კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას მონებივით ამუშავებენ

4 დეკემბერი, 2006

zitrusi.gifციტრუსის სეზონზე აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეექმნა. გარდა იმისა, რომ ისინი ვალდებულნი არიან აფხაზეთის დეფაქტო ხელისუფლებას ხარკის სახით გარკვეული ოდენობის ციტრუსი ჩააბარონ, მათ კარ-მიდამოში მონებივით, უხელფასოდაც უნდა იმუშაონ.  
მართალია, მსგავსი ინფორმაცია და არაერთი ფაქტი არსებობს, საქართველოს ხელისუფლება, ყველასთვის ცნობილი მიზეზების გამო, ვერაფერს შველის. საერთაშორისო ორგანიზაციები კი მხოლოდ ფაქტის დაფიქსირებით შემოიფარგლებიან. რაც შეეხება მონური შრომის ანუ ტრეფიკინგის აფხაზურ ვარიანტს, ის სეზონის მიხედვით იცვლება. ასე მაგალითად, ციტრუსის სეზონზე გალიდან სოხუმის მიმართულებით იძულებით წაყვანილ ქართულ მოსახლეობას ციტრუსის დასაკრეფად იყენებენ, თხილის სეზონზე კი თხილის შესაგროვებლად.

მსგავსი ისტორიების შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ლეგიტიმური მთავრობის სახალხო დამცველი მურმან ჩხოტუაც ფლობს. შესაბამისად, მათ შესახებ წერილებს გაეროს თბილისისა და აფხაზეთის ოფისებში აგზავნის, თუმცა უშედეგოდ: „აფხაზები გალში მცხოვრები ქართველების სახით უფასო ცოცხალ ძალას თავიანთ ეზოებში სამუშაოდ იყენებენ. ამჟამად ეს ციტრუსის სეზონს ეხება. ქართველები ძირითადად შრომითი ტრეფიკინგის მსხვერპლნი სოხუმში, ოჩამჩირისა და გულირიფშის რაიონებში ხვდებიან.

„მოსახლეობის გვარებს ვერ დავასახელებ, რადგან მათი უსაფრთხოება არანიარად არ არის დაცული. მათ მოსავალს იძულებით აკრეფინებენ. ხალხის გაყვანა კი ჯგუფურად ხდება. მაგალითად, შემოვა ჯგუფი, რომელიც შეკრებს ქართველთა მომუშავე ბრიგადას, წაიყვანს, რამდენიმე დღე ამუშავებს და უკან აბრუნებს. მათ მხოლოდ საჭმელს აჭმევენ. 3-4 დღის შემდეგ, ამ ჯგუფს უკან აბრუნებენ და სხვა, ახალი ჯგუფები მიჰყავთ. არანიარ ანაზღაურებას არ აძლევენ.“

მართალია, აღნიშნული ინფორმაცა გაეროს ოფისისთვისაც ცნობილია, თუმცა, როგორც ჩანს, მათ რეაგირების ძალა არა აქვთ. ამ საკითხზე, გაეროს ოფისში კომენტარებს არ აკეთებენ. მურმან ჩხოტუა კი ამბობს, რომ მათ არაერთი წერილი გაუგზავნა და პირადადაც ესაუბრა: „ეს ინფორმაცია არაერახელ გავუგზავნე გაეროს როგორც თბილისის, ისე სოხუმის ოფისს. ეს იმას მოწმობს, რომ გალის რაიონში აუცილებელია, გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის ოფისის გახსნა. რაც შეეხება ჩემს წერილზე პასუხებს, მწერენ, რომ გაერო ყველა დარღვევაზე რეაგირებას აკეთებს და აფიქსირებს. ბოლო წერილი კი მათ სულ რამდენიმე დღის წინ მივწერე. პასუხი ჯერ არ მიმიღია.“

ის, რომ ქართული მოსახლეობა აფხაზეთში სამუშაოდ გადაჰყავთ, კონფლიქტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმაც დაგვიდასტურა, თუმცა მისი ინფორმაციით, ამ ხალხს გარკვეულ გასამრჯელოს უხდიან. ეს რომ ასე არ არის, თავად გალში მცხოვრები ის ქართველებიც ადასტურებენ, რომლებსაც სოხუმში მონური შრომა მოუწიათ.

ადამიანის უფლებათა ცენტრმა ასეთი ორი ოჯახი იპოვა და, ვინაობის გამჟღავნების გარეშე, ინტერვიუზე დაითანხმა. ისინი დაწვრილებით საუბრობენ იმ სქემაზე, რასაც აფხაზეთში ქართველთა ტრეფიკინგი ჰქვია.

რესპონდენტი გალის ერთ-ერთი რაიონიდან: „ეს ამბავი ჩვენთვის ახალი არ არის. ამას თითქმის შევეგუეთ კიდეც. სხვა გზა არ გვაქვს, თუ არ დავმორჩილდებით და ურჩობას გამოვაცხადებთ, შურს ჩვენს შვილებზე იძიებენ. ეს კი არცერთ ოჯახს არ აწყობს.

ჟურნალისტი:იქნებ დაწვრილებით გვქითხრათ, როგორ მიჰყავთ ხალხი და იქ რა პირობებში მუშაობენ?

რესპონდენტი: სანამ ციტრუსის სეზონი მოახლოვდება, ყველანი იმის მოლოდინში ვართ, აფხაზური პოლიცია კარზე როდის მოგვადგება და იმ სიას გაგვაცნობს, რომელ ოჯახი რომელ დღეს უნდა წაგვიყვანონ სამუშაოდ. პოლიციელები ჩვეულებრივად, მშვიდობიანად მოდიან და ამბობენ, რომ თქვენ ამ დღეს გაემზადეთ, გვეტყვიან საათს და ადგილს, სად უნდა შევიკრიბოთ. დათქმულ დროსა და ადგილას სატვირთო   მანქანა გვხვდება და ამ მანქანით დანარჩენ აფხაზეთში მიჰყავთ ხალხი.

ჟურნალისტი:პირადად სად წაგიყვანეს?

რესპონდენტი: ოჩამჩირეში მომიწია მუშაობა. მათ ჩემი მეუღლის წაყვანა უნდოდათ, რადგან კაცები უფრო მეტს მუშაობენ, მაგრამ ცუდად იყო და მის ნაცვლად მე წავედი. როცა იქ ჩაგვიყვანეს, 4-5 კაციან ჯგუფებად დაგვყვეს და სხვადასხვა პლანტაციებში გაგვანაწილეს. ზოგ ჯგუფის 1 ჰექტარზე გაშენებული ციტრუსი უნდა დაეკრიფა, ზოგს 3-4 ჰექტარი. უკან მაშინ გაბრუნებენ, როცა დავალებას შეასრულებ.

ჟურნალისტი:სახლში მიგიყვანეს თუ პირდაპირ პლანტაციებში?

რესპონდენტი: არა, პირდაპირ პლანტაციებში. სამუშაო იარაღი კი თავად დაგვახვედრეს.

ჟურნალისტი:დასვენების უფლებას გაძლევდნენ, საჭმელს თუ გაჭმევდნენ ან საერთოდ, სად ცხოვრობდით?

რესპონდენტი: დასვენების უფლებას გვაძლევდნენ. იცით როგორ იყო, ვიცოდით, რომ პლანტაციები უნდა დაგვეკრიფა და სწრაფი მუშაობა ჩვენს იტნერესებში შედიოდა. რაც მალე მოვრჩებოდით, უფრო მალე წავიდოდით სახლებში. რაც შეეხება საჭმელს, პლანტაციებთან ახლოს, თითქმის ყველა ოჯახს აქვს პატარა სათავსო. იქ მოჰქონდათ საჭმელები და შეგვეძლო, როცა გვინდოდა მაშინ გვეჭამა. იყო ძეხვი, პური, კონსერვი და წყალი. დაბნელებამდე ვმუშაობდით, შემდეგ კი იმ სათავსოში ვიძინებდით.

ჟურნალისტი:სათავსოში საწოლები იდგა?

რესპონდენტი: კი, როგორ არა. ჩვენებურად მას სათავსოს ვეძახით, ისე პატარა ერთსართულიანი სახლია, რომელსაც სათავსოებად იყენებენ.“

ეკა გულუა

ახალი ამბები