კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მონების ყიდვა-გაყიდვა საუკუნის პრობლემად რჩება(ნაწილი II)

9 თებერვალი, 2007

HULSTI.gifმარკ ჰულსტი: „2006 წელი ტრეფიკინგის თვალსაზრისით სამთავრობო ღონისძიებებისთვის მნიშვნელოვანი წელი იყო.  მიღებულია კანონი, რომელიც საკმაოდ ნორმალური კანონია იმის საფუძველზე, რაც ამ პრობლემის მიმართ ხდება. ამ კანონით ბევრი სიკეთის მიღება შეიძლება. მაგალითად, ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლთა იდენტიფიკაცია და მათ მსხვერპლის სტატუსი ენიჭებათ.ეს კი საშუალებას იძლევა, მსხვერპლი  თავშესაფარში მოთავსდეს და იურიდუილი, ფსიქოლიგიური, სამედიცინო თუ სხვა სახის დახმარება მიიღოს.“

რაც შეეხება იმ პუნქტებს, რაც ვერ შესრულდა, ესენია: 1) მიგრანტთა მიმღებ ქვეყნებთან ორმხრივი ხელშეკრულებების შემუშავება ამ ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალურად დასაქმებისა და შრომითი კვოტების გამოყოფის მიზნით; 2) წინადადებების შემუშავება ყველა შრომითი მიგრანტის და მათი ოჯახების წევრთა უფლებათა დასაცავად გაეროს კონვენციასთან მიერთების შესახებ; 2) სასკოლო პროგრამებში ტრეფიკინგთან დაკავშირებული საკითხების ინტეგტრირება, სასწავლო პროგრამებში შეტანა, პედაგოგების მომზადება და სხვა.

 როგორც მარკ ჰულსტი ამბობს, აღნიშნული პუნქტები არარეალიზებადი აღმოჩნდა:
„ეს ვერ გაკეთა. ალბათ იმიტომ, რომ,  ნაკლებად რეალისტური იყო. შესაბამისად ის არც ახალ სამოქმედო გეგმაში ჩაიდო. შრომის კვოტებს რაც შეეხება, ესეც ძალიან ამბიციური აღმოჩნდა და ამისთვის ჯერ მთავრობა მზად არ იყო. იქ არაერთი ისეთი პუნქი, იყო,  რაც არარეალიზებადი და არაგანხორციელებადი აღმოჩნდა. ისე, საბოლოო ჯამში, პროგრამის ნახევრზე მეტი შესრულდა, თუმცა გასარკვევია, რა ხარისხით. ტენდენცია ამ მიმართულებით დადებითია და პროგრესი აშკარაა.“

აღნიშნულ პოზიციას ხუციშვილიც ეთანხმება და ამბობს, რომ აღნიშნული პუნქტების  შეუსრულებლობის რამდენიმე მიზეზი არსებობს. მისი თქმით: „როცა  სამოქმედო გეგმა შეიქმნა, შესაძლოა კონკრეტული მიზნები სწორად არ იყო გათვლილი, რისი მიღწევაც შეიძლებოდა. ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ აღწევს რაღაც პროგრესს. ჯერ უნდა გადადგა ერთი ნაბიჯი, რომ მას შემდგომი ნაბიჯი მოჰყვეს. არ შეიძლება, მესამე ნაბიჯი პირველის გარეშე გადადგა. იმის გათვალისწინებით, რომელი ღონისძიებებიც შესასრულებული იყო, სრულად არის შესრულებული. მაგალითად, როცა ვსაუბრობთ რომელიმე ქვეყანაში მიგრანტის სამუშაო კვოტაზე,  იქ ძალიან ბევრი რამ არის მანამდე გასათვალისწინებელი. არ შეიძლება, ბრიტანეთს პირდაპირ მოსთხოვო შენი მოქალაქის დასაქმება. ამას შეიძლება ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიაღწიო,  ამას დრო სჭირდება.“

რაც შეეხება სამოქმედი გეგმის მთავარ მიღწევას, რესპონდენტის თქმით, ეს არის ის კანონი, რომელმაც თავი მოუყარა ყველა იმ ღონისძიებას, რომელიც ქვეყანამ უნდა გაატაროს ტრეფიკინგთან ბრძოლისთვის: „ეს არის სრული პაკეტი იმისთვის, რომ ქვეყანამ სრულყოფილად უზრუნველყოს ამ საკითხის გადაჭრა. შეიქმნა სპეციალური ფონდი, მოხდა კანონით გათვალისწინებული მექანიზმების ამოქმედება, ამოქმედდა მსხვერპლთა დაცვის მექანიზმები, კომპენსაციის გაცემის წესი, ხდება მსხვერპლის სტატუსის მინიჭებას. ქვეყანამ ეს მექანიზმები უკვე გამოიყენა.“

რაც შეეხება კონკრეტულ ამბავს, თუ რა შემთხვევაში გამოიყენა ეს მექანიზმები ქვეყანამ, ის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქეს ეხება, რომელიც საქართველოს გავლით დუბაიში ჩაიყვანეს და ტრეფიკინგის მსხვერპლი სწორედ იქ გახდა. რადგან მას ქართული პასპორტი ჰქონდა, დეპორტაციით საქართველოში დააბრუნეს. მართალია, მსხვერპლი სასამართლოს საქმის გაჭიანურებაში ადანაშაულებდა და სამშობლოში დაბრუნებას ითხოვდა, თუმცა ამ პროცესს დაახლოებით 7 თვე დასჭირდა. საბოლოო ჯამში ის უსაფრთხოდ დაბრუნდა თავის სამშობლოში.

მართალია, მსხვერპლი საკუთარ ქვეყანაშია, თუმცა, როგორც ქეთი ხუციშვილი ამბობს, ამ ადამიანის სამოქალაქო დავის წარმოება სახელმწიფოს ხარჯზე განხორციელდება და ტრეფიკერის წინააღმდეგ ქართველი ადვოკატი იდავებს.
საქმე ეხება მსხვერპლის მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. რაც შეეხება ტრეფიკერ მარინა ოგანესიანს, რომელიც ტრეფიკინგის ბრალდებით ადრეც იყო  დაკავებული, თუმცა გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს, ამჯერად  თერთმეტწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. 
      
-------------------------
ტრეფიკინგი თურქეთში
-------------------------

საქართველოსთვის ტრეფიკინგის ერთ-ერთ საფრთხეს თურქეთი წარმოადგენს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ თურქეთი საქართველოს მოსაზღვრე ქვეყანაა და საქართველოს მოქალაქეებს იქ მოხვედრა უვიზოდ შეუძლიათ.  სწორედ ამიტომ, შედარებით ყველაზე მეტი მსხვერპლი სწორედ თურქეთს უკავშირდება. ასევე ქართველებისა და ზოგადად კავკასიელების ტრეფიკინგი უკავშირდება როგორც გაერთიანებულ ემირატებს ასევე საბერძნეთს. გარდა დანიშნულების ქვეყნისა, თურქეთი ასევე ცნობილია როგორც ტრანზიტი ქვეყანა, საიდანაც „მონები“ სხვადასხვა მიმართულებით გაჰყავთ.    
 
„ჩვენთვის თურქეთი და ემირატები ისევ აქტუალური ქვეყანაა. თუმცა, სამწუხაროდ, იქიდან ბევრი ფაქტი არ მოდის, არადა, იქ ტრეფიკინგი ნამდვილად ხდება. 2006 წელს საკმაოდ ბევრი ფაქტი დაფიქსირდა და გამოძიებაც დაიწყო, მათ შორის შიდა ტრეფიკინგის შემთხვევებიც“ - ამბობს ჰულსტი. 

მარინა მესხის ინფორმაციით კი: „ვერ ვიტყვი, რომ მთავარი პრობლემა თურქეთიდან მოდის. არის სხვადასხვა ქვეყნები. რისკი ყველა მიმართულებით არსებობს, თუმცა ამ სიტუაციაში მსხვერპლთა ყველაზე დიდი რაოდენობა თურქეთიდანაა“.

თურქეთსა და ემირატებზე საუბრობს გენპროკურატურის წარმომადგენელი ხუციშვილიც:  „საბერძნეთზე მყარი ინფორმაცია არ მაქვს და ვერ დავადასტურებ, ისე, სავარაუდოდ, არის. ემირატები და თურქეთი კი ჩვენთვის დანიშნულების ქვეყანაა, სადაც ადამიანები მიჰყავთ. საქართველო ძირითადად მიმწოდებელი და ტრანზიტი ქვეყანაა. ესეც ჩვენი გეოპოლიტიკური მდგომარეობითაა გამოწვეული - თურქეთთან ახლოს ვართ, მეორე  მიზეზი კი ადამიანთა მატერიალური მდგომარეობა“.

გაგრძელებაhttp://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=588

ეკა გულუა

ახალი ამბები