კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის პორტიდან 300 თანამშრომელი გაათავისუფლეს

27 დეკემბერი, 2006

porti.gifბათუმის პორტში, ობიექტის გასხვისების შემდეგ, პირველი დიდი ცვლილება განხორციელდა. გასულ კვირას, პორტის 300 თანამშრომელი, ძირითადად, ადმინისტრაციაში მომუშავე პერსონალი, სამსახურიდან დაითხოვეს.

თანამშრომლებს გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ერთი თვით ადრე მიაწოდეს. გათავისუფლების შემდეგ კი, კომპენსაციის სახით 5 თვის ხელფასი გადაუხადეს. 

ქალბატონი მზევინარი იმ 300 თანამშრომლის სიაში მოხვდა, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვეს: „ყველაფერი იურიდიული ნორმების დაცვით მოხდა. ადმინისტრაციამ კომპენსაციაც მოგვცა და სადაზღვევო პოლისიც, სადაო არაფერი გავქვს. სამწუხარო ის არის რომ, უმუშევართა არმიას შევუერთდით. ინვესტიციის განხორციელების დროს, როგორც წესი, ადამიანებს ასაქმებენ, ჩვენთან კი ყველაფერი პირიქით ხდება“.

არაოფიციალური ინფორმაციით, პორტში მომხდარი ცვლილება მასობრივი გათავისუფლების პირველი ეტაპია. სამსახურის დატოვება, სავარაუდოთ, კიდევ 500 თანამშრომელს მოუწევს. გათავისუფლებულთა დიდი ნაწლი ე.წ. დოკერები (ტვირთის გადამზიდი მუშა) იქნებიან. დოკერებს 31 დეკემბერს ხელშეკრულების ვადა ეწურებათ და ბათუმის პორტი მათ სამუშაო ხელშეკრულებას აღარ გაუფორმებს. იმ შემთხვევაში თუ პორტს დოკერები დასჭირდება, გადამზიდავებს მუშის ბირჟიდან აიყვანს.

როდის დაიწყება გათავისუფლების მეორე ეტაპი, ამაზე ბათუმის პორტში არ საუბრობენ. პორტის დირექტორი, ფრიდონ სურმანიძე ამბობს, რომ „აჯობებს ეს კითხვები თავად ინვესტორს, მორგენ ჰანსენს დაუსვათ“. მორგენ ჰანსენს კი ჟურნალისტებთან საუბარი არ სურს.

სამსახურიდან მასობრივი გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია, პორტის თანამშრომლებს პორტის გაყიდვამდე ჰქონდათ. სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის მოლაპარაკებების პარალელურად, ბათუმის პორტის თანამშრომლები, პორფკავშირების ხელმძღვანელობით აქციებს მართავდნენ. მუშები მათი სოციალური გარანტიების სახელმწოფოს ხელშეკრულებაში ჩადებას და არსებული შტატების შენარჩუნებას მოითხოვდნენ.

საბოლოოდ, პორტი ისე გაიყიდა, რომ ხელისუფლებას იან ბონდენ ნილსენისთვის (გრინოუკ ჯგუფის მფლობელი) მუშების მოთხოვნა არ წაუყენებია.

            ბათუმი, სოფო ჟღენტი

ახალი ამბები