კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აფხაზური მხარე დათმობაზე წასვლას არ აპირებს

6 მარტი, 2007

demokratiab.gif

სოფელ შამგონაში მომხდარი ინციდენტის დროს აფხაზების მიერ დაკავებული სამი ახალგაზრდა კვლავაც პატიმრობაში რჩება. გალის გამგეობის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს ხვალ, სოხუმში გაასამართლებენ.

გალის გამგებლის მოადგილის თორნიკე კილანავას თქმით, დაკავებულები გაეროს და ეუთოს წარმომადგენლებმა სოხუმის ციხეში მოინახულეს.  საერთაშორისო ორგანიზაციები შამგონაში აყვანილი სტუდენტების გათავისუფლებას ითხოვენ, თუმცა, აფხაზური მხარე მათ გათავისუფლებაზე ჯერ-ჯერობით უარს აცხადებს და სანაცვლოდ აფხაზეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის დავით სიგუას და სოფელ ქვემო ბარღეფის გამგებლის ფრიდონ ჩაკაბერიას თანამდებობებიდან დათხოვნას მოითხოვენ.  კილანავას განცხადებით, აფხაზეთის მთავრობის წარმომადგენლობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაკავებული ახალგაზრდები მალე გაათავისუფლონ:  „ამ საქმეში სხვადასხვა სამსახურებია ჩართული, აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს აფხაზურ მხარესთან. აფხაზეთის მთავრობა თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მშვიდობიანი აქციის მონაწილე ახალგაზრდები თავიანთ ოჯახებს დაუბრუნდნენ,” აცხადებს თორნიკე კილანავა.

შეგახსენებთ, ლევან ღაჭავა, ივერი ყორშია და კობა რიგვავა აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის სპეცსამსახურებმა მას შემდეგ დააკავეს, რაც აფხაზეთში მცხოვრები ახალგაზრდები თანატოლებთან შესახვედრად, სოფელ შამგონაში ენგურს გადაღმა გადავიდნენ.

აფხაზეთის საპარლამენტო არჩევნების გაპროტესტების მიზნით და რამდენიმე დღის წინ აფხაზების მიერ დაკავებული ახალგაზრდების გათავისუფლების მოთხოვნით, ახალგაზრდული მოძრაობა „ახალი თაობა ერთიანი საქართველოსთვის’’ წევრებმა და სტუდენტებმა 3 მარტის საღამოს ენგურის ხიდზე სიმბოლური კოცონი დაანთეს.

2000-მდე სტუდენტი, ლექტორებთან და თანამოაზრეებთან ერთად ჯერ ქალაქის ცენტრში შეიკრიბა,  მოგვიანებით კი მსუბუქი მანქანებისა და ავტობუსებისგან შემდგარი კოლონა ენგურის ხიდისკენ გაემართა. საქართველოს დროშებითა და წითელი ვარდებით მიმავალ სტუდენტებს ენგურისკენ მიმავალ გზაზე მცხოვრები მოსახლეობა ტაშით და ოვაციებით აცილებდა.

აქციის მონაწილეებმა სიმბოლური კოცონი რუსი სამშვიდობოების საგუშაგოდან რამდენიმე ნაბიჯის მოშორებით დაანთეს, მაყურებლის როლში მყოფი ცისფერჩაფხუტიანები ფოტო და ვიდეო კამერით აფიქსირებდნენ, იმას, რასაც მოგვიანებით აქციის აქტივისტმა თანამედროვე ისტორია უწოდა.
თორნიკე კილანავა: „ეს ახალგაზრდები დღეს ისტორიას ქმნიან. ისინი ცდილობენ გაყინული კონფლიქტების მოგვარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ. ამ ახალგაზრდებს შესწევთ უნარი მშვიდობის დროშები მოიტანონ.  სწორედ მათ შეუძლიათ შეკრან ქართველები და აფხაზები. ვიმედოვნებ, რომ აფხაზური მხარე გონიერებას მოუხმობს და შამგონაში დაკავებულ ახალგაზრდებს მალე გაათავისუფლებს.’’ 

შამგონაში დაკავებული სტუდენტების გათავისუფლების იმედი აქვთ აქციის მონაწილეებსაც. აქციის ერთ-ერთი მონაწილე დათო წითანავა ამბობს, რომ აქციები მანამ გაგრძელდება, სანამ აფხაზები დაკავებულ ახალგაზრდებს არ გაათავისუფლებენ.

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები