კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა ზუგდიდის საავადმყოფოში

22 მარტი, 2007

tubib.gif

ზუგდიდის რეგიონულ ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოში პილოტური პროექტი ხორციელდება. საერთაშორისო ორგანიზაცია „ექიმები საზღვრებს გარეშე” პილოტური პროექტის ფარგლებში ტუბერკულოზით დაავადებულთა რეზისტენტულ მკურნალობას აწარმოებს.

1988 წელს დაარსებული ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფო ქვეყნის მასშტაბით ერთადერთია, სადაც რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა მიმდინარეობს. ზუგდიდის რეგიონული ტუბსაწინააღმდეგო საავადმყოფოს დირექტორის ზაზა დგებუაძის თქმით, რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობა მედიკამენტთა მაღალი ფასების გამო ვერ ხერხდებოდა:

„რეზისტენტული ტუბერკულოზი ტუბერკულოზის ერთერთი გართულებული ფორმაა. მისი მკურნალობისთვის მეორე რიგის ტუბ საწინააღმდეგო პრეპარატები გამოიყენება, რომლებიც მაღალი ფასებით გამოირჩევა. ამ მედიკამენტების დიდი ნაწილი საქართველოში რეგისტრირებული არაა და ამ წამლებით მკურნალობა მათი სიძვირის გამო საქართველოში არ ტარდებოდა. სამწუხაროდ, ეს ავადმყოფები განწირულები იყვნენ და იღუპებოდნენ,” - ამბობს ზაზა დგებუაძე.

კითხვაზე თუ რა კრიტერიუმებით აირჩია საერთაშორისო ორგანიზაციამ ზუგდიდის საავადმყოფო და ხომ არ იყო არჩევანი მდგომარეობის სიმძიმით გამოწვეული, დგებუაძე ასე გვპასუხობს: „ორგანიზაციამ „ექიმები საზღვრებს გარეშე” პროექტის დაწყებამდე კვლევა მთელს ქვეყანაში ჩაატარა. სამეგრელო ნამდვილად არ შეურჩევიათ მდგომარეობის სიმძიმის გამო. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ყოველწლიურად დაახლოებით ორმოცამდე ავადმყოფის მიღებაა მოსალოდნელი. ჩვენი საავადმყოფო მოწესრიგებული მენეჯმენტის გამო აარჩიეს. ბედმა გაგვიღიმა და საბედნიეროდ მინიმალურ დროში მოხდა ამ პროექტის დაწყება და განხორციელება.”

ზუგდიდის საავადმყოფო 50 ავადმყოფზეა გათვლილი, აქედან 35 საწოლი გათვლილია რეზიდენტულ პაციენტებზე. დანარჩენი 15 საწოლი ჩვეულებრივი-მგრძნობიარე ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტისთვისაა განკუთვნილი.  დღეს ზუგდიდის საავადმყოფოში რეზისტენტულ მკურნალობას 25 ავადმყოფი გადის. მათი მკურნალობის ხარჯებს მთლიანად „ექიმები საზღვრებს გარეშე” ფარავენ.

პილოტ პროექტის პარალელურად ზუგდიდის საავადმყოფოში ტუბერკულოზის ეროვნული პროგრამაც მიმდინარეობს, რომელიც სახელმწიფოს დაფინანსებით 1996 წლიდან ხორციელდება.

ტუბერკულოზით დაავადებული ნებისმიერი პაციენტისთვის მკურნალობა უფასოა. “როცა ავადმყოფი საავადმყოფოს ტუბერკულოზის ნიშნებით მიმართავს, იწყება გასინჯვები, ლაბორატორიული გამოკვლევები, რომელიც პაციენტისთვის აბსოლუტურად უფასოა. თუ ეს ადამიანი დაავადებულია ჩვეულებრივი ფორმის ტუბერკულოზით, მაშინ ის სახელმწიფო პროგრამაში ხვდება, ხოლო თუ მას რეზისტენტული ფორმა აღმოაჩნდა, ის რეზისტენტულ განყოფილებაში ხვდება, ” -ამბობს დგებუაძე.

რაც შეეხება ავადმყოფების დაფინანსებას, ის მკურნალობის ფორმაზეა დამოკიდებული. სტაციონარული მკურნალობა ერთიანი სოციალური დახმარების ფონდიდან ფინანსდება, ერთი საწოლის ღირებულება 13,70 ლარია, ხოლო დისპანსერული ავადმყოფების ამბოლატორიული მკურნალობის შემთხვევაში მთლიანად დაწესებულება ფინანსდება.

პილოტ პროექტში მოსახვედრად პაციენტების შერჩევა სამედიცინო და გეოგრაფიული პრინციპით მიმდინარეობს. ზუგდიდის საავადმყოფოში რეზისტენტული მკურნალობის გასავლელად პაციენტს ტუბერკულოზის გართულებული ფორმა უნდა აღმოაჩნდეს და მეორე, ის აუცილებლკად სამეგრელოს ტერიტორიაზე უნდა ცხოვრობდეს.

მედიკამენტებთან ერთად პაციენტებისთვის უფასოა სამჯერადი კვებაც. ექიმების თქმით, საკვები ავადმყოფისთვის საჭირო კალორიებს შეიცავს.
  
ზუგდიდის შემდეგ ის თბილისში უკვე გლობალ ფონდის დაფინანსებით განხორციელდება. 
 

ნანა საჯაია, ზუგდიდი

 

ახალი ამბები