კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ღატაკი ოჯახები დახმარების სიიდან გამორჩათ

1 ნოემბერი, 2006

fati.gifაჭარაში, სიღარიბის პროგრამაში ჩართულ ღატაკი ოჯახებიდან ბევრს სახელმწიფოსგან დახმარება ჯერ კიდევ არ აუღია. სოცდახმარების სააგენტოში აცხადებენ, რომ ისინი სიიდან გამორჩათ.

„სოცაგენტმა ქონებაში ძველი რუსული ტელევიზორი და ღუმელიც შეიტანა, მაგრამ ფულადი დახმარება მაინც გვერგო“, _ აღნიშნა ოჯახის დიასახლისმა ფატი ბოლქვაძემ, „დახმარების გაცემა დაიწყო, მაგრამ ჩვენ სიაში არ ავღმოჩნდით. დახმარებაც შესაბამისად არ მომცეს. მხოლოდ მკურნალობის პოლისი გვაქვს ოჯახის ყველა წევრზე. ჩემს შვილს ოპერაცია სჭირდება, ამ პოლისით გაუკეთებენ კი, როცა ეპილეფსიის წამალს ძლივს მაძლევენ. ხალხნო, ჩემნაირს თუ არ ეხმარებიან, აბა ვის აძლევენ ამ დახმარებებს?“ _ კითხულობს ის.

ლუკა 8 წლისაა, ის მეორე ჯგუფის ინვალიდია და თან ეპილეფსითაა დაავადებული. „ეპილეფსიით დაავადებულთა სკოლაში სწავლობს. ამ ასაკისაა, მაგრამ სამი წლის ბავშვის აზროვნების დონე არ აქვს“, _ ამბობს დედა. მისი ინვალიდობის 33 ლარიანი პენსია ოჯახში ძირითადი შემოსავალია და არსებობის ძირითად წყაროს წარმოადგენს. ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, ხის ერთ ოთახიან სახლში მცხოვრებნი იმის შიშით, რომ მთავრობა უკანონოდ ჩადგმულ სახლს „აგვაღებინებენ და ცის ქვეში დავრჩებით...“, თავიანთ გასაჭირზე საუბარს თავდაპირველად თავს არიდებდნენ.

ბოლქვაძეებმა სოცდახმარების სააგენტოს პროგრამის ამოქმედებისთანავე მიმართეს, თუმცა ფულადი დახმარება დღემდე არ მიუღიათ. სოციალური დახმარების სააგენტოში ბოლქვაძეების ოჯახის სიიდან გამორჩენას ასახელებენ: „ქალაქში ათასობით ოჯახის მდგომარეობა შევისწავლეთ. ამიტომ გამორიცხული არაა, სიიდან რამდენიმე რომ გამოგვრჩენილიყო. მათ მდგომარეობას თავიდან შევისწავლით“, _ განაცხადა ნოდარ მაკარაძემ, სოციალური სააგენტოს ქალაქის განყოფილების უფროსმა.

დახმარებას ვერ ღებულობს ვერც ზურაბ დავითაძე. ისიც მეორე ჯგუფის ინვალიდია და მხოლოდ ინვალიდობის პენსია გააჩნია. სოცდახმარების სააგენტომ მას უფასო მედიკამენტებისა და მკურნალობის პოლისი, ასევე შუქის გადასახადში (37 კილოვატი ელექტროენერგია) შეღავათი დაუწესეს. თუმცა, როგორც თვითონ ამბობს, ეს ყველაფერი მხოლოდ ფორმალობაა: „არაფერი მიმიღია უფასოდ, პასუხი ყველგან ერთი აქვთ - სახელმწიფოს შეღავათის თანხები არ ჩაურიცხავს და ვერ გამოგიქვითავთ. დღემდე შუქს რამდენსაც ვხარჯავთ, იმდენივეს ვიხდით და ასეა სამკურნალო პოლისიც. წინა ხელისუფლების დროს ამ ღარიბ ხალხს უფრო გვაქცევდნენ ყურადღებას, ვიდრე ახლა“, - აცხადებს ზურაბ დავითაძე.

ბათუმის მასშტაბით, 7 800-მდე ღარიბი ოჯახიდან სახელმწიფომ მხოლოდ 499 ოჯახი გამოარჩია. მათ შორისაა, ბოლქვაძის და დავითაძის ოჯახიც, რომლებსაც დღემდე არ მიუღიათ და არც უსარგებლიათ დახმარებით.

ფულადი დახმარება, რომელსაც ეს ოჯახები ვერ ღებულობენ 30 ლარია. მას 12 ლარი ემატება ოჯახის თითოეულ წევრზე. შესაბამისად ფატი ბოლქვაძის 4 წევრიან ოჯახს 78 ლარი ეკუთვნით ყოველთვიურად.

ხელახალ შემოწმებასა და შესაბამისი კატეგორის მინიჭებას დაახლოებით სამი თვე სჭირდება.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები