კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიწისძვრით დაზარალებულები უბინაოდ ხელმეორედ რჩებიან (ნაწილი I)

20 თებერვალი, 2007

miziszvrab.gif 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა რამდენიმე დღეში ისევ ბინის გარეშე დარჩება. გადაწყვეტილება მათი ამჟამინდელი ბინიდან გამოსახლების შესახებ სასამართლომ გამოიტანა. მათ ბინის დასაცლელად 15 დღიანი ვადა მისცეს.   

(ფოტოზე  ირმა ბასილაშვილი )

 

 

 

 

 

დაზარალებულები დღეს სწორედ იმ ბინებში ცხოვრობენ, რომელიც თბილისის მთავრობამ მიწისძვრის შემდეგ იყიდა. საჭირო თანხა კი „მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო ფონდიდან“ გამოიყო, რომელიც, შემოწირულობებით შეივსო. ბინებში ისინი მაშინ შეასახლეს, როცა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი იყო, მერი კი - ვანო ზოდელავა. დღეს მათ თბილისის მთავრობა წლების წინ 4000 დოლარად შეძენილ ფართს ედავება, ბინებში უკანონოდ შეჭრილებს უწოდებს და სასამართლო ძალით ერთ დროს მისივე შესახლებული ბინიდან ასახლებს.   

პრობლემა კი იმან გამოიწვია, რომ მართალია, მათ ბინის გასაღები მერიაში საგანგებო ცერემონიაზე გადასცეს, თუმცა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებაზე არავის უფიქრია, შესაძლებელია, შეგნებულადაც კი. თუ მათ საქმეებში ანუ, იმ დოკუმენტებში ჩავიხედავთ, რაც სასამართლოში არსებობს, ნათლად ჩანს, რომ ეს ადამიანები მართლაც მიწისძვრით დაზარალებულები არიან და რომ მათ ქალაქის მთვრობამ მათთვის შექმნილი ფონდიდან უყიდა ბინები.

დაზარალებულებს ამ ეტაპისთვის მხოლოდ  ის აინტერესებთ, მერამდენედ უნდა დარჩნენ ისინი უსახლკაროდ. მათ გარკვეული დოკუმენტები გააჩნით, საიდანაც ჩანს, რომ ფონდის ხელმძღვანელობამ მათი დოკუმენტაცია გააყალბა. ბინების დაცლის მოთხოვნის მიზეზად კი ამ ბინების ხელახლა გაყიდვას ასახელებენ. მათივე ინფორმაციით, უკვე მოხდა შემთხვევა, როდესაც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულისთვის კანონიერად გადაცემული ბინა ქალაქის მაშინდელი მთავრობის მიერ ხელმეორედ გაიყიდა.

  საქმე  #1 

ერთ-ერთი დაზარალებული, ვისაც სასამართლომ ბინიდან გამოსახლების გადაწყვეტილება გამოუტანა, ქმედუუნარო გიორგი ალექსანიანია. მისი კანონიერი წარმომადგენელი და მეურვე კი ირმა ბასილაშვილი გახლავთ. როგორც არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, ის მეიდანზე, სამღებროს #6-ში ცხოვრობდა. 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრის შემდეგ კი იქ ცხოვრება შეუძლებელი გახდა. ამას სპეციალისტთა დასკვნაც ადასტურებს.

მიწისძვრით დაზარალებულთა შედეგების სალიკვიდაციო ფონდი 2002 წლის 16 მაისს შეიქმნა და მისი ინიციატორი და წარმომადგენელი ქალაქის პრემიერი გიორგი შერაძე გახლდათ. ფონდში მობილიზებული თანხებით დაზარალებულებისათვის ბინების შესყიდვა მართლაც მოხდა.

ირმა ბასილაშვილი აღნიშნული ისტორიის შესახებ თავად საუბრობს:
„ფონდი ბინებს ეტაპობრივად ყიდულობდა. ტელევიზიითაც კი გამოცხადდა, რომ რომ ნებისმიერ მიწისძვრით დაზარალებულს შეეძლო მათთვის მიემართა, რაც ჩვენმა ოჯახმაც გააკეთა. ფონდში ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მათ თავად დაგვიდასტურეს, რომ დაზარალებულები ვიყავით და სპეციალური ნომერიც კი მოგვანიჭეს. მაშინ ფონდის თავმჯდომარე ზურაბ გუდავაძე იყო. რადგან ყველა კრიტერიუმს ვაკმაყოფილებდი, მათ თავად გვთხოვეს, 4 000 დოლარის ფარგლებში ბინა მომეძებნა. ბინა მერვე ლეგიონში ვიშოვე. ეს არის წულუკიძის პირველი შესახვევი, მე-14 კორპუსი. ბინის პატრონმა 4300 დოლარს არ დაუკლო. შევთანხმდით, რომ 300 დოლარს მე დავუმატებდი და 4000 დოლარს ფონდი გადაიხდიდა. ყველაფერი შეთანხმებისამებრ მოხდა, ბინის გასაღები კი საზეიმო ვითარებაში, მერიაში, სხდომათა დარბაზში გადმოგვცეს. მას მაშინდელი მერი ვანო ზოდელავა ესწრებოდა, რომელმაც გასაღები პირადად გადმომცა,  ცერემონიას მიხეილ სააკაშვილი და საკრებულოს სხვა წევრებიც ესწრებოდნენ.“

მართალია, დაზარალებულებს ბინები მართლა გადაეცათ, მაგრამ მოსახლეობასთან არანაირი მიღება-ჩაბარების აქტი ან ხელშეკრულება არ დადებულა. ამის შესახებ დაზარალებულებმა ფონდს არაერთხელ მიმართეს, თუმცა მათ ამშვიდებდნენ, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტს მალე მიიღებდნენ.  

თავად ბასილაშვილი ფონდს კვირაში 2-ჯერ აკითხავდა: „რამდენჯერაც ფონდში მივედი, იმდენჯერ ფონდის თავმჯდომარე აკაკი გონგლაძემ და მისმა მდივანმა ნანა ჩაჩუამ მითხრეს, რომ ჯერ ისეთი ვითარებაა, ჯობია ყველა შევასახლოთ და შემდეგ ყველას ერთად გაგიფორმებთ ხელშეკრულებებსო, მაგრამ ეს არ მოხდა. 2003 წლის იანვარში თანხების არამიზნობრვად გახარჯვასთან დაკავშირებით ფონდის საქმიანობაზე სს საქმე აღიძრა. შესაბამისად, ფონდმა თავისი საქმიანობა შეაჩერა. გამომძიებლები ჩვენც გვაკითხავენ და გვეკითხებიან ფონდს ქრთამი ხომ არ გადავუხადეთ. მსგავსი რამ არ მომხდარა.“

2003 წლის სექტემბერში ბასილაშვილმა ფონდს კიდევ ერთხელ მიმართა. პასუხი იგივე იყო, რომ ყველაფერი კარგად არის, თუმცა მას ქმედუუნარო ბიძაზე მეურვეობის საბუთი მოსთხოვეს. 14 მაისს მან ფონდს აღნიშნული დოკუმენტიც წარუდგინა. „ამის შემდეგ ფონდში მითხრეს, რომ არაიანი პრობლემა არ არსებობს. მიუხედავად ამისა, თვეში  სამჯერ ვაკითხავდი ფონდს. ერთ მშვენიერ დღეს, სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ თურმე ბინის გადმოცემაზე უარი მეთქვა. ეს საბუთი 28 მაისით არის დათარიღებული. რაც იმას ნიშნავს, რომ მას 3 თვის განმავლობაში მიმალავდნენ“ - ამბობს ბასილაშვილი.   

ამის შემდეგ, ფონდის თავმჯდომარე აკაკი გონგლაძემ დაზარალებულ ოჯახებს სასამართლოში უჩივლა, და მათი ბინიდან გამოსახლება მოითხოვა. 

(ნაწილი II)http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=606

ეკა გულუა

ახალი ამბები