კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გაღატაკებული ხეობელები გუბერნატორს გორში აკითხავენ

4 დეკემბერი, 2006

liaxvi.gifპატარა ლიახვის ხეობის სოფელ ჭარების მაცხოვრებლებმა შიდა ქართლის ადმინისტრაციას გორში დახმარების სათხოვნელად ჩამოაკითხა. როგორც აღმოჩნდა, გორში მათი ჩასვლა წარუმატებელი გამოდგა, რადგან მათ ვერც ერთი ჩინოვნიკი ნახეს, რომლებიც მათ პრობლემებს გაეცნობოდა. ბოლოს ერთმა ღვთისნიერმა კაცმა ურჩია ჟურნალისტები ნახეთ და ისინი გააგებინებენ მთავრობას თქვენს გასაჭირსო.

პატარა ლიახვის ხეობის სოფელი ჭარები ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში, ე.წ. გვერდისძირის მთიან ნაწილში მდებარეობს. აღნიშნული სოფელი ვახუშტის ,,აღწერა სამეფოთა საქართველოში” ლაფაჩად არის წოდებული და რუკაზეც ამავე სახელწოდებით არის დატანებული. შემდგომში სოფელს სახელი კი შეეცვალა, მაგრამ იქ მაცხოვრებლები დღემდე ლაფაჩის გვარს ატარებენ.

დღესდღეობით სოფელ ჭარები მდებარეობს მდინარე ჭარებულის მარჯვენა ნაპირზე – ზემო და ქვემო ჭარებად. სოფელში შემონახულია ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი – XIII – XIV საუკუნეების ღვთისმშობლის დიდი სამნავიანი ბაზილიკა. 1991 წლის ცნობილმა მიწისძვრამ დიდი ზიანი მიაყენა ამ კუთხეს და მათ შორის სოფელ ჭარებს. დაზარალებული მოსახლეობა შველას ითხოვს. სწორედ ვასილი, მანია, ზაური, გოჩა, მარგარიტა, ირმა და ლილი ლაფაჩები გორში დახმარების იმედით ჩამოვიდნენ.

ვასილ ლაფაჩი: „ცოტა ხანს თბილისში ვიცხოვრე და დავუბრუნდი ჩემს მშობლიურ კუთხეს, სადაც დავიბადე და გავიზარდე. მაშინდელმა მიწისძვრამ სახლი და სათავსოები დამიზიანა და ამ ხნის განმავლობაში უყურადღებოდ ვართ მიტოვებულები. მე და ჩემს მეუღლესაც არაფერი გაგვაჩნია, რომ საცხოვრებელი სახლი შევაკეთოთ. ამ 15 წლის განმავლობაში რეგიონის ხელმძღვანელობამ მხოლოდ საბუთები შეაგროვა და სად წაიღეს ის საბუთები არ ვიცით.”

როგორც ირკვევა, რეგიონის ხელმძღვანელობა ჭარების მოსახლეობას დახმარებს დაჰპირდა. შესაბამისად ბანკში ანგარიში გაუხსნეს, სადაც დევნილთა და განსახლების სამინისტროდან თანხები – თითო ოჯახს 5 000 ლარი უნდა ჩარიცხოდათ.

ვასილ ლაფაჩი:  „დაპირება დაპირებად დარჩა და არავის არაფერი ჩაურიცხია. საცხენეთისა და აწრისხევის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხა. ჩვენ კი ისევ ველოდებით ამ თანხებს. ამიტომაც რეგიონის ხელმძღვანელობისგან შველას ვითხოვთ.”

მანია ლაფაჩს მიწისძვრის დროს სახლიც დაენგრა, ბოსელიც და შიგ მყოფი შინაური მსხვილფეხა პირუტყვიც დაეხოცა.

მანია ლაფაჩი: „ჩემი ვაჟიშვილი ოჯახთან ერთად ცხინვალში ცხოვრობდა. არეულობის დროს დატოვა იქაურობა და იმის გამო, რომ მე სახლკარი არა მაქვს ჩემს მძახლებთან გადავიდა საცხოვრებლად ცოლთან და შვილთან ერთად. ჩემი საცხოვრებელი სახლი ერთი ფიცრული ქოხმახია, სადაც ამინდის შესაბამისად – ქარი და წვიმა არ მაკლია.”

ლაფაჩების თქმით, სოფელი მოსახლეობისგან იცლება.
როგორც გავარკვიეთ პრეზიდენტის პროგრამა სიღატაკის ზღვარს მიღმა დარჩენილი ოჯახების დახმარების შესახებ, სოფელ ჭარებამდე არ მისულა. სოფელში მხოლოდ ერთმა მიკროავტობუსმა მიაღწია, რომლით მგზავრობა გორამდე ლარნახევარი ღირს. მანმადე გორში ჩამოსასვლელად ჭარელებს სოფელ ქსუისამდე ფეხით 7 კმ გავლა უწევდათ.

ახალი ამბები