი მიხედვით, წინასწარ გამოძიებაში მიცემული ჩვენება ბათილდება. ეს კი „ცრუ ბრალდებას“ ნიშნავს, რომელიც კანონის მიხედვით ისჯება.“

 საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები