კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბაგა-ბაღების ყოფნა-არყოფნის საკითხი ახალციხის რაიონში

31 იანვარი, 2007

pupe.gifმეოთხე თვეა ახალციხის რაიონში საბავშვო ბაღები, უხელფასოდ მუშაობენ. ადგილობრივი ხელისუფლება აცხადებს, რომ იურიდიულად არარსებულ ორგანიზაციას ვერ დააფინანსებს. 

თაკო ბერიძე ორი შვილის დედაა. ის უმუშევარია, მეუღლე ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის კომპანიაში მძღოლად მუშაობდა. პროექტის დამთავრების შემდეგ კი ისიც უმუშევარი დარჩა. ოჯახს შემოსავალი არ აქვს, მათი ქალ-ვაჟი საბავშვო ბაღში დადიოდნენ, თუმცა მალე ალბათ ვეღარ ივლიან.

,,გადასახადი უნდა გაიზარდოსო, რადგან სახელმწიფო აღარ გვაფინანსებსო - გვითხრეს ბაღში მისულებს, არადა მიმაჩნია, რომ მოზარდისათვის ბაღი აუცილებელია. რას ვიზამთ არ ვიცით”, - გვეუბნება დაღონებული თაკო.

,,აღმზრდელებს 25 ლარი გვაქვს ხელფასი და ამასაც ვერ ვიღებთ. ამდენი ხანია უხელფასოდ ვმუშაობთ”, - ამბობს პირველი ბაგა-ბაღის აღმზრდელი გულიკო ნადიბაიძე.
 
ამჟამად ახალციხის მუნიციპალიტეტში ცხრა სკოლამდელი დაწესებულებაა. რვა ახალციხეში, ერთი ვალეში. ბაღები ადგილობრივი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად 700 –800 ლარით ფინანსდებოდა. 
 
ახლა კი პრეზიდენტის რწმუნებულის აპარატის იურიდიული სამსახურის უფროსი სერგო ფარეიშვილი აცხადებს, რომ  ბაგა-ბაღი, როგორც სამართალ-სუბიექტი ბუნებაში არ არსებობს. ის არ არის არც განათლების სამინისტროსა და არც ადგილობრივი ხელისუფლების მიერ შექმნილი დაწესებულება. მისივე თქმით, ბაგა-ბაღები იუსტიციის სამინისტროში რეგისტრირებული არ არის და შესაბამისად ბიუჯეტიდან არ უნდა დაფინანსდეს.
 
 ,,იურიდიულად საბავშვო ბაღები ქალაქში არ არის და არც არასდროს ყოფილა. ის დე-ფაქტოდ არსებობდა. აუცილებელი არ არის ბაგა-ბაღი დაფუძნდეს. შესაძლებელია, შეიქმნას ადგილობრივი განათლებისა და კულტურის სამსახური, სადაც ბაგა-ბაღებისა და სხვა ორგანიზაციების თანამშრომლები შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე იმუშავებენ,“ - მიაჩნია ფარეიშვილს.

საბავშვო ბაგა-ბაღების თანამშრომლების ოთხთვიან უხელფასო მუშაობაზე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებიდან არავინ საუბრობს. ხელისუფლება სკოლამდელ დაწესებულებებისათვის გამოსავალს პოულობს. 
,, ბაგა-ბაღების თვითდაფინანსებაზე გადასვლა უნდა მოხდეს. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან შეღავათი ოთხ კატეგორიას გაეწევა – პირველი ჯგუფის ინვალიდების შვილებს, ობლებს, მრავალშვილიან ოჯახებსა და ომის მონაწილეების შვილებს. გადასახადის რაოდენობა კი ბაღის ხელმძღვანელებმა უნდა დააწესონ,“ - აცხადებს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სპორტის, კულტურისა და ძეგლათა დაცვის სამსახურის უფროსი იური ზარიძე.

როგორც საბავშვო ბაღის აღმზრდელები ამბობენ, ბავშვის ნორმალური კვებისათვის დღეში მინიმუმ ლარნახევარია საჭირო, ანუ თვეში დაახლოებით 45 ლარი გამოდის. კვებას დამატებული თანამშრომლების ხელფასები და ასევე კომუნალური გადასახადებიც. ყოველივე ამის გათვალისწინებით მშობელს საკმაოდ მაღალი თანხის, დაახლოებით 60 -  70 ლარის,  გადახდა მოუწევთ. მშობლებისათვის, რომელთა უმეტესი ნაწილი უმუშევარია, ან დასაქმებულთათვის, რომელთა ხელფასი 100 და 120 ლარს არ აღემატება, 60 –70 ლარის საბავშვო ბაღში გადასახადის გადახდას ვერანაირად შეძლებს.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები