კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი კანონი ლტოლვილებისთვის

4 აპრილი, 2007

aroniab.gifსაქართველოში მცხოვრები ლტოლვილები დროებითი ბინადრობის მოწმობებს მიიღებენ. ასევე მათთვის გათვალისწინებულია გარკვეული კომპენსაციის გაცემა. აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტმა ერთი მოსმენით უკვე განიხილა. მისი ინიციატორია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი.    

უფრო დეტალურად, რას ითვალისწინებს კანონპროექტი, „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ პარლამენტის წევრი ნაზი არონია ესაუბრა.  

ჟურნალისტი: ქალბატონო ნაზი, დაგვიკონკრეტეთ, რა ცვლილებები შედის კანონში „ლტოლვილთა შესახებ“?

ნაზი არონია: კანონს „ლტოლვილთა შესახებ“ ემატება 4-ე პრიმა მუხლი - ლტოლვილის დროებითი ბინადრობის მოწმობის შესახებ. ეს არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ლტოლვილის სტატუსის მქონე პირის მოქალქეობას. დღეს ლტოლვილებს ლტოლვილის მოწმობა აქვთ, ხოლო ბინადრობის მოწმობა მათ არ გააჩნიათ. ახალი დოკომენტი კი მათი დროებით  ბინადრობას დაადასტურებს. 

-რამდენიმე თვის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლტოლვილებს სტატუსი მოეხსნებოდათ და მის სანაცვლოდ ფულად კომპენსაციას მიიღებდნენ. ამას საკმაოდ დიდი ხმაური მოჰყვა, რის შემდეგაც აღნიშნული საკითხი არავის უხსენებია. ახალი ინიციატივა ამ თემის გაგრძელება ხომ არ არის?  

ნ.ა. ასე ნამდვილად არ არის. ბინადრობის მოწმობის გაცემა იმას არ ნიშნავს, რომ მათ  ლტოლვილის მოწმობა ჩამოერთმევა. ისიც დარჩება და ახალსაც მიიღებენ. ეს მოწმობა უკვე დამზადებულია იუსტიციის სამინისტოს მიერ. თუ არ ვცდები, ამ ეტაპზე 5 000 ცალი. ბინადრობის მოწმობა იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულმა სამასახურებმა უნდა გასცენ. დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს პირის  საცხოვრებელი ადგილი  სხვა რეკვიზიტებტან ერთად.

-ჩემი ინფორმაციით, ბინადრობის მოწმობებთან დაკავშირებით პარლამენტში აზრთა სხვადასხვაობა იყო. რაზე კამათობდით?

ნ.ა. მართალია, აზრთა სხვადასხვაობა ნამდვილად იყო. ზოგი დეპუტატი ამბობდა, რომ შესაძლებელია ლტოლვილმა ამ მოწმობაში სხვა, არაზუსტი მისამართი მიუთითოსო და ამის გამო მოითხოვდნენ, მათ მუნიციპალიტეტიდან ცნობა წარმოაედინათ. მაგრამ, კანონი „მოქალაქეობის შესახებ“ ამბობს, რომ პირადობის მოწმობის ასაღებად საჭიროა მხოლიდ პირის განაცხადი. დღემდე ამის გამო არანაირი გართულება არ შექმნილა. ლტოლვილს რომ დამატებით ცნობის წარმოდგენა მოვთხოვოთ, ეს სიტუაციის გართულება და დამატებითი პრობლემის შექმნა იქნება. ამიტომ მე ამ ინიციატივას არ დავეთანხმე. 

-როგორც ვიცი, ამ ეტაპისთვის არც ის არის გარკვეული ლტოლვილები ბინადრობის მოწმობას რა ვადით მიიღებენ?

ნ.ა. როგორც კანონპროექტი ამბობს, ბინადრობის მოწმობა 3 წლით გაიცემა. თუმცა, ამ საკითხზე ჯერჯერობით ბოლომდე ჩამოყალიბებული არ ვართ. შესაძლებელია, ვადა 5 წლამდე გაიზარდოს, რადგან ამ მოწმობების გაცემა გარკვეულ ხარჯებს მოითხოვს და ასე მალე მისი ცვლა სწორი არ იქნება.

-რაც შეეხება კომპენსაციას, თუ შეგიძლიათ დააკონკრეტეთ, ვინ მიიღებს თანხას და რამდენს? 

ნ.ა. კომპენასაციის საკითხი ზუსტად არ არის განსაზღვრული. არსებული კანონით დევნილები უკვე ღებულობენ ყოველთვიურ შემწეობას. ცვლილება ამბობს, რომ ლტოლვილის სტატუსის მქონე პირი არსებული დახმარების გარდა მიიღებს რეგულარულ დახმარებას. რადგან ამ საკითხს ბიუჯეტიდან სერიოზული გათვლა სჭირდება, თანხის ოდენობა განსაზღვრული არ არის. არც ის რეგულარობაა ცნობილი, რომლითაც დევნილები დახმარებას მიიღებენ. შესაძლოა, ეს არ იყოს ყოველთვიური დახმარება. 

-რა ასაკის ადამიანები მიიღებენ როგორც ბინადრობის მოწმობას ასევე დახმარებას?

ნ.ა. ასაკი შეზღუდული არ არის. ვინც ლტოლვილია, ყველა მიიღებს. კანონის ამოქმედება კი გამოქვეყნებისთანავე დაიწყება. სავარაუდოდ ეს მაისისთვის მოხდება.       

 ეკა გულუა

ახალი ამბები