კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მიწისძვრით დაზარალებულები უბინაოდ ხელმეორედ რჩებიან (ნაწილი II)

21 თებერვალი, 2007

presconb.gif

მას  შემდეგ, რაც მიწისძვრით დაზარალებულებმა შემთხვევით შეიტყვეს, რომ მათ  კანონიერად მიღებული ბინებიდან ასახლებდნენ, იფიქრეს, რომ რეალობას სასამართლო გაარკვევდა. შესაბამისად, სასამართლოს გადაწყვეტილებას დაელოდნენ.  თუმცა, მანამდე დახმარება პარლამენტს სთხოვეს.  (ფოტოზე მიწისძვრით დაზარალებულები)   

ერთ-ერთი დაზარალებული ირმა ბასილაშვილი ამბობს, რომ პარლამენტის თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ მათი წერილი უპასუხოდ დატოვა, მისმა მოადგილე მიხეილ მაჭავარიანმა კი ფონდის თავმჯდომარეს აკაკი გონგლაძეს შუამდგომლობა გაუგზავნა, რომ ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგშია და დაზარალებულებს პრობლემები არ უნდა შეჰქმნოდათ. 

ამასობაში საქმის გარჩევამ სასამართლოში გადაინაცვლა. სასამართლო გადაწყვეტილებების ქრონოლოგია კი საკმაოდ ჩახლართულია: გონგლაძემ მთაწმინდა-კრწანისის სასამართლოში სარჩელი ბასილაშვილის გამოსახლების შესახებ 2005 წლის 17 იანვარს შეიტანა.  2006 წლის 6 თებერვალს მოსამართლე ლეილა არხოშაშვილმა სარჩელი დააკმაყოფილა და ამ ოჯახის გამოსახლება დააკანონა.

2006 წლის 6 მარტს დაზარალებულმა აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლოში გონგლაძის წარმომადგენლები არ გამოცხადდნენ. მოსამართლე პაატა ქათამაძემ კი კანონის შესაბამისად დაუსწრებელი გადაწყვეტილებაგამოიტანა და სასამართლოს პირველი გადაწყვეტილება გამოსახლებაზე გააუქმა.

აღნიშნული გადაწყვეტილება ფონდმა  სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. მოსამართლე სასამართლოზე ღებულობს გადაწყვეტილებას დაზარალებულის სხვა ბინაში შესახლების შესახებ. 2006 წლის 6 თებერვალს თბილისის საქალაქო სასმართლოს #2/6763 გადაწყვეტილებაში ვკითხულობთ: „გიორგი ალექსანიანი გამოსახლებულ იქნეს ბინიდან და შესალხებულ იქნას ერთ ოთახიან ბინაში, რომელიც გამოსახლების მომენტისთვის თავისუფალი იქნება“.

დაზარალებულმა აღნიშნული ბინა მოსკოვის გამზირზე თავად ნახა: „ამ მისამართზე მივედი და აღმოვაჩინე, რომ იქ უკვე 10 ადამიანი ცხოვრობს. ეს არის  საერთო საცხოვრებელი მოსკოვის გამზირზე,“ - ამბობს ბასილაშვილი.  აღნიშნული ინფორმაცია რომ რეალობაა, ამაში თავადაც დავრწმუნდი. ეს ფონდის თავმჯდომარე აკაკი გონგლაძემაც დაგვიდასტურა, თუმცა, აღნიშნა, რომ იქაურ მაცხოვრებლებს გამოასახლებენ და დაზარალებულს შეასახლებენ.   

ამის შემდეგ, დაზარალებულმა აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლო ბოლო ინსტანციაში - უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. უზენაესი სასამართლოს 2007 წლის 22 იანვარის გადაწყვეტილებით, საქმე განუხილველი დარჩა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაკანონდა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოსახლებაზე. 

აღნიშნული ჩახლართული ისტორიით ფინანსური პოლიციაც დაინტერესდა. დაზარალებულებს იმედი გაუჩნდათ, რომ სიმართლე გაირკვევა. მათ ფინანსურ პოლიციას თავად მიაკითხეს. ნაწილმა  ჩვენება უკვე მისცა.  დანარჩენებიც ალბათ საჭიროებისამებრ  დაიკითხებიან. რაც შეეხება ბასილაშვილის საქმეს, მისი 15 დღიანი ვადა გამოსახლების შესახებ  28 თებერვალს იწურება. ბასილაშვილმა ჯერჯერობით არ იცის 28 თებერვალს რა ბედი ელის.

 საქმე #2 

სასამართლომ ბინიდან გამოსახლების გადაწყვეტილება მიწისძვრით კიდევ ერთ დაზარალებულ ვარდო ძავაშვილის ოჯახს გამოუტანა. მან ბინა 1 მარტამდე უნდა დაცალოს. კონკრეტული ისტორიის შესახებ დაზარალებული თავად ყვება:

„1996 წელს ნაძალადევის რაიონში სახლი დაგვეწვა. მხოლოდ კედლები დარჩა. მისი აშენება დავიწყეთ და იმ დონემდე მივიყვანეთ, რომ იქ ვცხოვრობდით. 2002 წლის 25 აპრილის მიწისძვრის შედეგად ჩვენი საცხოვრებელი ტერიტორია დაიმეწყრა, მიწა მოწყდა და ყველაფერი ჩაიტანა. იმ საღამოსვე მთელი უბანი გამოგვასახლეს, რადგან იქ ცხოვრება არ შეიძლებოდა. ფონდმა ბინა ფონიჭალაში,  20-ე კორპუსში მომცა. მიღება-ჩაბარების აქტი სხვების მსგავსად არც მე მიმიღია. 2002 წლის დეკემბრიდან დღემდე ამ ბინაში ვცხოვრობთ. დღეს კი ფონდის თავმჯდომარე გონგლაძე მედავება, რომ მე მიწისძვრით დაზარალებული არ ვარ და თითქოს ფონდში ჩემზე არანაირი დოკუმენტაცია არ მოიპოვება. საინტერესოა, თუ ეს მართლაც ასეა, მაშ როგორ მომძებნეს გამომძიებლებმა იმის საკითხავად ფონდში ვინმესთვის ქრთამი ხომ არ მიმიცია ან საერთოდ, რატომ მომცეს ეს ბინა? რომ მასახლებენ, სად მასახლებენ. ჩემს საქმეში ყველა საჭირო დოკუმენტი არსებობს. 15 დღეში ბინა უნდა დავცალო. სად წავიდე 2 მცირეწლოვანი შვილით, დედამთილითა და მეუღლით?“

ძავაშვილის საქმეში ასევე არსებობს დოკუმენტი, რომ ეს ოჯახი სოციალურად დაუცველთა ერთიან საინფორმაციო ბანკში ირიცხება.

 საქმე #3

მზია ნადირაშვილის ოჯახიც 2002 წელს მომხდარი მიწისძვრის მსხვერპლია. მანაც, სხვების მსგავსად, ბინა 15 დღეში უნდა დაცალოს. მიწისძვრამდე კი მისი ოჯახი ქსოვრელის ქუჩის მე-2 ჩიხში ცხოვრობდა. ის ეპილეფსიით დაავადებული და პირველი ჯგუფის ინვაwe deლიდია. მის ინტერესებს კი მისი და მარინა ნადირაშვილი იცავს.

მარინა ნადირაშვილი: „ჩვენს სახლთან დაკავშირებით დასკვნა არსებობს, რომ სახლი აღდგენას არ ექვემდებარება. რადგან ფონდმა მაშინ ჩვენთვის იაფად ბინა ვერ იშოვა, გვთხოვეს, ბინა თავად მოგვეძებნა. მართლაც, ვარკეთილში 4300 დოლარიანი ბინა ვიშოვე. ეს ბინა ფონდმა ჩვენთვის 2003 წლის 17 თებერვალს შეისყიდა და გადავსახლდით. დღემდე იქ ვცხოვრობთ. რადგან მაშინ ბინის მესაკუთრის არანაირი საბუთი არ მოგვცეს, 2004 წლის გაზაფხულზე ბინის დაკანონება თავად დავიწყეთ. შემთხვევით აღმოვაჩინე, რომ ფონდის თავმჯდომარე გონგლაძეს 11 აგვისტოს ამ ბინაზე თანამესაკუთრედ ვინმე  ლევან ძიძიგურის ოჯახი (დიდუბეში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული) უცნია. ერთ მშვენიერ დღეს, ამ ოჯახის წარმომადგენელი სახლში მომადგა, კარების შემომტვრევა უნდოდა. ამის შემდეგ ფონდს მივმართე. გონგლაძემ კი მითხრა, შეჭრილები ხართო და სასამართლოში მიჩივლა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბინა 15 დღეში უნდა დავცალო.“

მსგავსი ისტორია არაერთია. თითქმის ყველას ერთმანეთის იდენტური  თავგადასავალი აქვს - ბინა ერთ დროს მთავრობამ კანონიერად უყიდა, დღეს კი იქიდან ასახლებენ.

(ნაწილი III)http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=608

ეკა გულუა

ახალი ამბები