კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თურქეთში ტრეფიკინგის 208 მსხვერპლიდან 6 ქართველია

7 ნოემბერი, 2006

ruka1.gifბოლო 3 წლის განმავლობაში თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი 666 გოგონა აღმოაჩინეს. ისინი ძირითადად ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან არიან. პირველ სამეულში მოლდაველი, უკრაინელი და რუსი გოგონები შედიან. 2006 წლის მონაცემებით, ქართველები კი მე-7 ადგილზე არიან.

აღნიშნულ პრობლემასთან დაკავშირებით, „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა  თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს არალეგალური მიგრაციისა და ადამიანთა ტრეფიკინგის  განყოფილების პოლიციის ინსპექტორ რამაზან დეისალმა.

ჟურნალისტი:ცნობილია, რომ თურქეთში ადამიანებით ვაჭრობის  გაცხოველებული ყიდვა-გაყიდვა ხდება. კონკრეტული სტატისტიკური მონაცემები როგორია?

რამაზან დეისალი: „აღნიშნული პრობლემა ჩვენთვის საკმაოდ აქტუალურია. ძირითადად კი თურქეთი მიჩნეულია ტრეფიკინგის საბოლოო ბაზრად და არა ტრანზიტად. ეს სერიოზული ორგანიზებული დანაშაულია, რომლის აღსაკვეთად სპეციალური ინსტიტუცია შევქმენით. მას თურქეთის შს მინისტრი ხელმძღვანელობს.

რაც შეეხება სტატისტიკას, 2004 წელს თურქეთში ტრეფიკინგის 235 მსხვერპლი აღმოვაჩინეთ. აქედან 62 მოლდოველი იყო, 61 - რუსეთის მოქალაქე, 26 უკრინელი, 23 - აზერბაიჯანელი, 19 - ყირგიზეთის მოქალაქე, 16 - ქართველი, 11 - რუმინელი, 9 - ყაზახისტანის მოქალაქე, 5 - უზბეკეთიდან და 3 - ბელარუსიიდან.

2005 წელს კი 222 მსხვერპლს დავეხმარეთ. მათ შორის, 69 უკრიანელი იყო, 60 -მოლდოველი, 25 - რუსი, 1 - ყირგიზეთის მოქალაქე, 11 - რუმინეთიდან, 10 - უზბეკი, 8 - ყაზახი, 7 - ქართველი, 6 - ბოლორუსი, 6 - თურქმენეთიდან, 1 - სომხეთიდან, 1 - უგანდადან და 1 - ბულგარეთიდან.

2006 წლის სტატისტიკა კი ასეთია: 29 მსხვერპლი უკრაინელი იყო, 69 მოლდოველი, 38 - რუსეთის მოქალაქე, 24 - ყირგიზეთიდან, 18 აზერბაიჯანიდან, 14 - უზბეკეთიდან, 1 - ყაზახეთიდან, 6 - საქართველოდან, 1 - ბოლორუსიიდან, 4 - თურქმენეთიდან, 1 - სომხეთიდან, 2 - ირანიდან, 2 - ბულგარეთიდან. თურქეთში ძირითადად სამუშაოდ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან (საქართველო, მოლდავეთი, რუმინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი) ჩამოდიან. მათი მიზანი მუშაობაა და არა სხვა რამ.“

ჟურნალისტი:  ის ემიგრანტები, რომლებიც თურქეთში სამუშაოდ ვიზებით ჩამოდიან, რისკ ჯგუფებს მიეკუთვნებიან?

რ.დ. „როგორც გამოცდილება გვაჩვენებს, სექსუალური ტრეფიკინგის მსხვერპლნი ძირითადად ის ადამიანები ხვდებიან, რომლებიც თურექთში არალეგალურად იმყოფებიან და მუშაობენ. მათ ტრეფიკერები პასპორტებს ართმევენ, სექსუალურ ბიზნესში აიძულებენ მუშაობას და აშანტაჟებენ, რომ თუ მათ დავალებებს არ შეასრულებენ, არალეგალობისთვის პოლიცია თავის სამშობლოში დეპორტაციას გაუკეთებს. ამას გარდა, სხვა ხერხებითაც აშანტაჟებენ და იძულებულებს ხდიან, მათ მოთხოვნებს დაემორჩილონ.

ამისთვის თურქეთში ცხელი ხაზი არსებობს, სადაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია უფასოდ დარეკვა. ოპერატორები კი რომლებიც  სხვადასხვა ენაზე საუბრობენ, მათ პოლიციას აკავშირებენ და სათანადოდ ეხმარებიან. ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ მსხვერპლის გადარჩენას.“

ჟურნალისტი:ადამიანების ყიდვა-გაყიდვით დაკავებულები პოტენციურ  მსხვერპლთ რა სამსახურებს სთავაზობენ? 

რ.დ. „გოგონები თურქეთში ლეგალურად ჩამოჰყავთ და მათთვის მისაღებ სამსახურებს სთავაზობენ, საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. საშუალოდ, ეს არის თვეში 500 დოლარი. ეს თანხა საკმაოდ მაღალია როგორც ქართველებისთვის, ისე სხვებისთვისაც. თურქეთში გოგონების
ჩამოყვანის შემდეგ, მათ დაპირებული სამსახურის სანაცვლოდ სასტუმროებსა თუ დახურული ტიპის სახლებში ანაწილებენ.  პასპორტებს ართმევენ და ამ დღიდან მათი გავლენის ქვეშ ექცევიან“.

ჟურნალისტი:თურქეთი ერთ-ერთი ტრასაა საბერძნეთში გოგონების არალეგალურად გადასაყვანად. კიდევ რა მიმართულებებია თქვენთვის ცნობილი?

რ.დ. „ამ ეტაპისთვის ჯერ ზუსტად ვერ დავადგინეთ თურქეთი, როგორც სატრანზიტო საშუალება მსხვერპლთა მესამე ქვეყანაში გადასაყვანად. თუმცა, ზოგადად ვიცით, რომ ასეთი ტრასები არსებობს. ეს შეიძლება  იყოს ზღვა, საიდანაც ადამიანები ბორნების საშუალებით გადაჰყავთ, ასევე ავტოსაბარგულები და ფეხითაც კი. თუმცა, ის  ხალხი, ვინც ამ გზით გადაჰყავთ, თურქეთში ლეგალურად შემოჰყავთ და  აქედანაც მოწესრიგებული საბუთებით გადიან.

ეკა გულუა

ახალი ამბები