კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პორნოგრაფია აღარ იზღუდება

6 თებერვალი, 2007

parlamenti.gifარასამთავრობო ორგანიზაცია „მშობელთა გაერთიანება“ საქართველოს კანონმდებლობიდან იმ თავის ამოღებას აპროტესტებს, რომელიც არასრულწლოვნებს მავნე ზეგავლენისგან იცავდა. კონკრეტულად კი პარლამენტის 2006 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით, კანონში „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ ცვლილებები შევიდა, რის  შედეგედაც ტელევიზიებზე ყოველგვარი აკრძალვები გაუქმდა.      

როგორც „მშობელთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი გიორგი ყიფიანი „ადამიანის უფლებათა ცენტრთან საუბარში“ აცხადებს, აღნიშნული ცვლილებები პარლამეტმა დაჩქარებული წესით მიიღო და ბევრი დეპუტატი ვერც მიხვდა, რას დაუჭირა მხარი. 

გიორგი ყიფიანი: „არასრულწლოვანთა მავნე ზემოქმედებისაგან დაცვის“ შესახებ კანონი არსებობდა. მის მიხედვით, ტელევიზიაში, კინოთეატრებსა და ასევე ბეჭდვითი პროდუქციაში, ის  მასალა, რომელიც ძალადობას, ნარკოტიკების მოხმარებასა და სექსუალური ურთიერთობის დეტალებს შეიცავდა, გარკვეულ საათებში იზღუდებოდა. ამ თავის ამოღების შედეგად კი ისე მოხდა, რომ ტელევიზით ნებისმიერ დროს შეგიძლია ნახო ფილმები, სადაც ნარკოტიკების მოხმარება, ძალადობა და პორნოგრაფია არანაირად არ იზღუდება. საერთოდ მსოფლიოში აღიარებულია, რომ ამ ტიპის მასალა არ უნდა გადიოდეს დღის საათებში, რაგდან მას ბავშვებიც უყურებენ და შესაბამისად, ცუდ ზემოქმედებას ახდენენ მათზე. ამ ცვლილებით კი ტელევიზიას ნებისმიერი კადრის ჩვენება შეუძლია. ასევე თავისუფლად იყიდება პორნოგრაფიული ლიტერატურა.   საზოგადოებამ ტელევიზიას პროტესტითაც რომ მიმართოს, მას ამ საქმის გასაჩივრება არ შეუძლია.“

როგორც რესპონდენტი ამბობს, მან ორგანიზაციის სახელით პარლამენტს უკვე მიმართა და აღნიშნული საკითხის საკომიტეტო განხილვასაც დაეწრო, თუმცა უშედეგოდ:

 „ის თავი ისე ამოიღეს, თავად პარლამენტარებმაც არ იციან, რას მისცეს ხმა. ეს არის სერიოზელი დარღვევა და ადამიანის უფლებათა ყველა დეკლარაციას ეწინააღმდეგება. პარლამენტის პირველ მოსმენაზე მცირე ცვლილებები წარმოადგინეს, მეორეზეც ძალიან უმნიშვნელო ცვლილებები და მესამე მოსმენაზე კი თავი მთლიანად ისე ამოიღეს, ბევრს ის არც წაუკითხაცს და ეგონა, ისევ პირველი და მეორე მოსმენით მიღებულ ცვლილებებს უჭერდნენ მხარს“.
  
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ აღნიშნული დეტალების გასარკვევად დეპუტატებს დაუკავშირდა. როგორც აღმოჩნდა, ბევრმა მართლაც არ იცის რომ კანონიდან მესამე თავი მთლიანად ამოღებულია.

მანანა ნაჭყებია, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი: „როგორც მახსოვს, ამ საკითხზე ორი კანონი ერთმანეთთან იყო გადაბმული. ერთი იყო „მაუწყებელთა შესახებ კანონი“ და მეორე „მავნე ზეგავლენისაგან არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“. თავის დროზე, ამ ბოლო კანონის მიღება  ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის ინიციატივით მოხდა. სწორედ ის არეგულირებდა, რომ გარკვეულ საათებში, როცა ბავშვებისთვის ტელევიზორის ყურება ხელმისაწვდომი იყო,
ძალადობის, გაშიშვლებული სხეულის, სექსუალური კადრებისა და ასე შემდეგ, ჩვენება არ მომხდარიყო. როგორც ვიცი, ეს თავი კი არ გაუქმებულა, ის ორგანო გაუქმდა, რომელიც განსაზღვრავდა რომელიდან რომელ ასაკამდე შეიძლება ამა თუ იმ ფილმის ჩვენება. ჩემი აზრით, მსგავსი შეზღუდვები აუცილებელია“.       

აღნიშნული საკითხი სხდომაზე განხილვამდე პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა შეისწავლა. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე ნოდარ გრიგალაშვილი ამბობს, მას კანონიდან მსგავსი თავის ამოღება ნამდვილად არ ახსოვს: „არაფერი არ განმიხილავს და არაფერი არ ამომიღია. ჩვენ ეს კანონი შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მივიღეთ და პირადად მე არანაირი შესწორებები არ შემიტანია. შეიძლება მე გამომეპარა ან სხვა კამიტეტმა განიხილა. ისე, ჩემი აზრით, მსგავსი აკრძალვა კანონში უნდა იყოს და არის კიდეც“.

რაც შეეხება რეალობას, კანონის მესამე თავი, რომელიც არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი ფილმების ჩვენებისა და ნაბეჭდი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვას ეხებოდა, არ არსებობს. ამ კანონის მე-5 მუხლი კი ასეთი იყო: 1. შეზღუდულია არასრულწლოვანთათვის ისეთი ფილმების ჩვენება, რომლებიც მავნე ზეგავლენას ახდენენ მათ ჯანმრთელობაზე, გონებრივ და სულიერ განვითარებაზე. 2. არასრულწლოვნებზე მავნე ზეგავლენის მომხდენად შეიძლება ჩაითვალოს ფილმი, თუ ის შეიცავს სექსუალური ურთიერთობის, ძალადობის, ნარკოტიკების დამზადებისა და უკანონო მოხმარების ამსახველ სცენებს“. მე-11 მუხლით კი: „აკრძალულია არასრულწლოვანთათვის ისეთი ჟურნალ-გაზეთებისა და მსგავსი სახის ნაბეჭდი პროდუქციის მიყიდვა და სარეალიზაციოდ გადაცემა, რომელიც შეიცავს მათზე მავნე ზეგავლენის მომხდენი სექსუალური ურთიერთობის ამსახველ მასალას.“        
 
საზოგადოებრივი აზრი, რომ პარლამენტში კანონებს ისე ღებულობენ, რომ არც კითხულობენ, ამ შემთხვევის კლასიკური მაგალითია. სამწუხაროდ. ეს არ არის ერთადერთი და გამონაკლისი შემთხვევა, როცა პარლამენტის წევრებმა მათ მიერ მიღებული კანონების შესახებ არაფერი იციან.    
  

ეკა გულუა

ახალი ამბები