წყლის წვეთები დავითვალოთ
04.01.2007
2007 წლის 14 იანვრიდან საქართველოში წყლის ფასი ორმაგდება. თუ ადრე მოსახლეობა ერთ ადამიანზე თვეში 1,20 ლარს იხდიდა, ამიერიდან 2,40 ლარის გადახდა მოუწევს, დაწესებულებას კი 4,40 ლარის. აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საკრებულომ თბილისის მერის - გიგი უგულავას ინიციატივით 29 დეკემბერს მიიღო. მართალია, საკრებულოს ოპოზიციონერი წევრები 29 დეკემბრის სხდომას არ დასწრებიან, თუმცა მათ 3 იანვარს სასამართლოში სარჩელი შეიტანეს. საკრებულოს „ლეიბორისტი“ წევრი გიორგი გუგავა ამტკიცებს, რომ საკრებულოს გადაწყვეტილება წყლის ტარიფის გაორმაგების შესახებ უკანონოა და მის გაუქმებას ითხოვს.
გიორგი გუგავა: „მერის აღნიშნული ინიციატივა მოულოდნელი იყო. კანონით „თბილისის შესახებ“, ნებისმიერი მსგავსი გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე საჯარო განხილვა უნდა მომხდარიყო და ინიციატივა გამოქვეყნებულიყო. გარდა ამისა, კანონმდებლობის მიხედვით, აუცილებელია ექსპერტების დასკვნა, ეკონომიკური დასაბუთება და ასე შემდეგ. სამწუხაროდ, უმრავლესობის 32-ვე დეპუტატმა ამ გადაწყვეტილებას მხარი ისე დაუჭირა, არცერთი საჭირო დოკუმენტი არ მოუკითხავს.“

გუგავას ეჭვი აქვს, რომ ამ ობიექტს გასაყიდად ამზადებენ და ფასის გაორმაგებაც სწორედ ამიტომ მოხდა: „პრაქტიკულად, ინვესტორი მოძებნილი ჰყავთ. მას შემდეგ, რაც ეს ობიექტი გაიყიდება, ტარიფის პერმანენტული ზრდა დაიწყება. რაც შეეხება ინვესტორს, „ჯენერალ დეზო“-სთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. წყალი მსოფლიოში საკმაოდ ძვირადღირებული რესურსია და როგორს ექსპერტები ვარაუდობენ, მალე ნავთობის ფასსაც გადაასწრებს. თუ გავითვალისწინებთ ქართული წყლის თვისებებს და გემოს, შეიძლება ჩვენ თბილისის ზღვისა და მტკვრის წყალი მოგვაწოდონ, ბულაჩაურის წყალი კი ჩამოასხან და გაყიდონ.“
რაც შეეხება „ლეიბორისტების“ სარჩელს, ის ორი ნაწილისგან შედგება. „ერთია ის, რომ ამ გადაწყვეტილების მიღების წესია დარღვეული, მეორე - არ არის კონკრეტული დასაბუთება, რატომ მოხდა წყლის გაძვირება. მოსახლეობის 70% სიღარიბის ზღვარს ქვევით იმყოფება. როცა ენერგომატარებლებზე ტარიფის ზრდა პერმანენტულად მიმდინარეობს და ცხოვრების დონე ყოველ წელს უარესდება, წყლის გაძვირება იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობის საკმაოდ დიდი ნაწილი ამ საჭირო რესურსის გარეშე რჩება. სარჩელის პირველი ნაწილით ბათილად უნდა იქნეს ცნობილი საკრებულოს გადაწყვეტილება. მეორე ნაწილით კი საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე ამ აქტის მოქმედება შეჩერდეს.“
წყლის საფასურის გაორმაგებით უკმაყოფილოა თბილისის მოსახლეობა. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ იანვრის ბოლოდან წყლის მრიცხველების დამონტაჟება მასიურად მოხდება, სერიოზული პრობლემები გაჩნდება. როგორც სოციალურად დაუცველი რიგითი თბილისელები ამბობენ, ისინი იძულებულები გახდებიან, წყალი ისევე დაზოგონ, როგორც ელექტროენერგია. „არსებული ტარიფების გადახდა მიჭირდა და გაორმაგებულს როგორ გადავიხდი ნამდვილად არ ვიცი. წყლის დაზოგვას სიბინძურე, ბაქტერიები, ავადმყოფობა და ათასი უბედურება მოყვება. ამას გვპირდებოდა ჩვენი ხელისუფლება წინასაარჩევნო პერიოდში?“ - ამბობს მოქალაქე ლეილა სურმავა.
შპს „თბილისის წყალი“-ს გენდირექტორი გეგი ქელბაქიანი განცხადებით კი სოციალურად დაუცველები 50%-ანი შეღავათებით ისარგებლებენ: „5 წელია, წყლის ტარიფისთვის არავის გადაუხედავს. ამ დროის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. ამხელა კომპანიას, ქსელს, სათავე ნაგებობებს, სატუმბოებს შენარჩუნება სჭირდება. წყლის გაძვირების ძირითადი მიზეზი ელექტროენერგიაზე ტარიფების ზრდა გახდა, რაც შესაძლებელია კიდევ გაგრძელდეს. თუ 1998 წელს ელექტროენერგიისთვის 8 მილიონი ლარი გვეხარჯებოდა, 2007 წელს სავარაუდოდ ეს თანხა 13 მილიონ ლარამდე გაიზრდება“ - ამბობს ქელბაქიანი.

კითხვაზე, იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიის საფასური კიდევ გაძვირდა ეს წყალზეც ხომ არ აისახება, მისი პასუხი ასეთია: „ერთმანეთზე ვართ მიბმულნი. არ მგონია, 2007 წელს ტარიფის გადახედვა ისევ მოხდეს. თუმცა, ზოგადად გაზრდილი ტარიფი წყლის ღირებულების რეალურ საფასურს არ ასახავს. რაც შეეხება სოციალურად დაუცველ ფენებს, არსებობს მათი მონაცემები და ეს კატეგორია 50%-ან შეღავათს მიიღებს.“
ქელბაქიანი ალოგიკურს უწოდებს „თბილისის წყალი“-ს გაყიდვის ალბათობას.
რაც შეეხება საბიუჯეტო ნაწილს, ახალი ტარიფებით მოსახლეობიდან ამოღებული გადასახადებით, ბიუჯეტის 7 მილიონი ლარით გაზრდას ელიან.
ეკა გულუა
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
GNCC-ის წევრებმა გასულ წელს პრემიის სახით 331 ათასი ლარი მიიღეს
პარლამენტის თავმჯდომარემ დაცვის წევრების ქმედებებზე ისაუბრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?