22:39, Wednesday, 13.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

გაჩუქება ძალდატანებით

29.11.2006
sanatoriumi.gif აბასთუმნის ყოფილ გამგებელს ანტონ მერაბიშვილსა და ადგილობრივ ბიზნესმენ გენადი ენდელაძეს კერძო მფლობელობაში მქონე სასტუმრო „აბასთუმანი“ და სანატორიუმი „აღობილი“ ჩამოერთვათ. ნაჩუქრობის ხელშეკრულებით, სასტუმრო და სანატორიუმი სახელმწიფოს გადაეცა. ყოფილი მეპატრონეები ამ საკითხზე საუბარს გაურბიან.

ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ადიგენის რაიონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების განყოფილებაში უძრავი ქონების სახელმწიფოსათვის ჩუქების ხელშეკრულება დაიდო. სანოტარო აქტი 2006 წლის 30 ოქტომბერს გაფორმდა. ჩუქების ხელშეკრულებით, სანატორიუმი „აღობილი“ და სასტუმრო „აბასთუმანი“ კერძო მფლობელებმა სახელმწიფოს გადაცეს.

„ჩუქებით სასთუმრო „აბასთუმანი“ და სანატორიუმი „აღობილი“ ანტონ მერაბიშვილმა და გენადი ენდელაძემ სახელმწიფოს აჩუქეს იმ მოტივით, რომ ნორმალური ფუნქციონირება ვერ უზრუნველყავითო“, - გვითხრა ადიგენის რაიონის პრივატიზების განყოფილების უფროსმა ვაჟა მერაბიშვილმა.

საპირისპიროს საუბრობს მხარის პირველი პირი. გოგა ხაჩიძე სასტუმროსა და სანატორიუმის ჩამორთმევაზე აკეთებს აქცენტს.

„ვიცი, რომ ამ ობიექტების შესყიდვაში დარღვევები აღმოაჩინეს. დარღვევებზე კი პასუხი ყველამ უნდა აგოს. ამიტომაც კერძო მფლობელებს სასტუმრო და სანატორიუმი ჩამერთვათ. მიმაჩნია, ამ მხრივ სამართლიანობა აღდგა“, - განაცხადა სამცხე ჯავახეთის გუბერნატორმა.

საკურორტო გაერთიანების ადმინისტრაციული შენობა, რომელიც სასტუმროდ იყო გადაკეთებული, გენადი ენდელაძემ 1999 წლის თებერვალში 4 800 ლარად შეისყიდა. სანატორიუმი „აღობილი“ უძრავი ქონებითა და თავისი მიწის ნაკვეთით, 38 700 აშშ დოლარად შეფასდა.
 
თუ რა მოხდა კურორტ აბასთუმანში სინამდვილეში, ამის გარკვევას ანტონ მერაბიშვილისაგან და გენადი ენდელაძისაგან შევეცადე.  
 
„ამ საკითხზე საუბარი არ მსურს“, - მოკლედ მიპასუხა გენადი ენდელაძემ.

„კომენტარს ვერ გავაკეთებ“, -ასეთი იყო ანტონ მერაბიშვილის პასუხი.

საინტერესოა, რატომ არ საუბრობენ კერძო მფლობელები კეთილ საქმეზე, სახელმწიფოსთვის უშურველად ამხელა ობიექტების გადაცემაზე.

დუმან მფლობელები, თუმცა ამ საკითხზე საუბრობს მოსახლეობა.

„ეს არის რეკეტი სახელმწიფოსა და კანონის სახელით. გენადი ენდელაძე და ანტონ მერაბიშვილი ისე არიან დაშინებულები არაფერსაც არ გეტყვიან. ანტონ მერაბიშვილი თავიდან სანატორიუმის გადაცემაზე სასტიკი წინააღმდეგი ყოფილა. მერე ბორკილები რომ დაადეს და მანქანაში ჩატენეს, სასწრაფოდ შეიცვალა აზრი. ცოლს დაურეკა, რადგან მის სახელზე ჰქონდა სანატორიუმი  გაფორმებული და ნაჩუქრობის აქტი გააფორმეო უთხრა. ყველაფერი კი აგვისტოში ხანძრის დროს დაიწყო. გენადი ენდელაძესა და გოგა ხაჩიძეს შორის შელაპარაკება მოხდა. ამის მომსწრე ათეულობით იქ მდგომი ადამიანი იყო. მაშინ გენადი ენდელძემ მხარის პირველ პირს ასე უთხრა „რას აკეთებ, შენი გაკეთებული არფერი არ დაგვინახავსო“. მისი მხარი დაიჭირა მაშინდელმა გამგებელმა ანტონ მერაბიშვილმა. სწორედ ამ კონფლიქტს შეეწირა ამ პიროვნებების კერძო ბიზნესი“, - განაცხადა პირად საუბარში აბასთუმნის მკვიდრმა, რომელიც ხაჩიძისა და ენდელაძის დაპირისპირებას შეესწრო. ჩვენმა რესპოდენტმა სახელისა და გვარის დასახელებისაგან თავი შეიკავა.
 
„ანტონ მერაბიშვილი და გენადი ენდელაძე რისი გამჩუქებლები იყვნენ?! სახელმწიფომ იძულებული გახადა და ახლა აცხადებენ ჩვენი ნებით გადავეცითო. ეგ კურორტის წურბელები", - გვითხრა ასევე ინკოგნიტოდ დარჩენის მსურველმა აბასთუმნელმა.

კურორტში კიდევ რამდენიმე სასტუმრო და სანატორიუმია კერძო მფლობელობაში. მოკლე ხანში კერძო მესაკუთრეები მათთაც სახელმწიფოს აჩუქებენ.  
 

გულო კოხოძე, აბასთუმანი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC