კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შიდა ქართლელები რკინიგზის დეპარტამენტის წინააღმდეგ

25 დეკემბერი, 2006

rkinigza.jpgშიდა ქართლის მოსახლეობა რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებით იმუქრება. ამის შესახებ კასპის და გორის მოსახლეობამ ,,ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო" ცენტრს გუშინ აცნობა.

მოსახლეობა შეშფოთებას გამოთქვამს ელექტრომატარებლების ე.წ. ,,ელექტრიჩკების" მასობრივად გაუქმების თაობაზე. რკინიგზის დეპარტამენტის უფროსის ბრძანების საფუძველზე, გაუქმდა გორი-ნიქოზის, გორი-ბორჯომის და გორი-ხაშურის დღის რეისები. მთელი დღის განმავლობაში შიდა ქართლელებისთვის მხოლოდ ერთი ,,ელექტრიჩკა" მოძრაობს, რომელიც მგზავრთა გადაადგილებისათვის საკმარისი არ არის.

გორის რაიონის სოფლების მოსახლეობამ ჯერ კიდევ ზაფხულში, ელექტრომატარებლების გაუქმების წინააღმდეგ ხელმოწერები შეაგროვა. ხელმოწერები და განცხადება რკინიგზის ხელმძღვანელობას და მხარის ადმინისტრაციას დაეგზავნა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, მხარის გუბერნატორმა მოსახლეობის სახელით საპროტესტო წერილი რკინიგზის დეპარტამენტის უფროსს გაუგზავნა, თუმცა, ფოსტის განყოფილებაში გვითხრეს, რომ რკინიგზის დეპატრტამენტიდან საპასუხო წერილი გუბერნატორს არ მიუღია.

კასპის მაცხოვრებლების განცხადებით, რომელი ,,ელექტრიჩკებიც" დატოვეს, უმრავლესობა სწრაფმავალ რეჟიმზე გადაიყვანეს, და ისინიც მხოლოდ ბოლო პუნქტთან ჩერდება: ,,რად უნდათ ცარიელ მატარებლებს რომ დაარბენინებენ? ხალხი მაინც ვეღარ იყენებს" - კითხულობენ გლეხები.

        გორი: საბა წიწიკაშვილი

ახალი ამბები