კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მტყუან-მართალი და „გაფუჭებული ტელეფონი“

22 მარტი, 2007

moxizib.gif

ვინ შეჭამა სატელეფონო სააბონენტო გადასახადზე დაწესებული შეღავათი? ელექტროკავშირი მუნიციპალიტეტს ადანაშაულებს. მუნიციპალიტეტი თანხის დაფარვას არ აპირებს. სატელეფონო სააბონენტო გადასახადზე შეღავათის მქონე პირები კი მტყუან-მართალის მოლოდინში არიან.

სატელეფონო სააბონენტო გადასახადზე სამლარიანი შეღავათი ახალციხისა და ვალეს მაცხოვრებლებიდან 409 ადამიანს შეეხო. შეღავათებით სამამულო ომის მონაწილეები, ინვალიდები, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში მონაწილეები, მარჩენალ დაკარგული ოჯახები და მათთან გათანაბრებული პირები და  რეპრესირებულთა 44 ოჯახი სარგებლობდა.

„ჩვენ არ გვაქვს სახელმწიფოს ვალი. პირიქით, სახელმწიფოს აქვს ჩვენი ვალი. ადგილობრივი ხელისუფლების დაუდევრობის გამო ვისჯებით,“ - ამბობენ ვეტერანები.

„უკვე კვირაზე მეტია ტელეფონი გათიშული მაქვს. გავიგეთ, რომ ძველი დავალიანებაა გადასახადი და გამგეობა არ იხდის. ჩვენ რა შუაში ვართ? ფული თქვენ უნდა გადაიხადოთ, თუ არადა, ტელეფონს არ ჩაგირთავთო, გვითხრეს ფოსტაში,’’ - გვეუბნება ალექსანდრე არუთინიანი, რომლის მამაც ომისა და  სამხედრო ძალების ვეტერანია.

,,ჩემთვის ტელეფონი აუცილებლობას წარმოადგენს, ყოველ დღე მაღალი წნევები მაქვს, სასწრაფოს გამოსაძახებლად ტელეფონი მუდმივად უნდა მქონდეს ჩართული,” - დარდობს 87 წლის სამამულო ომის ვეტერანი სებო საღათელიანი. 

„ზოგი ინვალიდია, ზოგი ავადმყოფი, ზოგი მარტოხელა, ზოგი ლოგინს არის მიჯაჭვული და სიკვდილის პირზეა მისული. ცუდად რომ გავხდეთ, დასახმარებლად ვერავის დავუკავშირდებით,“ - აცხადებს სამხედრო ძალების ვეტერანი ვილიამ პეტროსიანი.

ტელეფონების გათიშვის მიზეზი ის დავალიანებაა, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტმა ელექტროკავშირს უნდა გადაუხადოს.

,,3680 ლარი -  გასული წლის თვეების, კერძოდ ოქტომბრის, ნოემბრის და დეკემბერის სააბონენტო გადასახადი, გამგეობას უნდა გადაეხადა. რომელიც, რა თქმა უნდა, არ გადაუხდიათ. არჩევნების ჩატარებას ელოდებოდნენ. ,, ჯერ არჩევნებია, გვაცალეთო”, არჩევნები დამთავრდა, შემდეგ ,,ჩამოყალიბებული არ ვართო”. გადახდა ყოველ სამ თვეში ერთხელ ხდებოდა. დეკემბრის ბოლოს გამგეობას ოფიციალურად მივწერეთ. შეგვპირდნენ - გადავიხდითო. 2007 წლის ბიუჯეტიც დაამტკიცეს და საბოლოოდ მაინც უარი გვითხრეს. როდესაც საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა გია კაპანაძემ განმიცხადა, რომ ამ თანხას არ გადაიხდიდა, იძულებული გავხდით ტელეფონები გაგვეთიშა,” - აცხადებს ახალციხის ელექტროკავშირის უფროსი შოთა ბერიძე.
 
მდგომარეობის გასარკვევად ახალციხის მუნიციპალიტეტს ვეტერანებმაც მიმართეს. მათი განცხადებით, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გია კაპანაძე დავალიანების გადარიცხვას დაჰპირდა - თუმცა, უშედეგოდ. 

საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი გია კაპანაძე აცხადებს, რომ 12 ოქტომბრიდან მთელი გამგეობა სალიკვიდაციო რეჟიმში მუშაობდა. თანხის დაფარვაც სწორედ ამიტომაც არ მოხდა.

მოხდება თუ არა სატელეფონო საბონენტო გადასახადის დაფარვა მუნიციპალიტეტის მხრიდან, ამ კითხვაზე პასუხი  ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილისგან, შალვა დალალიშვილისაგან მივიღეთ.

,,სალიკვიდაციო რეჟიმში საბანკო საქმებსაც არ ვაწარმოებდით. სოციალურ პაკეტში არსებული თანხა მომავალი წლის ბიუჯეტში გადმოვიდა. ჩვენ არ შეგვიძლია ეს თანხა ახლა გამოვყოთ. ეს უფლებამოსილების გადამეტებაა,” - განაცხადა მან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე არსებულ მდგობარეობიდან ერთ გამოსავალს ხედავს: 
 
,,შეღავათების მქონე აბონენტებმა სასამართლოს შეუძლიათ მიმართონ. სასამართლო გაარჩევს მტყუან - მართალს. თუ დაგვაკისრებენ, რომ მუნიციპალიტეტმა ეს თანხა უნდა გადაიხადოს, მხოლოდ მაშინ მოხდება დავალიანების დაფარვა,” - აცხადებს შალვა დალალიშვილი.

გულო კოხოძე, ახალციხე

ახალი ამბები