კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

უწყლობა ახალციხეში

27 თებერვალი, 2007

Waterb.gifუკვე ერთი კვირაა ახალციხის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება. ხალხი ქუჩაში გამოსვლებითა და აქციებით იმუქრება.

,,გამოვალთ ახალციხელები  და ცენტრალურ გზას გადავკეტავთ, ან გამგეობის წინ აქციას მოვაწყობთ, როგორც ვატყობთ, ყურსაც არავინ იბერტყავს,” - აღშფოთებული საუბრობს მარგო გოგოლაძე.
 
,,უშუქობას როგორმე აიტანს კაცი, მაგრამ უწყლობის ატანა როგორ შეიძლება?” - ამბობს ნინო ბერიძე.

ვარძიისა და ასპინძის ქუჩები მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაწილზეა გაშენებული, ამ ქუჩების მაცხოვრებლები წყალს მდინარიდან ეზიდებიან. განსაკურებით მძიმე მდგომარეობაში კორპუსის მაცხოვრებლები არიან.

,,ახლა, როცა ღამით ყინვა მინუს შვიდი გრადუსია, ოთახებშიც კი იყინება წყალი. დილაობით მდინარის საფარი მთლიანადაა მოყინული, მიწევს ყინულის ჩატეხვა და მეხუთე სართულზე წყლის აზიდვა,” - საუბრობს მარგო გოგოლაძე.

,,კანალიზაციაში საკმარის წყალს რომ ვერ ვასხამთ გაყინავს და მერე მილებს ვინღა გამოცვლის,” - დარდობს ასევე ვარძიის ქუჩის მაცხოვრებელი ელზა ჩიტაშვილი. 

დაახლოებით ერთი თვეა, რაც ქალაქის შესასვლელში, ახლადგაშენებულ 9 აპრილის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება.

,,დავტილიანდით ხალხი! აქციები უნდა მოვაწყოთ!” - ამ სიტყვვებით დახვდა ,,ადამიანის უფლებათა ცენტრის” ჟურნალისტს 9 აპრილის ქუჩის მაცხოვრებლები.

,,მოსახლეობას წყალი გადასახადის გადაუხდელობის გამო არ მიეწოდება,” - განაცხადა შპს ,,წყალკანალის” დირექტორმა გურამ შეშაბერიძემ.

იგივეს აცხადებენ რაიონის გამგეობაშიც: ,,გადასახადის გადახდის შემთხვევაში მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება”, - გვითხრეს იქ მისულებს. 

ახალციხეში, ამჟამად ერთ სულზე ტარიფი 0,63 თეთრით განისაზღვრება, თუმცა უახლოეს მომავალში ისიც გაიზრდება.

,,ჩვენამდე არავინ მოსულა წყლის გადასახადი გადაიხადეთო, თორემ ელექტროენერგიაზე გავიჭირვეთ, სიმწრით გადავიხადეთ ასობით ლარი და წყლის გადასახადს არ გადავიხდიდით? ან დალოცვლო, თუ წყალს აღარ უშვებ, წინასწარ გაგვაფრთხილე. ტელევიზიის საშუალებით განცხადება გააკეთე, რომ მოსახლეობა პრობლემას მომზადებული შეხვდეს. არჩევნებზე ხომ ვახსოვართ და ათასგვარ დაპირებებს იძლევიან. ახლა  ვინ ფიქრობს მოსახლეობაზე. ამდენი ხელისუფლება გვყავს აქეთ გამგეობა, იქით მუნიციპალიტეტიო, გუბერნია და გუბერნატორის სამი მოადგილე. ამდენი ხანია ხალხი გასაჭირშია და არცეთი მათგანი დამაიმედებელი, თუნდაც ტყუილი დაპირებითაც კი არ გამოსულა,” - აცხადებს ადგილობრივი მერი კენჭოშვილი. 
 

გულო კოხოძე, ახალციხე

 

 

 

ახალი ამბები