კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

„თქვენ თვითონ იპოვეთ ძებნილები და გვაცნობეთ“ – ასეთია პოლიციელების მუშაობის მეთოდები

1 ნოემბერი, 2006

patrulebi.gifთბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლებმა გორის რაიონის სოფელ უფლისციხეში მცხოვრებ დაზარალებულ ბონდო წიწიკაშვილის ოჯახის წევრებს განუცხადეს, რომ თაღლითებთან ბრძოლა არ შეუძლიათ. უფრო მეტიც, საკუთარ წარუმატებლობაში დარწმუნებული პოლიციელები წიწიკაშვილებს ავალებენ, რომ ძებნილები თავადვე მოძებნონ და შემდეგ პოლიციას შეატყობინონ. „სხვა არაფერი შეგვიძლია“, – განუცხადეს დედაქალაქელმა სამართალდამცავებმა.

საქმე იმაშია, რომ ჯერ კიდევ 2002 წელს წიწიკაშვილებმა კვიპროსში წასვლა გადაწყვიტეს. ბონდო წიწიკაშვილი გერმანიის საელჩოს გვერდით მდებარე ერთ-ერთ ოფისში, რომლის აბრაზეც ეწერა - „ვიზების გაცემა“ – შევიდა და კვიპროსში გასამგზავრებელი საბუთების მომზადება სთხოვა.

ბონდო წიწიკაშვილი: „შევედით ოფისში. დაველაპარაკეთ ორ პიროვნებას. ესენი იყვნენ, ბადრი თოფურია და ბექა გოგიბერიძე. ოფისი მათვე ეკუთვნოდათ. მითხრეს, რომ ისინი კვიპროსში მოქალაქეებს 900 დოლარად გზავნიან. თუ ხელზე 600 დოლარი გაქვთ, შეგვიძლია ახლავე გავაკეთოთ საბუთები, დანარჩენი თანხა მერე გადაგვიხადეთო. გადავუხადეთ 600 დოლარი, ისიც ჩემი ნასესხი ფული იყო. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მათ მიერ გაკეთებული საბუთები ყალბი იყო. კვიპროსიდან უკან დაბრუნების შემდეგ, ყალბი საბუთების გამო დამაკავეს. იმ პერიოდში თოფურიაც და გოგიბერიძეც დააკავეს. ყველას მხოლოდ ახსნა-განმარტებები ჩამოგვართვეს და გაგვიშვეს.”

დაზრალებულების თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის პოლიციაში არაერთი საჩივარი შეიტანეს. ისინი ითხოვენ თანხის მიმთვისებლების დაკავებას და მითვისებული თანხის უკან დაბრუნებას, თუმცა დღემდე რეაგირება არ არის.

ბონდო წიწიკაშვილი: „იმის საშუალებაც კი არა გვაქვს, რომ თბილისში ხშირად ვიაროთ და ჩვენი საქმის ირგვლივ ამბავი შევიტყვოთ. ერთ-ერთმა პოლიციის მუშაკმა - მერაბ ოლქიშვილმა, თავის დროზე, დამაპირისპირა კიდეც თაღლითებთან. გვითხრეს, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდებაო, თუმცა აგერ უკვე 4 წელი გავიდა, მაგრამ არაფერი არ ხდება. დამნაშავეები  იმ წუთშივე გაუშვეს. დღეს კი გვეუბნებიან, რომ მათ ვერ პოულობენ და, შესაბამისად, საქმე წინ ვერ მიდის. ჩვენს პროტესტზე იმის შესახებ, რომ პოლიციაში მიყვანილი ხალხი უკან რატომ გაუშვეს, პოლიციის უფროსმა გვიპასუხა, რომ მათ თაღლითების დაკავების უფლება არ ჰქონდათ. დღეს კი ისინი გაქცეულები არიან და ვერავინ ვერსად პოულობს. უფრო სწორად, პოლიცია მათ არ ეძებს.“

2002 წლის შემდეგ დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციაში ახლ-ახალი უფროსები მივიდნენ. არც ერთმა ხელმძღვანელმა ეს საქმე ბოლომდე არ მიიყვანა. წიწიკაშვილებმა რამდენიმე ხნის წინ გენერალურ პროკურატურას დახმარებისათვის მიმართეს, რათა პირად კონტროლზე აეყვანათ საქმე. მიუხედავად ამისა, დაზარალებულები წინსვლას ვერ ხედავენ. გენერალური პროკურატურიდან საჩივარი ისევ იმ სამმართველოში გადაიგზავნა, ვისაც დაზარალებულები უჩიოდნენ, არაფერს აკეთებენო. საუბარია დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოზე.

გენერალური პროკურატურიდან გადაგზავნილი საჩივარის განხილვა გამომძიებელ გია რეხვიაშვილს დაევალა. გამომძიებელთან დასაკითხად ჩასულ ბონდო წიწიკაშვილს და მის ოჯახის წევრებს პოლიციაში განუცხადეს, რომ თაღლითთა ჯგუფს საქართველო ჰქონდა დატოვებული. შემდეგ პოლიციელებს უთქვიათ, გაიგეთ სად ცხოვრობენ დამნაშავეები და გაგვაგებინეო.

ბონდო წიწიკაშვილი: „წავედი, მოვძებნე მათი საცხოვრებელი სახლი, მაგრამ სახლი ვინც იყიდა, მითხრა, რომ ისინი იქ დიდი ხანია აღარ ცხოვრობენ. საბურთალოზე გადავიდნენ საცხოვრებლადო. მისამართი არ მომცეს. ოფისიც დაკეტილი აქვთ და აღარ ფუნქციონირებს. საბურთალო იმხელა რაიონია, მე სად მოვძებნო. არანაირი დაინტერესება არ არის, რომ ეს საქმე გამოიძიონ და ბოლომდე მიიყვანონ. აშკარაა, რომ თაღლითთა ჯგუფს ვიღაც მფარველობს და ხელს აფარებენ.”

საბა წიწიკაშვილი

ახალი ამბები