კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ აღმოჩნდა ბეტონის ლურსმანი „პეჩენიაში“(ნაწილი II)

14 თებერვალი, 2007

pecheno.gifიმ გზას მივუყვები, საითაც ქალბატონმა მიმითითა. თან გზადაგზა ვკითხულობ, საავადმყოფო საით არის. ვინც იცის ხელს პირდაპირ იშვერს. დაახლოებით 5-10 წუთში მრავალსართულიან შენობას მივადექი. როგორც გამყიდველმა მითხრა, დიდ ჭიშკარში შევედი. ვკითხულობ წარწერას:   
საქართველოს რკინიგზის ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო, აკადემიკოს ე. ფიფიას სახელობის კლინიკური ბაზა. გაოგნებული ვარ, რადგან საავადმყოფოში ვარ თუ ბაზარში, ვერ ვხვდები. ირგვლივ საბითუმო საწყობები და პატარა ბაზრობაა. საავადმყოფოს შესასვლელში ერთ-ერთი მტვირთავი გავაჩერე:
- უკაცრავად, ხომ არ იცით, საცხობი სად არის?
- რომელი გინდა? იქეთ, აქეთ, საცხობებია (თან ხელს ყველა მიმართულებით იშვერს).
 - „პეჩენიების“ საცხობს ვეძებ.
- აი, ერთი აქვეა (მანიშნებს).
- აბა სად, ეს საცხობია? (ვკითხულობ გაოგნებული).
- მანდ შედით, საცხობია.

მითითებული მიმართულებით წავედი, საავადმყოფოს გვერდით პატარა ფიცრული დგას, რომელიც საყარაულო მეგონა. რამდენიმე საფეხური ავიარე და კარს მივადექი, ესეც თუ კარია, ხის ჩარჩოში ნახევრად ცელოფანია გაკრული და ნახევრად მინაა ჩასმული. კიბეები ყანყალებს, თავს ძლივს ვიკავებ. შიგნით სიბნელეა, თუმცა ტკბილეულობის სუნი გამოდის. ვიღაცამ კარი გააღო და შევედი. ფიცრული ასე გამოიყურება: ნახევრად ჩაბნელებული ოთახი, სადაც ერთ კუთხეში სარეალიზაციოდ გამზადებული ტკბილეულობა ალაგია, პირდაპირ უზარმაზარი ქვაბი დგას, რომელშიც ქალბატონი „პეჩენიებს“ ავლებს (ეტყობა შაქრიანი წყალია) და იქვე ჯამში ყრის. ამ ანტისანიტარიის დანახვაზე გული შემიწუხდა. საშინელი სიბინძურე. უცებ გავიფიქრე, ვაი, ამას მივირთმევთ ქართველები? ზევით ავიხედე, ერთმანეთზე გადახლართული სადენები ობობის ქსელშია გახვეული. ერთი სიტყვით, ვერ ვხვდები, სად ვარ.

- ქალბატონო თქვენ მხოლოდ ამას აცხობთ, რაც აქ ალაგია?
- დიახ.    
- აქ „პეჩენიების“ სხვა საცხობი არაა? (აქ ის „პეჩენია“ ვერ ვნახე, რომელსაც ვეძებ) 
- როგორ არა. პირდაპირ უნდა გაუყვეთ და ნახავთ.

იქაურ სუნს ვეღარ ვუძლებ და გამოვდივარ. ვაი... ფეხი კიბის საფეხურებს შორის ჩამივარდა. მგონო გადავრჩი. კოჭლობით საავადმყოფოს შესასვლელთან მდგარ ორ მამაკაცს მივუახლოვდი (ეტყობა აქ მუშაობენ).
- უკაცრავად, აქ „პეჩენიების“ სხვა საცხობი სად არის?
- რა ვიცი, რომელი გინდა. ამ საავადმყოფოს ირგვლივ რამდენიმე საცხობია. აი, წინ რომ წახვალთ, სამშობიაროს სარდაფში ჩადით. რომ გაივლით, იკითხეთ და მიგასწავლიან.

მივდივარ, საავადმყოფოს სარდაფში არაერთი საწყობი გავიარე, თუმცა საცხობს ვერ ვაგნებ. რა უბედურებაა, საავადმყოფოა თუ ბაზარი, ვერ ვხვდები (ვდუდღუნებ ჩემთვის).
 - უკაცრავად აქ საცხობები სად არის? - ვეკითხები მტვირთავებს.
- რომელი გინდათ? იქითაც არის. 
- რომელიმე მითხარი, სულ ერთია.
- ამ ეზოს შემოუარეთ, სამშობიაროს გაცდით და მარცხნივ სარდაფში ჩადით.

კითხვა-კითხვით საავადმყოფოს ერთ-ერთი კორპუსის სარდაფს მივადექი.laboratoria.gif

- პატარა, იცი აქ ასცხობი სად არის?
-აგე.
ჩავდივარ სარდაფში, საშინელი სიბნელეა, ერთი სანთელი ბჟუტავს.
- არის აქ ვინმე?
- რა გნებავთ? (მესმის ხმა, თუმცა ადამიანს ვერ ვხედავ. უკან გამოვბრუნდი და მის გამოსვლას ველოდები)
- აქ რას აცხობთ?
- ნამცხვრის ფირფიტებს.
- სხვას არაფერს? „პეჩენიების“ საცხობს ვეძებ.
- რომელი გინდათ? - უმრავია.

ერთ-ერთი მათგანი მიმასწავლა და ამჯერად მის საძებნელად მივდივარ.
თან, გზადაგზა ვკითხულობ, თუმცა ყველა ერთი და იგივეს მპასუხობს - „რომელი გინდა?“.

როგორც იქნა, მიმასწავლეს: „აი, პირდაპირ რომ წახვალთ და საავადმყოფოს ეზოდან გახვალთ, იქ იკითხეთ „ფერიას საცხობი“.

საავადმყოფოს ტერიტორიას გავცდი და კითხვა-კითხვით „ფერიას საცხობსაც“ მივადექი. ერთ-ერთი შენობის ნახევრად სარდაფში, გისოსებიან ფანჯარაში ტკბილეულობა იყიდება და იქვე დაბლა ყუთით იმის მსგავსი „პეჩენიები“ აწყვია, რომელსაც ვეძებ.
- გამარჯობა. ეს „ფერიას საცხობია“?
- დიახ. ფერია მე ვარ.
- „პეჩენიებს“ თქვენ აცხობთ?
- დიახ. აი, ამ პეჩენიებს.
- თუ შეიძლება შემომიშვით, თქვენთან ლაპარაკი მინდა.

sardaf.gifშევედი, ქალბატონს ავუხსენი ვინ ვიყავი და რას ვეძებდი. მომისმინა, ძალიან შეწუხდა და მკითხა, რომელ მაღაზიაშია ნაყიდი ის პეჩენიაო.
როცა ავუხსენი, მიპასუხა: „ჯერ ერთი, ამ მაღაზიაში მე არაფერს ვაბარებ. მეორეც - იქ, სადაც ცომს ვასხავ, ტორტის „მეშოკებში“, ბეტონის ლურსმნის ჩადება არარსებული რაღაცააო.
- ქალბატონო, დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს თქვენი პროდუქტია, რადგან გამყიდველი ზუსტად არ ამბობს, სად იყიდა. 
- თუ გინდათ წამოგყვებით, მაღაზია მაჩვენეთ და ჩემს პროდუქციას ვიცნობ (ჩაიცვა და მომყვება). საავადმყოფოს გავცდით და იმ მაღაზიასაც მივადექით. „პეჩენია“ ნახა და თქვა, რომ ეს მისი პროუქცია არ არის: „ათასი ვიღაც რაღაცას მაიმუნობს. ამ ტერიტორიაზე ვინ რას აცხობს, არ ვიცი. ძალიან ბევრს უნდა, რომ ეს გააკეთოს, მაგრამ მე პირადად არავის არაფერს ვასწავლი. ჩემთან ძირითადად რაიონის ხალხი მოდის.“

აღნიშნული მაღაზიის გამყიდველმა ისევ რომ დამინახა, საშინლად გაღიზიანდა: „რა ხდება გამაგებინეთ, რას დადიხართ?“ ავუხსენი რაც ხდებოდა და ამის შემდეგ მიმასწავლა, საიდან მოიტანა „პეჩენია“: „საავადმყოფოს ტერიტორიაზე დიდ ჭიშკრში რომ შეხვალ, იქ მარცხნივ არის ის საწყობი, საიდანაც ეს „პეჩენია“ გამოვიტანე.“
- ქალბატონო, ახლა იქიდან მოვდივარ, არაერთ საცხობში და საწყობში შევედი, მაგრამ ასეთ „პეჩენიებს“ ვერ მივაგენი. იქნებ უფრო კარგად ამიხსნათ. იმ საწყობს ნომერი არა აქვს, ან ვინმეს სახელი ხომ არ გახსოვთ?

(ნაწილი III)http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=597

ეკა გულუა

ახალი ამბები