ერთკომლიანი სოფლის ისტორია
13.03.2007

,,მეზობელო კარისაო, სინათლე ხარ თვალისაო,” - მარინე ბერიძემ ეს ანდაზა ძალიან კარგად იცის, თუმცა მისი შინაარსი კი, ერთი უბრალო მიზეზის გამო, არასდროს გამოუცდია – მას მეზობელი არ ჰყავს.
ახალციხის რაიონის სოფელი ფარეხა ადიგენი - ახალციხის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე მდებარეობს. სოფელში მხოლოდ იაშა ბერიძის ოთხსულიანი ოჯახი ცხოვრობს – მამა და ქალიშვილი თავისი ორი ვაჟით.
,,იმის გამო, რომ მამა საგზაო სამსახურში მუშაობდა, ის ახალქალაქის რაიონის სოფელ ჩუნჩხიდან აქ ჩამოასახლეს. აქ საგზაოს სახლი იყო. ახლა კი საცხოვრებლად გადავაკეთეთ,” - გვიამბობს დიასახლისი მარინე ბერიძე.
როგორც ამბობენ, სოფელ ფარეხაში საბჭოთა კავშირის პერიოდში დაახლოებით ორმოცდაათი კომლი ცხოვრობდა. კარგი მიწების გამო, ხელისუფლებამ მოსახლეობა ამ ადგილებიდან გადაასახლა და მიწები მეურნეობას გადასცა... ,,ასე დავრჩით უმეზობლოდ,” - დარდობს მარინა.
ბერიძეების ოჯახში არავინ მუშაობს. ისინი თავს მესაქონლეობით ირჩენენ.
ბერიძეების ოჯახში არავინ მუშაობს. ისინი თავს მესაქონლეობით ირჩენენ.
,,დილიდან საღამომდე მუხლჩაუხრელად ვშრომობთ. ადვილი არაა ძროხების მოვლა. ჯერ მოწველვა, მერე დაპურება, თივის ჩამოყრა, ნაკელის გამოტანა. საღამოს პირას სიქა მაქვს ხოლმე გაცლილი,” - გვიყვება ოჯახის უფროსი.
ოჯახს იმის საშუალება არა აქვს, რომ ქალაქში გადმოვიდნენ საცხოვრებლად და ამიტომ უმეზობლობას გაჭირვებასთან ერთად ებრძვიან. იაშა ბერიძის ოჯახი უშუქობას უკვე თხუთმეტი წელია უძლებს.
,,ჩვენი უბედურება უშუქობაა. ამდენი წელია, სინათლე თვალითაც არ დაგვინახავს. ადიგენის გზაზე მოქმედი სასადილო იყო. როცა გაუქმდა და ის ტერიტორია უყურადღებოდ დარჩა, ტრანსფორმატორიცა და მავთულებიც მოიპარეს,” - გვესაუბრება დიასახლისი.
ოჯახმა ერთწლიანი მუხჩაუხრელი შრომის შემდეგ გენერატორი იყიდა: ,,დვიჟოკი” კი გვაქვს, მაგრამ ბენზინის ფული? ხშირად და ისევ უშუქოდ ვართ”, - ამბობს იაშა ბერიძე.
მარინე ბერიძემ ენერგოკომპანიას დასახმარებლად არაერთხელ მიმართა. სადისრტიბუციო ენერგოკომპანიის ახალციხის ფილიალში კი აცხადებენ, რომ ფარეხის მიმართულებით ხაზის აღდგენა დიდ თანხას მოითხოვს, კომპანიას კი ამ ეტაპზე მისი დაფარვა არ შეუძლია.
ბერიძეების ოჯახი პრობლემებთან გამკლავებას სხვების დახმარების გარეშე ცდილობს, ოჯახს უკვე იმედიც არ აქვს, რომ ხელისუფლება მათ რამეში დაეხმარება.
მერაბ და დათუნა ბერიძეები სკოლის მოსწავლეები არიან. პატარები სწავლას საქონლის მწყემსვას, წყლების მოზიდვას, სათიბში სიარულს და კიდევ საოჯახო საქმეებს უთავსებენ.
ზამთარ -ზაფხულ ოჯახი სიცივეს, უშუქობას, ხელისუფლების უყურადღებობას და უმეზობლობას მარტოდმარტო ებრძვის.
ზამთარ -ზაფხულ ოჯახი სიცივეს, უშუქობას, ხელისუფლების უყურადღებობას და უმეზობლობას მარტოდმარტო ებრძვის.
გულო კოხოძე ახალციხე
დატოვეთ თქვენი კომენტარი
სხვა სიახლეები
აშშ გმობს 17 მაისის ჰომოფობიურ ძალადობას თბილისში
17 მაისის ძალადობასთან დაკავშირებით ოთხი პირია დაკავებული
„არა ძალადობას“ - აქცია ბათუმში
საქართველო "საუკეთესო ქვეყნები დედობისთვის" რეიტინგში 94-ე ადგილზეა
რუსთავში დანაშაულის აღკვეთისას მოქალაქე დაიჭრა
არქივი
ბლოგი
ქართული პოლიტიკური რეკლამის ისტორიული ექსკურსი
ვრცლად...
წინასაარჩევნო სარეკლამო დაპირებები
პოლიტიკური რეკლამების ხარისხი და მიზანი
რედაქტორის აზრი
ადამიანის უფლებათა ცენტრი მაღალჩინოსნების სასამართლო პროცესებს დააკვირდება
ვრცლად...
საერთაშორისო ზეწოლის შედეგად სახელმწიფო აუდიტმა და აღსრულების ეროვნულმა ბიურომ რეპრესიები შეაჩერეს
აგვისტოს ომი - ვინ არის დამნაშავე?
გამოკითხვა
თქვენი აზრით, პარლამენტის მიერ ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული პოლიტპატიმრები იმსახურებდნენ თუ არა განთავისუფლებას?

