კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მონების ყიდვა-გაყიდვა საუკუნის პრობლემად რჩება(ნაწილი III)

12 თებერვალი, 2007

treff.gifბოლო 3 წლის განმავლობაში თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი 666 გოგონა აღმოაჩინეს. ისინი ძირითადად ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან იყვნენ. პირველ სამეულში მოლდაველი, უკრაინელი და რუსი გოგონები შედიან. ქართველები კი მე-6 ადგილზე არიან. 3 წლის განმავლობაში კი მათი რაოდენობა 29-მდე ავიდა.

თურქეთის შინაგან საქმეთა  სამინისტროს არალეგალური მიგრაციისა და ადამიანთა ტრეფიკინგის  განყოფილების პოლიციის ინსპექტორ რამაზან დეისალის ინფორმაციით:  2004 წელს თურქეთში ტრეფიკინგის 235 მსხვერპლი აღმოვაჩინეთ. აქედან 62 მოლდოველი იყო, 61 - რუსეთის მოქალაქე, 26 უკრინელი, 23 აზერბაიჯანელი, 19 - ყირგიზეთის მოქალაქე, 16 ქართველი, 11 რუმინელი, 9 ყაზახისტანის მოქალაქე, 5 უზბეკისტანიდან და 3 ბელარუსიიდან.

2005 წელს კი 222 მსხვერპლს დავეხმარეთ. მათ შორის 69 უკრიანელი იყო, 60 მოლდოველი, 25 რუსი, 1, ყირგიზეთის მოქალაქე, 11 რუმინეთიდან, 10 უზბეკი, 8 ყაზახი, 7 ქართველი, 6 ბოლორუსი, 6 თურქმენეთიდან, 1 სომხეთიდან, 1 უგანდადა ნ, 1 ბულგარეთიდან.

2006 წლის სტატისტიკა კი ასეთია:  29 მსხვერპლი უკრაინელი იყო, 69 მოლდოველი, 38 რუსეთის მოქალაქე, 24 ყირგიზეთიდან, 18 აზერბაიჯანიდან, 14 უზბეკეთიდან, 1 ყაზახეთიდან, 6 საქართველოდან, 1 ბოლორუსიიდან, 4 თურქმენეთიდან, 1 სომხეთიდან, 2 ირანიდან, 2 ბულგარეთიდან.“
 
რესპონდენტის თქმით, თურქეთში ძირითადად სამუშაოდ ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან (საქართველო, მოლდავეთი, რუმინეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, რუსეთი) ჩადიან. მათი მიზანი მუშაობაა და არა სხვა რამ.

„ტრეფიკინგის მსხვერპლნი ძირითადად ის ადამიანები ხდებიან, რომლებიც თურქეთში არალეგალურად იმყოფებიან და მუშაობენ. მათ ტრეფიკერები პასპორტებს ართმევენ, სექსუალურ ბიზნესში მუშაობას აიძულებენ და აშანტაჟებენ, რომ თუ მათ დავალებებს არ შეასრულებენ, არალეგალობისთვის პოლიცია თავის სამშობლოში დეპორტაციას გაუკეთებს. ამას გარდა სხვა ხერხებითაც აშანტაჟებენ და იძულებულებს ხდიან, მათ მოთხოვნებს დაემორჩილონ. ამ ეტაპისთვის ჯერ ზუსტად ვერ დავადგინეთ თურქეთი - როგორც სატრანზიტო საშუალება (მსხვერპლთა მესამე ქვეყანაში გადასაყვანად). თუმცა ზოგადად ვიცით, რომ ასეთი ტრასები არსებობს. ეს შეიძლება  იყოს ზღვა, საიდანაც ადამიანები ბორნების საშუალებით  გადაჰყავთ, ასევე ავტოსაბარგულები და ფეხითაც კი. თუმცა, ის  ხალხი, ვინც ამ გზით გადაჰყავთ, თურქეში ლეგალურად შემოჰყავთ და  აქედანაც მოწესრიგებული საბუთებით გაჰყავთ“ - ამბობს დეისალი.

შარშან მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის თურქეთის ოფისმა თურქეთში ტრეფიკინგის შესახებ საკმაოდ ამომწურავი და საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა. მის მიხედვით, 2005 წელს თურქეთში ტრეფიკინგის 469 მსხვერპლი იქნა აღმოჩენილი. მათგან 220 მსო-ს დახმარებით დაბრუნდნენ სახლებში. მათ შორის უკრაინაინიდან 66 მსხვერპლი იყო, მოლდოვეთიდან - 64, რუსეთიდან - 29, ყირგიზეთიდან - 20, უზბეკეთიდან - 11, რუმინეთიდან - 11, ყაზახეთიდან - 6, ბელორუსიიდან - 5, საქართველოდან - 3, თურქმენეთიდან - 2, აზერბაიჯანიდან - 2, უგანდიდან - 1.

მსო-ს წარმომადგენლებმა ის თანხაც გამოთვალეს, რაც ტრეფიკერებს ადამიანთა ვაჭრობის ბიზნესიდან შესდით. ეს თანხა წელწადში 360 მილიონი დოლარს აღწევს. თურქეთში ერთი კლიენტის სექსუალური მომსახურების საფასური კი 50-დან 150 აშშ დოლარამდე მერყეობს. ეს დამოკიდებულია მსხვერპლის ფიზიკურ მონაცემებსა და შესაძლებლობებზე.

მარკ ჰულსტი: „აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, მსხვერპლთა 55% 18-დან 24 წლამდეა, 24% 25-დან 30 წლამდე. რაც შეეხება მათ განათლებას 59%-ს მხოლოდ საშუალო განათლება ჰქონდა. ყველანი გოგონები იყვნენ. 76% პროცენტის პასუხი იყო, რომ მათი ოჯახური პირობები საკმაოდ მძიმე იყო, ანუ ოჯახს საკმაოდ უჭირდა და სწორედ ამიტომ დასთანხმდნენ თურქეთში მუშაობას. მათი თურქეთში წაყვანა სხვადასხვა საშუალებებით მოხდა. 86%-ის გადაბირებაზე თავად ტრეფიკერები მუშაობდნენ და მათ სამსახურს სთავაზობდნენ 7% მოტაცებული იყო 9, 2% კი შრომის სააგენტოებს გაზეთებში გამოქვეყნებული განცხადებების საშუალებით დაუკავშირდნენ, და ტრეფიკერთა ხელში აღმოჩდნენ. 2005 წლის მონაცემთა 94% სწორედ სექსუალურ ტრეფიკინგს უკავშირდებოდა.“

მსხვერპლნი ძირითადად სწორედ სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან არიან. 220 მსხვერპლიდან 3% 14-დან 17 წლამდე ასაკის იყო, 55% კი 18-დან 24 წლამდე. მსხვერპლთა უმეტესება დედები იყვნენ. მათ 73%-ს ერთი შვილი ჰყავს, 20%-ს 2 შვილი, 5%-ს 3 შვილი, 2%-ს კი 3-ზე მეტი შვილი. მსო-ს თურქუთის ოფისის ანგარიშში ის ქალაქებიც არის მითითებული, სადაც ტრეფიკინგის შემთხვევები ხდება. ესენია: ანკარა (შემთხვევების 16%), არტვინი (4%), მერსინი (5%), იზმირი (4%), კუშადასი (3%), იგრიდი (3%), ტრაბზონი (2%), ბოდრუმი (1%), ანტალია(56%), სტამბული (33%).

--------------------
ტრეფიკინგი აზერბაიჯანში

-------------------

საქართველოს მსგავსად აზერბაიჯანიც ძირითადად ადამიანების ყიდვა-გაყიდვის სატრანზიტო ტრასად გამოიყენება. 231 გაყიდული გოგონა, 58 დაპატიმრებული ტრეფიკერი და გამოვლენილი 14 ორგანიზებული ჯგუფი  - ასეთია ერთი წლის არასრული სტატისტიკა აზერბაიჯანში.

აზერბაიჯანში ემიგრანტების იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, ალოვსატ ალიევის ინფორმაციით, პოტენციური მსხვერპლნი უფრო შუა აზიიდან, ბელორუსიიდან, რუსეთიდან და მოლდოვეთიდან შემოჰყავთ.

ალოვსატ ალიევი: „კავკასიაში აზერბაიჯანს, ძირითადად, სატრანზიტო ტრასად იყენებენ. მათ გადმოსაყვანად კი ნახიჭევანის ტერიტორიას იყენებენ. თვითმფრინავები ნახიჭევანში ეშვებიან და შემდეგ იქიდან თურქეთსა და ირანში გადიან. ბოლო დროს აზერბაიჯანი ტრანზიტული ქვეყანა პაკისტანისთვისაც გახდა.  გოგონები აზერბაიჯანში მოწესრიგებული საბუთებითა და ვიზებით შემოჰყავთ. ამ ყველაფერს ორგანიზებას დანაშაულებრივი ჯგუფები უკეთებენ. ადრე აზერბაიჯანიდან გასაყიდი გოგონები ძირითადად დუბაიში გაჰყავდათ, ბოლო დროს კი უმრავლესობა პაკისტანში, თურქეთსა და ირანში გადის. დანაშაულში ფიგურირებენ როგორც აზერბაიჯანის, ისე სხვა ეროვნების მოქალაქეებიც, მაგალითად, რუსები და თურქები. მათ ფუნქციებიც გადანაწილებული აქვთ. ერთი ჯგუფი (ვთქვათ, რუსული) გოგონებს რუსეთში აგროვებს და აზერბაიჯანში ჩამოჰყავს, მეორე ჯგუფს კი ის მესამე ქვეყანაში გაჰყავს, სადაც მესამე, ანუ მიმღები ჯგუფი ხვდება. ეს არის ჯგუფური ბიზნესი და დანარჩენ ორ ჯგუფს თანხას მიმღები ქვეყნის ჯგუფი უხდის, რადგან გოგონები მათი შეკვეთილია და ისინი ყიდულობენ. სამწუხაროდ, ასეთი დაჯგუფებების რაოდენობა იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში ტრეფიკინგს ებრძვიან ებრძვიან, ისინი მაინც მრავლდებიან.“
 
რესპონდენტის ინფორმაციით აზერბაიჯანი მსხვერპლთა მიმღები ქვეყანაც არის და ძირითადად გოგონები აზიიდან, საქართველოდან, რუსეთიდან, უკრაინიდან და ბელორუსიიდან ჩამოჰყავთ: „თავიდან, როცა გოგონები ჩამოჰყავთ, ეუბნებიან, რომ მათთვის 6 თვიანი სამუშაო აქვთ და 6 000 დოლარს გადაუხდიან. ამ თანხაზე უარს თითქმის არავინ ამბობს. საბოლოოდ, როცა ეს გოგონები არ სჭირდებათ ან ეშინიათ, რომ მათგან გარკვეული საფრთხეა მოსალოდნელი, მათ თვითმფრინავის ბილეთებს უღებენ და უკან აბრუნებენ. ამ ყველაფერს ისე მოწესრიგებულად და ორგანიზებულად აკეთებენ, რომ არც ზარალდებიან.  2-3 წლის წინ საკმაოდ ბევრი აზერბაიჯანელი გახდა თურქეთში ტრეფიკინგის მსხვერპლი, 2005 წელს კი 16 მსხვერპლი აღმოჩნდა. რაც შეეხება უფრო ვრცელ სტატისტიკას: 2005 წელს აზერბაიჯანში 231 მსხვერპლი გვყავდა. ისინი სხვადასხვა ქვეყნებიდან იყვნენ. მათ შორის, 11 უზბეკეთიდან და ერთი ყირგიზეთიდან. 2006 წელს 9 თვის განმავლობაში ადამიანებით ვაჭრობის 51 მსხვერპლი გამოვლინდა. მათ შორის იყვნენ აზერბაიჯანელები, უზბეკები, რუსები, უკრაინელები. რაც შეეხება დანიშნულების ქვეყანას, სადაც მსხვერპლნი აზერბაიჯანიდან გადაჰყავთ, ეს არის: ემირატები, ირანი, პაკისტანი, თურქეთი და აშშ-ც კი. წლის განმავლობაში დაკავებულია 58 ტრეფიკერი. აქედან 11 მამაკაცი და 47 ქალი. სულ გამოვლენილია 14 ორგანიზებული ჯგუფი.“
 
რაც შეეხება ამერიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეიტინგს, (რომელიც მოკვლევაში ერთხელ უკვე ვახსენეთ), ცნობისთვის, ასეთი სულ 3 კალათა არსებობს. წესით მეორე კალათაში ქვეყანა დიდხანს არ უნდა დარჩეს, თუმცა საქართველო და ზოგადად კავკასია, მეორე კალათას ვერ გასცდა. უფრო მეტიც, წლების წინ მესამე კალათაშიც კი ვიყავით, რაც იმას ნიშნავდა, რომ ამერიკის მთავრობიდან ყველანაირი დახმარება უნდა შეგვწყვეტოდა. მართალია, მეორე კალათაში გადანაცვლებამ აღნიშნული საფრთხე აგვაცილა, თუმცა ჩვენი ქვეყნის წინაშე პრობლემა კვლავ სერიოზულად დგას.
 

ეკა გულუა

 

ახალი ამბები