კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თურქეთიდან ქართველების მასობრივი დეპორტირება გრძელდება

21 დეკემბერი, 2006

deportirebulebi.gifბათუმში, თურქეთის საკონსულოსთან, თურქეთიდან დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეების აქციები პერმანენტულად მიმდინარეობს. 19 დეკემბერს, საკონსულოსთან, თურქეთიდან დეპორტირებულები კვლავ შეიკრიბნენ და თურქეთის კონსულთან შეხვედრა დეპორტაციის მიზეზებისა და ვადების დაზუსტების მიზნით მოითხოვეს.

'თურქეთის ჟანდარმერიამ, გაურკვეველი მიზეზით, სტამბულის ქუჩებში, 25 ადამიანი აგვიყვანა და 8 დღის განმავლობაში სტამბულის ციხეში გამოგვკეტა. საბუთები შეგვიმოწმეს, გვითხრეს, ყველაფერი წესრიგში გაქვთო, მაგრამ გათავისუფლების ნაცვლად საზღვრამდე მოგვიყვანეს და პასპორტში დეპორტაცია ჩაგვირტყეს. არ უთქვამთ რა დავაშავეთ და რატომ  ან რამდენი ხნით აგვეკრძალა თურქეთში შესვლა' - ამბობს დეპორტირებული თამაზ კილაძე.

'რუსეთი არ გვიღებს ქართველები ხართო, ახლა თურქეთიდანაც გვაძევებენ, იქნებ ხელისუფლებამ აგვიხსნას  რა ვქნათ?' - ამბობს სასოწარკვეთილი გურამ აბდულიში, რომელიც წლების განმავლობაში თურქეთიდან გადმოტანილი პროდუქციით ვაჭრობს.

დეპორტირებულებმა რამდენჯერმე სცადეს მთავრობასთან დაკავშირება, მაგრამ ერთადერთი სტრუქტურა - საგარეო საქმეთა წარმომადგელობა ბათუში, რომელიც მათ წინაშე იყო ანგარიშვალდებული, 14 დეკემბერს გაუქმდა. ამ საკითხთან დაკავშირებით თურქეთის გენერალური საკონსულო კომენტარს არ აკეთებს. თურქეთის გენერალური საკონსულოს დაცვის თანამშრომლის ინფორმაციით, კონსული ადგილზე არ იმყოფებოდა. თურქეთიდან საქართველოს მოქალაქეთა მასობრივი დეპორტირება ნოემბერში დაიწყო.

15 ნოემბერს საქართველოს 8 მოქალაქე სარფის საბაჟოდან უკან დააბრუნეს. 21 ნოემბერს ხოფა ფაშიდან, მოტივაციის გარეშე 125 ქართველი დააპატიმრეს და საქართვლოში დააბრუნეს. 25 ნოემბერს კი სტამბულიდან 25 ქართველი გამოაძევეს. დეპორტირებულთა ინფორმაციით, ქართველების დაკავება და გათავისუფლება ისე მოხდა, რომ სასამართლო პროცესი არ გამართულა. იურისტის, იაგო ბარამიძის განცხადებით, თუკი  ადამიანებისთვის პატიმრობის შეფარდება სასამართლოს გარეშე მოხდა, მაშინ პატიმრობა უკანონოა: 'საქართველოს კანონმდებლობით, ნებისმიერ პირს პატიმრობა სასამართლო გადაწყვეტილებით ეფარდება. სხვა შემთხვევაში პატიმრობა უკანონოა'.

თურქეთიდან მასობრივ დეპორტირებაზე და საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრებებზე ოფიციალურ კომენტარებს აჭარის მთავრობაში არ აკეთებენ. საქართველოს კონსტიტუციით კი  ხელისუფლება  ვალდებულია საკუთარი მოქალაქეების დაცვა უზრუნველყოს.   
       

ბათუმი, სოფო ჟღენტი

ახალი ამბები