კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გორელი ახალგაზრდა ჟურნალისტები ცხინვალში დააპატიმრეს

23 დეკემბერი, 2006

Tskhinvali.pngრამდენიმე დღის წინ გორის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტები, რომლებიც  ადგილობრივ გაზეთებში ,,ქართლის ხმა” და ,,ხალხის გაზეთში” სტაჟირებას გადიოდნენ ცხინვალის ქუჩებში დააპატიმრეს. რამდენიმესაათიანი ტყვეობის შემდეგ ახალგაზრდა ჟურნალისტები უვნებელი გამოუშვეს, თუმცა ფოტოაპარატის ლენტები წაართვეს.

რეზო ნადირაძე: „ლექცია გვიცდებოდა და იდეა მომივიდა, რაკი ირაკლი ოქრუაშვილი ვერ შევიდა ცხინვალში, მოდით, ჩვენ სტუდენტები,შევიდეთ-მეთქი. ჩემს წინანადებას მხოლოდ ორი სტუდენტი გამოეხმაურა. დანარჩენმა სტუდენტებმა კი უარი გვითხრეს,არაფერი გამოგივათ და ეს ყველაფერი შეიძლება ცუდადაც დასრულდესო.“

13 დეკემბერს ახალგაზრდა ჟურნალისტები რეზო ნადირაძე, რომელიც ,,ხალხის გაზეთში” ფოტოკორესპონდენტად მუშაობს და გაზეთ ,,ქართლის ხმის” კორესპონდენტები – ლანდა ბირთველიშვილი და ნანა გოგიაშვილი ცხინვალში შევიდნენ. როგორც ლანდა ბირთველიშვილი აღნიშნავს, მათი ცხინვალში ფარულად შესვლის მიზეზი იქ არსებული ვითარების გაცნობა და ფირზე ქალაქის იერსსახის დაფიქსირება გახლდათ.

ლანდა ბირთველიშვილი: „გვინდოდა ცხინვალის ქუჩები გადაგვეღო. აგვერჩია საუკეთესო სურათები და შემდეგ გამოფენა სახელწოდებით ,,ომი და მშვიდობა” მოგვეწყო. ცხინვალში მშვიდობიანად შევედით და სურათებიც გადავიღეთ. ბოლო სურათს რომ ვიღებდით, მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირთა მემორიალთან ცხინვალის მილიციის თანამშრომლებმა დაგვაპატიმრეს. ყველანი პოლიციის განყოფილებაში გადაგვიყვანეს.”

ნანა გოგიაშვილი: „მილიციელები რუსულ ენაზე გველაპარაკებოდნენ, თუმცა ქართული ძალიან კარგად იცოდნენ, ერთი ფოტოაპარატი გავტეხეთ და მისი ფირი გადავმალეთ. ორი ფირი წაგვართვეს.”

ლანდა ბირთველიშვილი: „მილიციელებმა გვკითხეს, ჟურნალისტები ხომ არ ხართო. ვუთხარით, რომ გორის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ვიყავით. ნახეს ჩვენი პირადობის და სტუდენტის მოწმობები. ორი საათი განყოფილებაში ვყავდით და მერე გამოგვიშვეს. ერთმა გვითხრა, აქ გადმოსვლა თუ გინდათ ან ჩვენ ან სამშვიდობოებს უნდა შეუთანხმდეთო. სამშვიდობოების ტერიტორიაზე როცა მიგვიყვანეს, საშველად ქართველ სამშვიდობობებთან მივედით, მაგრამ ჩვენები უფრო უხეშად მოგვექცნენ, ვიდრე მათი სამშვიდობები.”

       გორი, საბა წიწიკაშვილი

 

ახალი ამბები