კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რევოლუციურ საქართველოში მოქალაქეებს საკუთრებას ართმევენ (ნაწილი I)

28 თებერვალი, 2007

lamarab.gifბოლო 3 წლის განმავლობაში საქართველოში კერძო საკუთრების დაცვა ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა. ამ პერიოდის განმავლობაში დანგრეული და გაჩუქებულია  ასამდე კერძო საკუთრება. დანგრეული ობიექტების მეპატრონეები საქართველოში სამართალს ვერ პოულობენ და საერთაშორისო ორგანიზაციების იმედი აქვთ.   (ფოტოზე ლამარა გერლიანი შპს „ნიას“ მეპატრონე)     
  

ეგრეთწოდებულმა „ნგრევების ტალღამ“ საქართველოს მოქალაქეებს ჯერ კიდევ 2 წლის წინ შეუტია. ყველაფერი კი იმით დაიწყო, რომ 2003 წელს რევოლუციური გზით მოსულ მთავრობას გარკვეული შენობა-ნაგებობები თვალში არ მოუვიდა,  დაასკვნა, რომ ის ქალაქის იერსახეს ამახინჯებდა და მისი დანგრევა გადაწყვიტა. მთავარი კი ის არის, რომ მოქალაქეთა უმრავლესობას, რომელთაც კერძო საკუთრება დაუნგრიეს, ყველა საჭირო დოკუმენტი გააჩნია, რომელიც კონკრეტული ობიექტის კანონიერებას ადასტურებს.

მართალია, ამ მიზეზით ასობით ობიექტი დაინგრა და შესაბამისად, ათასობით ოჯახი განადგურდა, რადგან მათ ერთადერთი შემოსავლის წყარო მოუსპეს.  გარდა ამისა, კერძო მესაკუთრეთა დიდი ნაწილი ქუჩაში დარჩა, რადგან მათ მცირე ბიზნესის დასაწყებად კრედიტი ბანკიდან აიღეს. ამ თანხას კი ვერ ისტუმრებენ.

მესაკუთრეთა უფლებების დასაცავად საქართველოს სახალხო დამცველი, არასამთავრობო ორგანიზაციები და საპარლამენტო ოპოზიცია გამოდის, თუმცა, ჯერჯერობით შედეგი არ არის. მესაკუთრეებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ არც კომპენსაციებს სთავაზობენ და არც ალტერნატიული ფართით დაკმაყოფილებას.
 
კანონმდებლობა     

რაც შეეხება კანონმდებლობას, კერძო საკუთრების დაცვასთან დაკავშირებით არაერთი ნორმატიული აქტი არსებობს. კანონში „არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ“ მე-4 მუხლში დაწვრილებით  არის გაწერილი როგორ უნდა მოხდეს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობის დემონტაჟი.

საკუთრების უფლებას იცავს ასევე კონსტიტუციის 21-ე მუხლი და სამოქალაქო კოდექსი. კანონმდებლობა ზიანის მიყენების შემთხვევაში კომპენსაციის გაცემასაც ითვალისწინებს.  კონსტიტუციის 21-ე მუხლით „საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება“.
 
როგორც მესაკუთრეები აღნიშნავენ, მათთვის არავის არაფერი შეუთავაზებია და ამის დამადასტურებელი არც არანაირი დოკუმენტი არ არსებობს.         

ნგრევა 1

2006 წლის 17 იანვარს დადიანის #2-ში მდებარე სავაჭრო ობიექტი შპს „ნია“ დაინგრა. ნგრევა ჩვეული წესით მოხდა, ბულდოზერი ობიექტს მიადგა და მიწასთან გაასწორა. ობიექტს 11 მეპაიე ჰყავდა. როგორც არსებული დოკუმენტებიდან ირკვევა, 1997 წლამდე მესაკუთრეებს მიწა იჯარით ჰქონდათ აღებული, შემდეგ კი მისი პრივატიზება მოხდა. როგორ და რატომ მოხდა ნგრევა, უფრო კონკრეტულად ობიექტის ერთ-ერთი მეპატრონე ლამარა გერლიანი საუბრობს.

ლამარა გერლიანი: „ერთ მშვენიერ დღეს ზედამხედველობის სამსახურიდან წარმომადგენლები მოვიდნენ და გვითხრეს, ეს შენობა უნდა დაინგრესო. ვთხოვეთ, მიზეზი განემარტათ და შესაბამისი დოკუმენტიც ეჩვენებინათ. გვითხრეს, ეს ჩვენ არ გვეხებაო. დანგრევა ნაბრძანევი გვაქვს და უნდა შევასრულოთო. ამის შემდეგ დაახლოებით ერთი თვე ზედამხედველობის სამსახურში დავდიოდოთ, რომ რაიმე დოკუმენტი მოგვეპოვებინა. ვეხვეწებოდოთ, რომ ან სამსახურის უფროსი მაქაცარია ან მისი მოადგილე საგინაშვილი შეგვხვედროდა. პარალელურად, საჩივარი თითქმის ყველა ინსტანციაში შევაგზავნეთ. პრეზიდენტსაც კი მივმართეთ. მიზეზს ვითხოვდით, რის საფუძველზე ანგრევდნენ კერძო საკუთრებას. არავინ შეგვხვდა.

შენობის დანგრევის დღეც დადგა. სახალხო დამცველის წარმომადგენლები გამოვიძახეთ. 16 იანვარი იყო, მაგრამ ამდენი ხალხი რომ დახვდათ, არ დაანგრიეს. 17 იანვარს კი მიწასთან გაგვასწორეს. დასანგრევად რომ მოვიდნენ, პირველი მანქანიდან საგინაშვილი გადმოვიდა. მას მაშინვე საბუთი მოვთხოვე, მაგრამ მითხრა, არანაირი  საბუთი არ მაქვსო. ეს არის და ეს. არანაირ კომპენსაციაზე თუ ზიანის სხვა სახით ანაზღაურებაზე საუბარი არ ყოფილა. ყველა საბუთი მზად გვაქვს და სასამართლოსაც მივმართეთ. რა გადაწყვეტილებას გამოიტანენ, არ ვიცი.“ 

სანამ შპს „ნია“ დაინგრეოდა, 2006 წლის 26 დეკემბრს სახალხო დამცველი სოზარ სუბარი წერილს უგზავნის თბილისის მერს გიგი უგულავას. წერილში ვკითხულობთ: „საქმეში წარმოდგენილი მასალებიდან გამოვარკვიეთ, რომ იურიდიულ პირს შპს „ნიას“ საკუთრებაში აქვს მიწის ნაკვეთი შენობა-ნაგებობით მდებარე ქალაქ თბილისში, დადიანის ქუჩა #2-ში. აღნიშნულს ადასტურებს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. საქმეში აგრეთვე წარმოდგენილია არქიტექტორის მიერ შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ ამ ობიექტის დემონტაჟის პროცესი მიმდინარეობს კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რითაც მესაკუთრის კანონიერი უფლებები ილახება“.

22 იანვარს სახალხო დამცველმა პასუხი მიიღო, რომელსაც ხელს მერის პირველი მოადგილე მამუკა ახვლედიანი აწერს. წერილში ვკითხულობთ: „ნია“-ს კუთვნილ სავაჭრო ობიექტის დემონტაჟის შესახებ მერიის არცერთ სამსახურში რაიმე სახის სამართლებრივი აქტი არ გამოცემულა, ასევე არ მომხდარა ადმინისტრაციული საქმის წარმოების დაწყება... იმ შემთხვევაში, თუ  მთავრობა ქალაქის ინტერესებიდან გამომდინარე აღნიშნული ობიექტის დემონტაჟს გადაწყვეტს, პროცედურა კანონის სრული დაცვით განხორციელდება, ისე, რომ არ შეილახოს მესაკუთრეთა კანონიერი უფლებები.“

პარარელურად, 22 იანვარს სახალხო დამცველი პასუხს ღებულობს მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოადგილე საგინაშვილისაგან, სადაც ვკითხულობთ: „მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურში აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქმის წარმოება არ დაწყებულა. გამომდინარე აქედან, საკითხთან დაკავშირებით დღეის მდგომარეობით გადაწყვეტილება მიღებული არ არის.“

კურიოზული კი სწორედ ის არის, რომ ეს წერილი გაგზავნილია მას შემდეგ, რაც ობიექტი დაინგრა. მისი დემინტაჟი 17 იანვარს მოხდა. ამ საქმესთან დაკავშირებით არსებობს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან მიწის (უძრავი ქონებიას) საკუთრების შესახებ, ასევე ბრძანება პროექტის დამტკიცების შესახებ, რომელსაც ხელს აწერს მთავარი არქიტექტორი დავით ახვლედიანი და ასევევ შენობის ექსპლუატაციაში მიღების აქტი.      

(ნაწილი II) http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=620                         

ეკა გულუა

 

ახალი ამბები