კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადვოკატურის გამოცდების ჩაბარება ფასიანი გახდა

3 ნოემბერი, 2006

kanoneb.gifიმ იურისტებს, რომელთაც ადვოკატობა სურთ, ადვოკატების გამოცდებზე გასასვლელად საჭირო საბუთებს 50 ლარიც უნდა მიაყოლონ. დღემდე ეს პროცედურა უფასო იყო. გამოცდის ჩაბარების შემდეგ კი ადვოკატთა  ასოციაციას ყოველ წელს 200 ლარი უნდა უხადონ. გამოცდების პირველი ეტაპი   მხოლოდ 40%-მა გაიარა, რის გამოც, საადვოკატო მომსახურებაზე ფასები დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. მეორე ეტაპი კი 28 ნოემბერს იმართება. 

როგორც ადვოკატები აცხადებენ, მათთვის არავის განუმარტავს, გამოცდების ჩაბარება ფასიანი რატომ გახდა და ეჭვი აქვთ, რომ ეს ადვოკატთა რიგების გასაცხრილად კეთდება. „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ადვოკატი დავით მანაგაძე ერთ-ერთია, ვინც ადვოკატთა გამოცდებთან დაკავშირებულ პრობლემებზე საუბრობს. მისი თქმით, დღემდე ჩატარებული ყველა მსგავსი გამოცდა თუ ტესტირება უფასო იყო და გაუგებარია, თითქმის ყოველ წელს ახალი ფინანსური ვალდებულებები რატომ მკვიდრდება.

დავით მანაგაძე: „არანაირი განმარტება, ეს თანხა რისთვის უნდა გადავიხადოთ, არ მოუციათ. 50 ლარის გარდა, ასოციაციის წევრი რომ გავხდეთ და ადვოკატის ლიცენზია მივიღოთ, ყოველ წელს 200 ლარი უნდა ვიხადოთ და გამოდის, რომ ადვოკატთა ასოციაციას საადვოკატო საქმიანობაში ერთგვარი მონოპოლიური უფლებები გააჩნია. ნებისმიერ შემთხვევაში, ადვოკატობისთვის აუცილებელ სერთიფიკატს ვერსად მიიღებ, თუ არა ასოციაციაში. შესაძლოა, თანხებს იურისტთა გაფილტვრისთვის აწესებენ. პრობლემები შეექმნებათ იგივე  სტუდენტებსაც, რომლებიც ბედს სცდიდნენ და გამოცდაზე უფასოდ გადიოდნენ, გადასახადის გამო კი თავს შეიკავებენ.“     

პრობლემებზე საუბრობს ერთ-ერთი ცნობილი ადვოკატი ვახტანგ თალაკვაძეც. მისი თქმით: „ადრე გამოცდებს უცხოელები აფინანსებდნენ. დღეს კი როგორც ჩანს, ასოციაცია ამ თანხების გადახდას ვერ ახერხებს და ალბათ ამიტომაც დააწესა 50 ლარიანი გადასახადი. თუმცა, ეს რამდენად კანონიერი და საფუძვლიანია, ეს სხვა საკითხია. ასეთი სახის გამოცდებს ყველა ქვეყანაში სახელმწიფო აფინანსებს, რადგან ეს სახელმწიფოს ინტერესებში შედის.“

თალაკვაძე საკუთარ პოზიციას საადვოკატო საქმიანობის მონოპოლიზებაზეც გამოხატავს და ამბობს, რომ ალტერნატივა აუცილებლად უნდა არსებობდეს: "შეუძლებელია, მხოლოდ და მხოლოდ ერთი ასოციაცია არსებობდეს და ალტერნატიული სამსახური არ იყოს, რომელიც საადვოკატო საქმიანობაზე ლიცენზიებს გასცემს. ყველა განვითარებულ, დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოში ცალკე იურიდიული კომპანიები და კანტორები არსებობენ, რომელთაც ანალოგიური ფუნქციები გააჩნიათ. როგორც ჩანს, ჩვენთან
ეს საკითხი მაინც სახელმწიფოებრივი კონტროლ ქვეშ არის.“     

რაც შეეხება საადვოკატო საქმიანობაზე ფასების ზრდას, ეს პირდაპირ კავშირშია სოციალურად დაუცველ ფენებთან, რადგან მათ ადვოკატის დაქირავების საშუალება ხშირად არა აქვთ.  დავით მანაგაძის ინფორმაციით, ადვოკატის მომსახურების საფასური დაახლოებით 30%-ით გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს, რომ ადვოკატის მხოლოდ ერთ სასამართლო პროცესზე დასწრება დაახლოებით 200 დოლარი ღირს. 

ვახტანგ თალაკვაძე კი ამბობს, რომ ფასების მატება ადვოკატთა რიცხვის შემცირებას პირდაპირ არ უკავშირდება: „ვინც გამოცდა ჩააბარა, ფიქრობს, რომ უფრო კვალიფიციურია და მომსახურების ფასი უნდა გაზარდოს. თუმცა, ადვოკატთა კვალიფიციურობა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე არსებითად არ მოქმედებს. რაც არ უნდა კვალიფიციური იყო, გადაწყვეტილებები მაინც სხვა კუთხით გამოდის. მართალია, თანხების გაზრდა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დააწვა, თუმცა სახელმწიფომ ესეც გაითვალისწინა და ამბობს, რომ ვისაც ადვოკატის აყვანა არ შეუძლია, მათ სახაზინო ადვოკატით უნდა ისარგებლონ. მათ კომპეტენციაზე და ობიექტურობაზე კი ვერაფერს გეტყვით. ყველამ კარგად იცის, სახაზინო ადვოკატებთან დაკავშირებით რაც ხდება.“

რაც შეეხება ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის  - კახა ასლანიშვილის პოზიციას, მას ისეთი ადვოკატების არსებობის რცხვენია, რომლებიც თვლიან, რომ საადვოკატო საქმიანობა მონოპოლიზებული არ უნდა იყოს.

კახა ასლანიშვილი: „რაც შეეხება 50 ლარს, ეს არის ტესტების, საბუთების მომზადების, დარბაზის ქირაობის და დღგ-ის საფასური, რომელსაც ადრე აშშ-ის იურისტთა ასოციაცია აფინანსებდა. თითო ტესტი, რომელსაც გამოცდაზე გასვლის მსურველებს ვურიგებთ 4 დოლარი ჯდება. სულ ასეთი 3 ტომი სჭირდებათ რაც 12 დოლარი გამოდის. რაც შეეხება საადვოკატო საქმიანობის  მონოპოლიზებას, მრცხვენია, ვინც ამაზე პრეტენზიებს გამოხატავს. სწორედაც, ეს საქმე მონოპოლიზებული უნდა იყოს.“

მის პოზიციას პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილიც იზიარებს და ამბობს, რომ ამ საკითხში სახელმწიფო ვერ ჩაერევა: „ჩვენ მივღეთ „ადვოკატთა შესახებ“ კანონი, რომელმაც ადვოკატის პროფესიას და ამ სფეროს აბსოლუტური დამოუკიდებლობა მიანიჭა. ადვოკატთა ასოციაცია  ნებისმიერ გადაწყვეტილებას რომელიც ამ სფეროში მიმდინარეობს, დამოუკიდებლად ღებულობს. სახელმწიფო მათ საქმიანობაში ვერ ჩაერევა.“

რაც შეეხება ფასების ზრდას და მოსახლეობის იმ ნაწილს, ვისაც ადვოკატის დაქირავება არ შეუძლია, ბეჟაშვილის პოზიციით: „ამისთვის უფასო იურიდიული დახმარების პროექტს ვამზადებთ. კანონპროექტს ალბათ საშემოდგომო სესიაზე განვიხილავთ. მის მიხედვით, იმ ადამიანებს, ვისაც ადვოკატის დაქირავების და კვალიფიციური იურიდიული მომსახურების საშუალება არა აქვს, შეუძლია სახელმწიფოს სპეციალურ პროგრამაში ჩაერთოს“.

ეკა გულუა

ახალი ამბები