10:47, Tuesday, 21.05.2013
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

,,ნეტას” კიდობანი

07.02.2007
bavshebi.gifოჯახი შვიდნი არიან. დედა. მამა და ხუთი შვილი. ტყუპებს ხატიას და ბექას ცერებლარული დამბლა აქვთ. სახელმწიფო ინვალიდებს დახმარების სახით მხოლოდ ორმოც ლარს უხდის.

ადიგენის რაიონის სოფელ ხევაშენში მცხოვრები ხუთი შვილის მამა რევაზ გორგოძე ადრე მილიციაში მუშაობდა, ნორმალური ანაზღაურებაც ჰქონდა და ცოლ-შვილსაც არჩენდა.  ტყუპი ქალ-ვაჟის გაჩენას ოჯახი დიდი სიხარულით შეხვდა, თუმცა სიხარული მალე ტკივილმა შეცვალა. პატარებს ექიმებმა ცერებლარული დამბლის დიაგნოზი დაუსვევს. ,,გაჭირვებულ კაცს ქვა აღმართში დაეწიაო” და ოჯახის მარჩენალმა სამსახურიც დაკარგა.

,,კარგა ხანია აღარ ვმუშაობ. ხანდახან ისიც კი მიკვირს, როგორ ვარსებობთ,“ - ამბობს რევაზ გორგოძე.

ხატია და ბექა ახლა თერთმეტი წლისები არიან. მშობლებს მათი ხელით ტარება უწევთ.

,,ხატია 23 კილოა, ბექა - 22, მიჭირს ხელით ვატარო, მაგრამ რა ვქნა? ეტლში წონასწორობას ვერ იცავენ. ცოცავენ და მეშინია არ გადმოვარდნენ,“ - ამბობს დედა, ნატო გორგოძე.

,,ბექა რამდენიმე დღეა ფერმკთალია, ვხვდები, რომ გემოგლობინი აქვს დაბალი, მაგრამ საშუალება არ არის და ექიმთან ვერ მიმყავს”, - დარდობს დედა.

ოჯახს პატარები თბილისში ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრში დაყავდა, თუმცა უკვე სამი წელია ისინი თბილისში ჩასვლას უსახსრობის გამო ვეღარ ახერხებენ.

,,ბავშვები ექიმთან თითქმის ყოველ თვე უნდა ჩავიყვანოთ, რადგან ყოველთვიურ შემოწმებას საჭიროებენ. ყოველთვიურ გამოკვლევას ვინღა დაეძებს, ნეტავ . . .”, - აღარ ამთავრებს სათქმელს ნატო.

,,ნეტავ” - კი უამრავ რამეს უკავშირდება, პირველ რიგში კი წამლებს.  

წამალი ,,დეპარკინი” ხატიასთვის აუცილებელია და 17 ლარი ღირს. ბავშვს წამალი მხოლოდ ორი კვირის განმავლობაში ჰყოფნის. ანუ ოჯახს მარტო ამ წამლის შეძენა ბავშვისთვის თვეში 34 ლარი უჯდება. სახელმწიფოსგან კი  ბავშვები პენსიის სახით მხოლოდ 40 ლარს ღებულობენ.
,,ბექას წლინახევრის შემდეგ კრუნჩხვები აღარ აქვს, ხატიას კი თითქმის ყოველ ორ დღეში უვლის. ამისთვის ,,დეპარკინს” ვასმევ. ახლა ამასაც ვეღარ ვყიდულობ”, - წუხს ნატო.

გორგოძეების ოჯახის მესამე შვილი ოთიკო 17 წლისაა, ტყეში მუშაობს, შეშას ამზადებს და სხვისი ხარებით სოფელში ჩამოაქვს. ჯერ ოჯახისათვის, შემდეგ ხარების პატრონისათვის. ,,ეგ, რომ არ მყავდეს რა მეშველებოდა”, - ამბობს დედა.

შვიდსულიანი ოჯახი არსებობისთვის იბრძვის. ოჯახის უფროსი ქალიშვილი 19 წლის ნათია, სიმძიმის წევისაგან მხრებშია მოხრილი. ხატია მას არ სცილდება, ლექსებსაც დამარცვლით უყვება. ტყუპისცალისგან განსხვავებით ხატია სხვადასხვა სიტყვებს გამოთქვამს. ბექა კი საერთოდ ვერ მეტყველებს.

,,ნეტას” არსებობას გორგოძეების ოჯახიდან გამოსულებიც ვერ გავექეცით. ,,ნეტა ეგ ბავშვები გამოჯანმრთელდნენ და”, ,,ნეტა სახელმწიფო დაეხმარებოდეს ამ ოჯახს”, ,,ნეტა” ვინმე დაინტერესდებოდეს მათი ბედით”, - ამბობს და წუხს სოფელი.

ბექა და ხატია მამის მიერ მოყოლილ ზღაპრებს დიდი გულისყურით უსმენენ. ზღაპარი მალე მთავრდება, მამა ბავშვებს ფეხებს უსწორებს, კედლისკენ სწევს და გვერდით უწვება. პატარებმა ,,ნეტას” კიდობანზე არაფერი იციან, თუმცა მორბენალი თანატოლების დანახვისას იქნებ ოცნებობენ - ნეტავ ჩვენც დავრბოდეთ.

გულო კოხოძე, ადიგენი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები


ბლოგი

ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
2005 წელს ამერიკელმა მკვლევარებმა დაადგინეს, რომ სატელევიზიო პოლიტიკურ რეკლამებს ამომრჩევლის ნების ფორმირებაზე მხოლოდ ხანმოკლე (ასე - ორკვირიანი), ზეგავლენის მოხდენა შეუძლია.
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
არქივი

რედაქტორის აზრი

ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ადამიანის უფლებათა ცენტრი იწყებს ახალი პროექტის განხორციელებას, რომლის ფარგლებშიც, ცენტრის იურისტები და ჟურნალისტები ყოფილი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს მონიტორინგს გაუწევენ. 
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
არქივი
    
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?
უნდა გაეთავისუფლებინათ არ უნდა გაეთავისუფლებინათ მხოლოდ ნაწილი უნდა გაეთავისუფლებინათ მიჭირს პასუხის გაცემა


თემები

კატეგორიები
Copyright © 2004 - 2013 HRIDC