კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

იგოეთის ჰესის მეპატრონეს საწარმოს უყიდიან

23 დეკემბერი, 2006

hesi_1.jpgკასპის რაიონის სოფელ იგოეთის ჰესს აუქციონზე იძულების წესით ჰყიდიან. ამ ფაქტს ჰესის მეპატრონე გელა გურასპაშვილი აპროტესტებს. თუ დათქმულ ვადაში შპს ,,სინათლე” (იგოეთის ჰესი) საგადასახადო ინსპექციის მიერ სახელმწიფოს მიმართ დაკისრებულ დავალიანებას, დაახლოებით 86 000 ლარს არ გადაიხდის, ჰესი აუქციონის წესით გაიყიდება.

საგადასახადო ინსპექციამ ჰესის გაყიდვის უფლება სასამართლოს წესით 6 დეკემბერს უკვე მოიპოვა. ჰესის მფლობელები კასპის სასამართლოს გამოტანილ გატაწყვეტილებას სააპელაციო წესით ასაჩივრებენ. ერთ-ერთ მეწილეს, გელა გურასპაშვილს მიაჩნია, რომ საგადასახდო ინპექციის მიერ დაკისრებული თანხის რაოდენობა არარეალურია.

გურასპაშვილის აზრით, სასამართლომ მოსარჩელის მოთხოვნილებები ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე დააკმაყოფილა. ჰესის მეპატრონეს კი არ მიეცა იმის საშუალება, რათა დაედასტურებინა, რომ სახელმწიფოს ვალი არ აქვთ. გელა გურასპაშვილი იმასაც აღნიშნავს, რომ საგადასახადო ინსპექციას იმის საბუთიც კი არ აქვს, რომ ვალის ოდენობის ჭეშმარიტი რაოდენობა დაადგინოს.

 თავის მხრივ ჰესის მეპატრონე საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლებმა ,,დაგვიანებაში” ამხილეს. ,,ვალი იმ მომენტიდან დავადგინეთ, როდესაც ქონება დაყადაღდა, ანუ 2002 წელს. მას შემდეგ პრეტენზია არავის გამოუთქვამს,” – თავს იმართლებენ საგადასახადო ინპექციის თანამშრომლები.

გელა გურასპაშვილი: „ვალს კონკრეტული მტკიცებულებებით არ გვისაბუთებენ. შპს ,,სინათლის” ქონება ორ მილიონ ლარს აღემატება, საგადასახადოს კი 86 000 ლარის გამო სურს ჩვენი ქონების გაყიდვა. გარდა ამისა, ინფორმაცია ვალის თაობაზე შეტყობინების სახით 2006 წლის 7 მარტს გამოგვიგზავნეს. ჩვენ 9 მარტს საგადასახადო ინსპექციის უფროსს მივწერეთ, რომ ინფორმაცია ვალის თაობაზე კანონმდებლობის შესაბამისად მოეწერათ, რასაც ,,საგადასახადო მოთხოვნა” ჰქვია. თუ მოთხოვნას არ დავეთანხმებოდით, ჩვენ მისი, როგორც ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრების, უფლება გვქონდა.”

მალხაზ ენუქიძე: (მოსამართლე) – „კონკრეტულ შემთხევაში მოსარჩელის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია საზოგადოების ქონების გასხვისება თვალთმაქცური გზით, დასაბუთებულად მიმაჩნია, რაც მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს მოსარჩელეს ანუ საგადასხადო ინსპექციას. ამ ეჭვს ამართლებს ის გარემოებაც, რომ მოპასუხე შპს ,,სინათლის” წარმომადგენლები სარჩელს არ ცნობენ და საერთოდ არ აღიარებენ არავითარ დავალიანებას. თუმცა დავალიანების არქონა სასამართლო განხილვით არ დადასტურდა. აგრეთვე მიმაჩნია, რომ ადვილია ზარალის ზუსტი გამოთვლა, რომელიც მოპასუხეს შეიძლება მიადგეს. ამდენად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება, ჩემის აზრით, დასაშვებია”

გელა გურასპაშვილი მიიჩნევს, რომ მას ხელისუფლება  ოპოზიციური პარტიის წევრობისათვის დევნის: ,,ელექტროენერგიას მოსახლეობას 7 თეთრად ვაძლევ, ენერგოკომპანია კი მას ორმაგად და სამმაგად ყიდის. ჩემი გამარჯვება ადგილობრივი  წარმოების გამარჯვებაა. ეს კი საფრთხეს შეუქმნის უცხოელებზე გაყიდულ იმ ენერგოკომპანიას, რომელიც საკუთარ მოსახლეობას ორმაგად აძლევს დენს.“

       გორი: საბა წიწიკაშვილი

ახალი ამბები