კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჟურნალისტი საზოგადოებრივი არხის წინააღმდეგ

29 ნოემბერი, 2006

Jurnalisti_marika.gifსამსახურიდან სატელეფონო საუბრით გათავისუფლებული ჟურნალისტი მარიკა პარუნაშვილი საზოგადოებრივ არხს თავისი უფლებების შელახვაში ადანაშულებს.

„მე, ყოველთვის რომ სხვას ვიცავდი და მიმაჩნდა, რომ ეს ჩემი პროფესიის განუყოფელი ნაწილი იყო, აქეთ გავხდი დასაცავი, ჩემი კოლეგების ტყუილის გამო“, - აცხადებს საზოგადოებრივი არხის სამცხე-ჯავახეთის ყოფილი კორესპოდენტი მარიკა პარუნაშვილი.

„საზოგადოებრივ არხზე 2006 წლის ივნისის თვეში მიმიღეს, მაგრამ მუშაობა ფაქტიურად სექტემბრის თვეში დავიწყე. დამიკავშირდნენ და განმიცხადეს, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ბიუროს გახსნა უნდოდათ და არჩევანი ჩემზე შეაჩერეს. მანამდე დაახლოებით ექვსი თვის გამნავლობაში ინტერნიუსის მიერ განხორციელებულ პროექტ „კვირაში“ ვიყავი დასაქმებული, რომელიც საზოგადოებრივ არხზე გადიოდა. ჩემი პროდიუსერები - მაკა ფანქველაშვილი და სოფო კვინტრაძე იყვნენ. სწორედ მათი რეკომენდაციით განიხილა საზოგადოებრივმა არხმა ჩემი კანდიდატურა. პირველი გასაუბრება ივნისის თვეში გავიარე”, - გვიყვება მარიკა პარუნაშვილი.

მან საზოგადოებრივ არხზე სამი თვის განმავლობაში ხელშეკრულებისა და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე იმუშავა.

„საზოგადოებრივ არხზე სამი თვის განმავლობაში ვიმუშავე. დაახლობით ოცი სიუჟეტი მაქვს გაკეთებული. ამ ხნის მანძილზე არხიდან ერთი თეთრიც არ მიმიღია. თავდაპირველად ამიხსნეს, ერთი თვე საცდელი დრო მექნებოდა, ანუ დამაკვირდებოდნენ. ამ ერთ თვეზე არც პრეტენზია მაქვს. მაგრამ ეს საცდელი პერიოდი როცა უსაშველოდ გაიზარდა და სამ თვეს მიღწია კატეგორიულად განვაცხადე უხელფასოდ აღარ ვიმუშავებ, რა მელის პასუხი გამაგებინეთ-მეთქი. საინფორმაციოს უფროსმა ხათუნა კვესელავამ განმიცხადა, თუ პასუხი გაინტერსებთ, თქვენ ამ სამუშაოზე აღარ ხართო. შენი ორი გადმოგორებული მასალა ნუთუ მუშაობა გგონიაო! მომახალა უტიფრად. ძალიან განვიცადე. ფაქტიურად ქუჩაში მომისროლეს”, - ამბობს მარიკა.

ჟურნალისტს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივ არხს მისი სამუშაოზე აყვანა არც უფიქრია. მას უბრალოდ ატყუებდნენ და უხელფასოდ ამუშავებდნენ.

„ხათუნა კვესელავასთან საუბრის შემდეგ, ზუსტად ხუთ წუთში მირეკავენ საზოგადოებრივი არხიდან  და მეუბნებიან რომ ჩემს ადგილზე უკვე სხვა ჟურნალისტია დანიშნული. ანუ ისინი ჩემს შემცვლელს ეძებდნენ, მოძებნეს და დამითხოვეს. რის კოლეგიალობა, რა მადლობა, ასეთ უტიფრობას თუ წავაწყდებოდი ერთ დროს ჩემთვის საყვარელ არხზე, ნამდვილად არ წარმომედგინა“, - აცხადებს მარიკა პარუნაშვილი.

მარიკა პარუნაშვილმა თსუ ახალციხის ფილიალი ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დაამთავრა. სტუდენტობისას აქვეყნებდა სტატიებს უნივერსიტეტის გაზეთში. მუშაობდა ადგილობრივ რეგიონალურ ტელეკომპანია „ლომსიას“ საინფორმაციო სამსახურში ჟურნალისტად. ზემოთხსენებული ტელეკომპანიის დახურვის შემდეგ მუშაობა მეორე ადგილობრივ ტელეკომპანია „მე-9“’ არხზე განაგრძო.

„როცა საზოგადოებრივი არხიდან დამირეკეს, ახალციხეში სამსახურს თავი დავანებე. ახლა კი უმუშევარი დავრჩი. ვაპირებ საზოგადოებრივი არხის დირექტორს შევხვდე. იმ წუთას რომ მეცადა, დარწმუნებული ვარ, საშუალებასაც არ მომცემდნენ. ასე გაჩერებას ნამდვილად არ ვაპირებ. მივმართავ შესაბამის ორგანოებს, მედია საბჭოს, განიხილონ ჩემი პრობლემა. ყველას, ვისაც კი ეხება, პასუხი უნდა აგოს. ჩემი უფლებების შელახვას არავის ვაპატიებ”,- აცხადებს მარიკა პარუნაშვილი. 

კატეგორიულები არიან მარიკას კოლეგა ჟურნალისტებიც.
 
„ჩემი თვალით ვხედავდი, რა თავდაუზოგავად მუშაობდა მარიკა. ერთმა ჟურნალისტმა მოიცვა ექვს რაიონიანი რეგიონი, წარმოიდგინეთ რამხელა შრომასთან არის დაკავშირებული. ყველაფერს, რომ თავი გავანებოთ ჯერ ამ გზებზე სიარული. ერთთვიანი დაკვირვება, დაუშვათ, რომ მისაღებია, მაგრამ თუ არ მოგეწონა ამ ერთი თვის განმავლობაში უთხარი და გაათავისუფლე სამსახურიდან. უპასუხისმგებლოდ მოისროლეს. მე, როგორც ჟურნალისტს ხმამაღლა შემიძლია განვაცხადო, რომ საზოგადოებრივი არხი მატყუარაა და მატყუარა არხი კი, მე არ მჭირდება,“– ამბობს ადგილობრივი ტელეკომპანია „მე-9”არხის ჟურნალისტი ქეთი აფრიამაშვილი. 

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები