კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

როგორ აღმოჩნდა ბეტონის ლურსმანი „პეჩენიაში“(ნაწილი III)

15 თებერვალი, 2007

sardafi.gifგამყიდველმა ორი ადამიანის სახელი დაასახელა. ამჯერად ისევ საავადმყოფოსკენ მივდივარ, იქნებ სახელებით მაინც მივაგნო იმ საწყობს თუ საბითუმო მაღაზიას. როგორც გამყიდველმა ამიხსნა, დიდ ჭიშკარს მივადექი. შენობას აწერია: თბილისის საბავშო პოლიკლინიკა. პოლიკლინიკაში შედიხარ და ხვდები „ოპტავოი ბაზარში“, სადაც არაერთი საწყობია. კითხვა-კითხვით იმ საწყობსაც მივადექი, რომელსაც ვეძებ.

ჩავდივარ სარდაფში, რამდენიმე საფეხური ჩავიარე. 2 პატარა ოთახია (ამასაც თუ ოთახი ჰქვია), მარცხნივ შევედი, სადაც არაერთი კლიენტია და კვების პროდუქტები ბითუმად გააქვთ. ჭუჭყიან და მტვრიან იატაკზე ყუთებით  „პეჩენიები“ თუ სხვა პროდუქტებია დალაგებული. ანტისანიტარია, სიბინძურე...
- შეიძლება თქვენი „პეჩენიები“ დავათვალიერო? (ვეკითხები ახალგაზრდა ბიჭს, რომელსაც ისეთივე მყიდველი ვგონივარ, როგორც სხვები). ვათვალიერებ და აი, ზუსტად ის პეჩენია, რომელსაც ასე გამწარებული ვეძებ.
-ეს პეჩენია სადაურია?
- ქართულია.
- რომელი ფირმისაა?
- რა ვიცი. ინდმეწარმეები არიან.
- იქნებ მითხრათ რომელი ინდმეწარმეა?
- არ ვიცი ვინ არის. ყუთს არ აწერია.
- აქ  უფროსი ვინ არის? იქნებ მომაქციოთ ყარადღება. ვინ აცხობს ამას და საიდან მოდის?
- არ ვიცი, ვინ არის და საიდან მოდის.
- თქვენ საიდან მოგაქვთ?
- თვითონ მოაქვს. ერთი წუთით...(გავიდა და ვიღაცას დაურეკა. დაელოდეთ, მოვა და დაგელაპარაკება. ახლა არ სცალია).
- ვინ მოვა და რამდენ ხანში?
- 10 წუთში მოვა რა.

იქვე გავჩერდი, თან საწყობს ვათვალიერებ, სურათებსაც ვიღებ, ხალხი მიდი-მოდის, ვაჭრობს. აუ, რა მტვერია...რა სიბინძურეა, აქ როგორ ყიდულობენ რამეს-ვბუტბუტებ ჩემთვის, თუმცა მათ ყველაფერი კარგად ესმით.
20 წუთი გავიდა. „ის“ კი არ ჩანს. ვეკითხები: „იქნებ დაურეკოთ, როდის მოვა და როდემდე ველოდო, ან მითხარით, ვინ არის მომწოდებელი?“

ვატყობ დაიძაბნენ და შიგადაშიგ თავიდან ფეხებამდე მათვალიერებენ.
- ამ ადგილს რა ჰქვია?
- ეს არის რკინიგზის საავადმყოფო. თევდორაშვილის 11 - მპასუხობს ერთ-ერთი მომსახურე პერსონალი.

40 წუთი გავიდა.

- იქნებ გაარკვიოთ სად არის და როდემდე ველოდო. ან, კიდევ გიმეორებთ, აი კანონი, გადახედეთ. მის  მიხედვით, თქვენ ნებისმიერ მყიდველს პროდუქციის შესახებ ინფორმაცია უნდა მიაწოდოთ. 
- დაიცადეთ, დავურეკო... 10 წუთში მოვა. ამ 10 წუთის შემდეგ კიდევ 30 წუთი გავიდა. „ის“ არ ჩანს.

სუნს და სიბინძურეს ვერ გავუძელი და ჰაერზე ავედი (ვფიქრობ, ერთი გარემოსაც გადავხედო, რა ხდება). ოოო, საინტერესოა. აღნიშნული სარდაფის თავზე ვკითხულობ წარწერას „ლაბორატორია“,  მის გვერდით კი „სამედიცინო ფირმა - „სიბიელი“, კიდევ გვერდით სარდაფის თავზე „კლინიკურ დიაგნოსტიკური ლაბორატორია“. გაოგნებული ვუყურებ ტრაფარეტებს და საკუთარ თავს ვეკითხები, რამე ხომ არ მეშლება. „ის“ კი ისევ არ ჩანს. ისევ საწყობში ჩავდივარ. „იმ“ ახალგაზრდას ჩემი მობილურის ნომერს ვუტოვებ და მოვდივარ. საავადმყოფოს წინიდან ანუ ქუჩის მხრიდან ვათვალიერებ. წარწერა: „ე. ფიფიას სახელობის კლინიკურ დიაგნოსტიკური ლაბორატორია“. მეორე შესასვლელში - დერმატოლოგი, კანის ექიმი, კოსმეტოლოგი. ამ ერთ შენობაში ყველაერი ერთადაა. კიდევ წარწერა - ფიზიოთერაპიული განყოფილება, სტომატოლოგიური კლინიკა, რენტგენი. კანისა და ვენ დაავადებათა დისპანსერი.

მივდივარ და ვფიქრობ, როგორ შეიძლება ეს ჯანდაცვის სამინისტრომ ან სხვა შესაბამისმა ორგანოებმა არ იცოდნენ.  დაახლოებით 5 წუთში ტელეფონი რეკავს. „ის“ რეკავდა. მითხრა მოვედიო და შევხვდი.  სარდაფში ჩავედით, ავუხსენი რაც მოხდა,  რაც მაინტერესებდა და ის „პეჩენიაც“ ვუჩვენე. ვთხოვე, ეთქვა, ვინ არის მომწოდებელი.
- ეს არის ქართული წარმოება, არ ვიცი ვინ არის, მოვიდა ადამიანი მთხოვა დადე, ვნახოთ, როგორ გაიყიდებაო. არ ვიცი ვინ არის.
- კანონმდებლობის შესახებ გაგიგიათ რამე? თქვენ პასუხისმგებელი ხართ იმაზე, რასაც ყიდით.
- ვიცი.
- „პეჩენიაში“ ლურსმანი თქვენს შვილს რომ ეპოვა, რას იზამდით?
- კარგს არაფერს. მესმის თქვენი და აბსოლუტურად გეთანხმებით. მაგრამ არ ვიცი, ვინ არის.
- საწამლავი რომ იყოს?
- ვიცი, რომ კანონით მე ვაგებ პასუხს. მაგრამ ადამიანურად გამიგეთ. მოიტანა და საცდელად დატოვა.
- გასაგებია, მაგრამ ყველაფერს იბარებთ და ყიდით?
- დიახ.
- კარგი, ჩემი ტელეფონი უკვე იცით. თავად გადაწყვიტეთ თქვათ ვინ არის მომწოდებელი თუ არა, კარგად ბრძანდებოდეთ.

დაახლოებით 5 წუთში ტელეფონზე ისევ ზარი ისმის. ისევ „ის“ რეკავს და შეხვედრას მთხოვს. საავადმყოფოს წინ ვხვდები.
- იცით რაშია საქმე, ჩემი შვილი მუშაობს აქ. მე თქვენი მჯერა. უბრალოდ, რომ ვერ ვიპოვო მწარმოებელი?
- ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ.
- კი ბატონო. უბრალოდ, როგორ შეიძლება ეს საქმე მოგვარდეს?
- უნდა თქვათ, ვინ არის მწარმოებელი.  ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალბათ ბოდიშის მოხდა მაინც ეკუთვნის არა?
- გასაგებია და თქვენი აბსოლუტურად მესმის. ეს პროდუქცია გუშინ პირველად შემოვიდა. მართლა შეწუხებული ვარ. ჩემთვის სულერთი არ არის. იქ ჩემი შვილი მუშაობს და იმას პრობლემა რომ შეექმნას, ნადვილად არ მინდა. კი ბატონო, ცამდე მართლები ხართ და სხვა რა გითხრათ.  უბრალოდ, თუ ისეთი რამე მოხდა და ვინმე დაზარალდა, უბრალოდ, ადამიანურად, ჩვენ მას ვუპატრონებთ. მზად ვართ ამისთვის, რომ ყველა შეცდომა გამოვასწოროთ და მწყობრში ჩადგეს ეს საქმე.“

დავემშვიდობე და წავედი. მოგვიანებით ტელეფონზე უცხო ადამიანმა დამირეკა, მითხრა, რომ იურა, ანუ იმ „პეჩენიის“ მწარმოებელი იყო და ჩემი ნახვა უნდოდა, უფრო სწორად, იმ ლურსმნიანი „პეჩენიის“ ჩვენება მთხოვა. ორშაბათისთვის ანუ 5 თებერვლისთვის დავიბარე და თან ერთი კილო „იმ“ „პეჩენიის“ წამოღება ვთხოვე. შეხვედრაზე სამნი მოვიდნენ, იურა, „ის“ და ვიღაც მესამე პირი - ემზარი. ლურსმნიანი „პეჩენია“ ვაჩვენე. დარწმუნდნენ, რომ ისტორია რეალური იყო, იურა დაიბნა, ხან ერთს ამბობდა, ხენ - მეორეს.         

5 თებერვალი, 13 საათი. იურა (სტილი დაცულია): „ამ „პეჩენიას“ დიდი ხანია აღარ ვაკეთებ. რასაც ვაკეთებ, ის წამოღებული მაქვს (მან სულ სხვა „პეჩენია“ მოიტანა, რომელიც „იმას“ საერთოდ არ გავდა). ჩემს ფირმას „როსკანი“ ჰქვია. ჩვენ დაკეტილები ვართ. განცხადება შევიტანეთ, რომ ვჩერდებით. ვაფშე, ბუღალტერმა შეიტანა. ერთი კვირაა რაც მე აქ არ ვარ. მე იმათ ერთი კვირის წინ დავურეკე და ვუთხარი გააჩერეთ-მეთქი. ერთი კვირაა, რაც მე „პეჩენია“ ამ მაღაზიაში არ შემიტანია.“

ეკა გულუა

ახალი ამბები