კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ქარელის რაიონის გამგებელს ბიუჯეტის თანხების მითვისებაში ამხელენ

23 თებერვალი, 2007

gia_zanardiab.gif,,ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გორის ორგანიზაციამ ქარელის რაიონის სამი სოფლის – დირბის, ახალსოფლისა და ურბნისის საჯარო სკოლების პედაგოგების სახელით წერილი მიიღო. წერილში აღნიშნულია, რომ პედაგოგებმა 2005 წლის დეკემბერში კუთვნილი ვაუჩერის თანხა სრულად არ მიიღეს და 2006 წელს ხელფასის გარეშე შეხვდნენ. პედაგოგები შექმნილი სიტუაციის გამომწვევი მიზეზებით დაინტერესდნენ და საკითხის შეწავლა თავადვე დაიწყეს. მიმართეს ჯერ დირექტორს, შემდეგ რესურსცენტრის ხელმძრვანელს, მაგრამ პასუხი ვერც მათგან მიიღეს, როგორც გაირკვა, არც მათ იცოდნენ სად წავიდა აღნიშნული თანხა. (ფოტოზე გია ზანარდია)

„მთელი წლის მანძილზე სისტემატურად ვუკავშირდებოდით ქარელის რაიონის გამგებელს, თუმცა კონკრეტული პასუხი მაინც ვერ მივიღეთ. გამგებელი გია ზანარდია ფინანსური განყოფილების უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან ერთად გვიცხადებდა, რომ თანხები განათლების სამინისტროდან არ ჩარიცხულა და ამ საკითხზე სპეციალური კომისია მუშაობს. რაიონში, პასუხი რომ ვერ მივიღეთ, საკითხის გარკვევას განათლების სამინისტროში შევეცადეთ, სადაც დამაჯერებლად განგვიმარტეს, რომ აღნიშნულ სკოლებზე ვაუჩერის თანხა თავის დროზეა ჩარიცხული და საკითხის გარკვევა ადგილობრივ ორგანოებში გვირჩიეს, ანუ როგორც დავასკვენით ყველა ნაბიჯს ქარელის რაიონის გამგებელთან მივყავართ. გამგეობაში გავარკვიეთ, რომ ჩვენი კუთვნილი თანხა ზანარდიამ ქარელში შენობების ფასადების შეღებვას მოახმარა, 
    
კაპიტალური ხარჯებისთვის გამგეობას 40 000 ლარი ჰქონდა გამოყოფილი. ვინაიდან ეს თანხა საკმარისი არ აღმოჩნდა, როგორც ჩვენ შევიტყვეთ ზანარდიამ, საკრებულოსთან შეთანხმების გარეშე, სარემონტო სამუშაოებისთვის დამატებით მიზნობრივად ჩარიცხული სხვა თანხებიც გამოიყენა, მათ შორის, სკოლების ვაუჩერის თანხა - 45 000 ლარი. საერთო ჯამში კი ქარელის კაპიტალურ რემონტში დახარჯულმა თანხამ 290 000 ლარი შეადგინა.

გამგეობაში ისიც შევიტყვეთ, რომ სკოლების კუთვნილი თანხა, როგორც ზანარდია აცხადებს, მან მხარის რწმუნებულის მიხეილ ქარელის სიტყვიერი განკარგულების საფუძველზე გახარჯა. მას შემდეგ რაც ეს საკითხი გავახმაურეთ, ზანარდია პედაგოგებს დაგვპირდა, რომ უახლოეს მომავალში ამ თანხას საკუთარი ჯიბიდან გასცემდა, მისი ამგვარი ქმედება კი ჩვენ საეჭვოდ გვეჩვენება.

ჩვენი მოთხოვნის შემდეგ, ხელფასი სკოლის ფონდის დანაზოგიდან მოგვცეს, მაგრამ დაზარალდა სკოლები, ვინაიდან აღნიშნული თანხით ბევრი რამ სასიკეთო საქმე შეიძლება გაკეთებულიყო.
 
არსებული სიტუაციის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას მივმართეთ, სადაც განგვიმარტეს, რომ სკოლებზე გამოყოფილი თანხები ხელშეუხებელია და იგი მხოლოდ სკოლას უნდა მოხმარდეს. საერთოდ კი, მიზნობრივად გამოყოფილი თანხების სხვა მიმართულებით გახარჯვა, სისხლის სამართლებრივი დანაშაულია. ამ თემასთან დაკავშირებით რეპორტაჟი ადგილობრივი ტელევიზიის ეთერშიც გავიდა, სადაც საკითხით დაინტერესებას სამართალდამცველ ორგანოებს ვთხოვდით, თუმცა ამ დრომდე არავინ გამოგვხმაურებია.

მიგვაჩნია, რომ ქარელის რაიონის გამგებელს მოსახლეობისთვის იმის ჩვენება, რომ ქალაქი გალამაზდა, წლების მანძილზე გაურემონტებელი სკოლებისა და პედაგოგთა ხელფასების ხარჯზე არ უნდა მოეხდინა,“ - აღნიშნულია წერილში.

,,ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ქარელის რაიონის გამგებელს გია ზანარდიას დაუკავშირდა. ზანარდიამ განაცხადა, რომ მსგავსი ბრალდებები სისულელეა და განცხადების ავტორად ყოფილი ქარელელი დეპუტატი ბადრი ნანეტაშვილი დაასახელა. როგორც გავარკვიეთ, ბადრი ნანეტაშვილს და გია ზანარდიას გარკვეულ საკითხებზე დაპირისპირება ჰქონიათ.

ჩვენს კითხვაზე, თუ საიდან უნდა სცოდნოდა ნანეტაშვილს აღნიშნული ინფორმაცია დაწვრილებით, ქარელის გამგეობაში გვითხრეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ ქარელის გამგებელმა მოადგილე, ბესო ბანკანაშვილი გაათავისუფლა, რომელსაც ფინანსები ებარა. ბესო ბანკანაშვილი კი ბადრი ნანეტაშვილის თანასოფლელი, მეგობარი და კლასელია.

ბადრი ნანეტაშვილი ამჟამად ,,თრიალეთის“ გენერალური დირექტორია. მისი მოადგილე გოჩა დავითაშვილი კი ირწმუნება, რომ ზანარდია ცრუობს.

საბა წიწიკაშვილი, გორი

ახალი ამბები