კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოსწავლეები საკლასო ოთხებში იყინებიან

30 ნოემბერი, 2006

skola.gifზამთარი კარს მოგვადგა, თუმცა სკოლების გათბობა მაინც ვერ ხერხდება. როგორც მოსწავლეები, ისე მასწავლებლები საკლასო ოთახებში იყინებიან. მშობლები კი პრეტენზიებს სკოლის დირექტორებს უყენებენ და გათბობის ჩართვას სთხოვენ. თბილისის სკოლების უმეტესობა ამ დღეშია. მცირე ნაწილმა კი გათბობის პრობლემა უკვე მოაგვარა.  

მართალია, სკოლებში სარემონტო სამუშაოები და შესაბამისად გათბობის სისტემის დამონტაჟება სექტემბრისთვის უნდა დასრულებულიყო, პირობა ყველა სკოლაში ვერ შესრულდა. ამ ეტაპზე მოსწავლეებს, მასწავლებლებსა თუ მშობლებს  რემონტი ნაკლებად აინტერესებთ და მხოლოდ გათბობის პრობლემის მოგვარებას ითხოვენ.

იმ სკოლებში, სადაც ცენტრალური გათბობა ჯერ კიდევ არ არსებობს, მასწავლებლებმა მარტივი გამოსავალი მონახეს და ელექტრო გამათბობლებით თბებიან. მართალია, ამით სკოლის ბიუჯეტი ზარალდება, რადგან ელექტროენერგიაზე საკმაოდ დიდი გადასახადი ერიცხებათ, მაგრამ სწავლის გასაგრძელებლად მათ სხვა შანსი არ დარჩათ.

ამავდროულად, თბილისში საკმაოდ ბევრი ისეთი სკოლაა, სადაც ვერც ელექტრო ქურებით თბებიან. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მათ ან ელექტროენერგია არა აქვთ, ან გამათბობლებს სადენები ვერ უძლებს და ზიანდება. ის, რომ სკოლების უმეტესობა ელექტროენერგიით გათბობაზე გადავიდა, ამას თავად სკოლის მასწავლებლები, მოსწავლეები და მშობლები ადასტურებენ. 

მაგალითად, ასათიანის ქუჩაზე მდებარე 43-ე სკოლაში გვითხრეს, რომ ელექტროქურების იმედად არიან, რადგან ცენტრალური გათბობის საქვაბეები იქ ჯერ არ დაუმონტაჟებიათ. იგივე სიტუაციაა 45-ე სკოლაშიც. ამ სკოლის ერთ-ერთმა მასწავლებელმა გვითხრა: „ჯერჯერობით ელექტროქურები გვაქვს. გათბობის სისტემა არ დაუმონტაჟებიათ. გვპირდებიან, მალე გავაკეთებთო.
რაც შეეხება ელექტროენერგიის გადასახადს, სკოლის ბიუჯეტიდან ვიხდით.“

საკმაოდ მძიმე ვითარებაა 48-ე სკოლაში, რადგან აქ არც ელექტრო გათბობა აქვთ.
როგორც ამ სკოლის საქმეთა მმართველმა ქეთევან ლელაშვილმა გვითხრა, მშობლების საყვედურებს ვეღარ უმკლავდებიან: „ვაიმე, ვიყინებით. გათბობის არანაირი საშუალება არ გვაქვს. შუქიც არ არის, ფაზაა დაკარგული და ელექტრო გამათბობელს ვერ ვრთავთ. ბავშვები და მშობლები გვიჯანყდებიან და ერთი ამბავია. სამინისტროს მივმართეთ, მაგრამ ჯერ ისევ ასე ვართ. „რადიატორები“ შემოტანილია, მაგრამ ჯერჯერობით გაზი არ შემოუყვანიათ. სამინისტროსგან არანაირი პასუხი არ მიგვიღია. მშობლები ძალიან უმაყოფილონი არიან და ამ ყველაფერს აპროტესტებენ.“ 

რაც შეეხება მოსწავლეების პოზიციას, ისინი ამბობენ, რომ გაყინულ ოთახებში ვერ ძლებენ და ხშირად გაკვეთილების გაცდენა უწევთ. „კლასში ყოველ დღე დაახლოებით 7-8 ბავშვი გვაკლია. ზოგი გაციებულია, ზოგს სიცხე აქვს. იმდენად ყინავს, რომ  მასწავლებლის მოსმენა არ შეგვიძლია. თვითონ მასწავლებლებიც კანკალებენ. მეტი რა გითხრათ. ჩაგვირთონ გათბობა.“       

მშობლები კი პრეტენზიებს როგორც სკოლის დირექციას, ისე განათლების სამინისტროს უყენებენ: „ყველა მშობელი საკუთარი შვილის უსაფრთხოებასა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს და არვის სურს ჯანმრთელი შვილი სკოლიდან გაციებული დბრუნდეს. აბა თუ კითხულობს ვინმე, რამდენი ბავშვი გახდა ავად გაყინულ საკლასო ოთხებში ჯდომის გამო და მშობლები მათი მკურნალობისთვის რამდენ ფულს ხარჯავენ? რომელი საუკუნეა, რომ ისევ გათბობის პრობლემა არსებობს? ტელევიზიით, არჩევნებამდე სკოლის რემონტებთან დაკავშირებით, ისეთი „ფიარი“ გაიკეთეს, მეგონა სკოლაში კი არა სასახლეებში მოუწევდათ ბავშვებს სიარული.“
   
რაც შეეხება განათლების სამინისტროს პოზიციას, სკოლების რემონტისა და გათბობის შესახებ მათი პოზიცია ასეთია: „მეგა პროგრამა „იაკობ გოგებაშვილის“ ფარგლებში, წელს 8 უმსხვილესი ქალაქის 217 სკოლის  ეტაპობრივი და რაიონული ცენტრების 52 სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიგეგმა. წლის ბოლოსათვის 217-ვე სკოლის ეტაპობრივი რეაბილიტაციის სამუშაოები სრულდება, ხოლო რაიონულ ცენტრებსა და დაბებში 52 სკოლის ნაცვლად 70 სკოლის სრული რეაბილიტაცია განხორციელდა. შესაბამისად, წლის დასაწყისში დაგეგმილი 60 მლნ. ლარის მოცულობის სამუშაოების ნაცვლად, შესრულებული სამუშაოების ღირებულებამ 75 მლნ. ლარი შეადგინა.

პროგრამის განხორციელების საწყის ეტაპზე რთული აღმოჩნდა იმის განსაზღვრა, რამდენად შეუშლიდა ხელს გათბობის სისტემების მონტაჟი, ერთის მხრივ, სასწავლო პროცესს და, მეორეს მხრივ, სხვა, გეგმით გათვალისწინებულ სამშენებლო სამუშაოებს. სწორედ ამის გამო მოხდა გათბობის სისტემებისათვის აუცილებელი ქვაბების, სკოლებში სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, შეკვეთა და, შესაბამისად, მოწოდებაც. საქვაბეების მოწოდებაში შექმნილი ხარვეზი იანვრის ბოლოსათვის გამოსწორდება. იგი შეეხო 90 სკოლას იმ 274 სკოლიდან, რომლის გათბობის პროექტები დამტკიცდა, ან უახლოეს მომავალში დამტკიცდება.“

ეკა გულუა

ახალი ამბები