კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯარისკაცის გაუჩინარება „ობშიაკის“ აკრეფას უკავშირდება

20 მარტი, 2007

Mine.gifჯარისკაცის დაკარგვიდან უკვე ათი დღე გავიდა. შეიწირა თუ არა „ობშიაკის“ აკრეფამ ახალგაზრდას სიცოცხლე კვლავაც გაურკვეველია. ოფიციალური მხარე დუმს, თუმცა ადგილობრივ ტელეკომპანიაში განცხადება დანიელ აღლემაშვილის დაკარგვის თაობაზე ყოველ დღე გადის.

„ცხრა მარტს სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა დანიელ იოსების ძე აღლემაშვილი“,- ეს არის მოკლე ამონარიდი იმ განცხადებისა, რომელიც ახალციხის ადგილობრივ ტელეკომპანია მეცხრე არხზე კეთდება. განცხადებაში მითითებულია დაკარგულის აღნაგობა, ჩაცმულობა და წარმოდგენილია დანიელ აღლემაშვილის ფოტოც.

განცხადება ტელეკომპანიაში დაკარგულის მამამ მიიტანა. მას თან ორი პიროვნება ახლდა. ერთი, როგორც მოგვიანებით გავარკვიეთ, დაკარგულის ბიძა, ხოლო მეორე - პოლიციელი, კერძოდ კი, შსს  სამცხე-ჯავახეთის სამმართველოს ძებნის ინსპექტორ-გამომძიებელი ზაზა მაისურაძე გახლდათ.

დაკარგულის მამა იოსებ აღლემაშვილმა თავდაპირველად განაცხადა, რომ დაიკარგა მისი შვილი, მას არ უხსენებია, რომ ის იყო ჯარისკაცი, უბრალოდ ტელევიზიის მორიგესთან ერთად შეადგინეს წასაკითხი განცხადება. საუბაში კი ნელ-ნელა გამოიკვეთა, რომ დაკარგული ჯარისკაცი იყო და მისი გაუჩინარება ეგრეთწოდებული „ობშიაკის“ აკრეფას უკავშირდებოდა.
 
მე ამ დროს ტელევიზიის მეორე სართულზე ვიყავი და სხვა ჟურნალისტებს ვესაუბრებოდი. ერთ ერთმა ოპერატორმა ჩამოიტანა ინფორმაცია, რომ ჯარისკაცია დაკარგული. იმ ოთახში შესვლისას, სადაც დაკარგულის მამა და მისი თანმხლები პირები იმყოფებოდნენ. მე მათ ვუთხარი, რომ ვიყავი „ადამიანის უფლებათა ცენტრიდან“ და დახმარება შევთავაზე. იმ დროს არც კი ვიცოდი, რომელი მათგანი იყო დაკარგულის მამა. ერთი ტყავის ქურთუკიანი მამაკაცი მომიბრუნდა და დაიწყო: „ჩემი შვილი უკვე ერთი კვირაა დაკარგულია. საერთოდ ცოცხალია თუ არა არ ვიცი. ჯარში მსახურობდა და იქ თურმე რაღაც ფულს კრიფავდნენ, ოც-ოც ლარს და ვინც კრიფავდა იმათთან მოუწია ჩხუბი. მარტო ეს ვიცი. მის შემდეგ ჩემი შვილი არ ჩანს”. „ვინ ბრძანდებით?“- მომმართა ამ საუბარში მეორე მამკაცმა და როდესაც მას განუცხადე, რომ ვიყავი ჟურნალისტი დაკარგულის მამას ჩემთან საუბარი აუკრძალა. „არა! არა ჟურნალისტებს არ ვესაუბრებით”, - განაცხადა ინსპექტორმა ზაზა მაისურაძე.
 
დანიელ აღლემაშვილი ადიგენის რაიონის სოფელ უდის მკვიდრია, მეზობლები მას დადებით პიროვნებად ახასიათებენ და მის დაკარგვასთან დაკავშირებით სავარაუდო ვერსიებიც აქვთ.

„ალბათ ცოცხალი აღარ არის, თორემ აქამდე გამოჩნდებოდა”, - წუხან მეზობლები. „მშრომელი და წესიერი ბიჭი იყო”, - გვეუბნება მარინე ჭაღიაშვილი.

ახალციხის #3 ჯავშანსატანკო ბატალიონის კონტრაქტორი დანიელ აღლემაშვილი რომ დაკარგული იყო ეს იმ ფაქტდანაც დასტურდებოდა რომ დაკარგულის ახლობლებს ადგილობრივ ტელეკომპანიაში მისვლისას და განცხადების დატოვებისას თან ძებნის ინსპექტორ-გამომძიებელი ზაზა მაისურაძე ახლდა, მისი მობილურის ნომერიც არის დატოვებული ტელეკომპანიაში. თუმცა ოფიციალურად ჯარისკაცის დაკარგვის დადასტურებას ეს ორგანო მაინც ერიდება. სამხედრო პოლიციაში კი გვითხრეს რომ საქმის განხილვა განცხადის შეტანიდან ათი დღის შემდეგ მოხდება. სამხედრო პოლიციის  უფროსმა ალექსანდრე მაისურაძემ კი ჩვენი რამდენიმე მცდელობის მიუხედავად კომენტარისაგან თავი შეიკავა. 

ახალციხის #3 ჯავშანსატანკო ბატალიონში ასვლისას „აღმოჩნდა“, რომ მორიგეს გარდა იმ დროისათვის სამსახურში არავინ იმყოფებოდა.


გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები