კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ წერილი ადამიანის უფლებათა ცენტრს

12 აპრილი, 2007

Gela.gif

კიდევ ერთხელ გიგზავნით წერილს, რომელიც 28 მარტს  „ადამიანის უფლებათა ცენტრის” მიერ გავრცელებულ სტატიას შეეხება, აღნიშნული მასალა ამავე ცენტრის წარმომადგენლის გელა მთივლიშვილის სახელით გამოქვეყნდა.

სტატია ეხება სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დირექტორის რამაზ სამხარაძის შეურაცხყოფის ფაქტის გამოძიებას. აღვნიშნავთ. რომ მასალა არაზუსტად და არასრულყოფილად გავრცელდა.

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი განმარტავს, რომ ამავე კომპანიის დირექტორს რამაზ სამხარაძეს, არანაირი კომენტარი „ადამიანის უფლებათა ცენტრთთან” და ამ ორგანიზაციის წარმომადგენელთან გელა მთივლიშვილთან არ გაუკეთებია, მით უფრო მსგავსი სახის კომენტარი. ამასთან, თუ თქვენს მასალაში გამოყენებული იყო პროკურატურის ან სხვა ორგანოების მიერ გავრცელებული კომენტარი, ეს არ ნიშნავს, რომ სამხარაძემ კომენტარი „ადამიანის უფლებათა ცენტრს” მისცა, მით უფრო, როდესაც აღნიშნული სახით ინფორმაცია სხვა წყაროებიდანაც არ გავრცელებულა.

თუ სტატიაში ბალანსზეა საუბარი, რაც ვფიქრობთ „ადამიანის უფლებათა ცენტრს” ნამდვილად უნდა დაეცვა, ექს-პარლამენტარის კაპანაძის უსაფუძვლო ბრალდებებზე რამაზ სამხარაძის კომენტარი უნდა დაფიქსირებულიყო.

მიუხედავად იმისა, რომ მასალამ დაუბალანსებელი სახე მიიღო, ჰერეთის დირექტორის საპრეტენზიო წერილი, სადაც ოფიციალური კომენტარი ვრცელდებოდა, არ იყო გამოქვეყნებული თქვენი ორგანიზაციის მიერ.

რამდენიმე დღის შემდეგ კი, მაშინ როცა თქვენი ორგანიზაციის მხრიდან, წერილი იგნორირებულ იქნა, მხოლოდ მას შემდეგ გავრცელდა სხვა საინფორმაციო პორტალების მეშვეობით.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ აღნიშნული ბრალდება ექს-დეპუტატის მხრიდან უსაფუძვლო, ტყუილი და დეზინფორმაციაა. მსგავსი სიტუაცია სამაუწყებლო კომპანია ჰერეთში არასოდეს მომხდარა.

გაცნობებთ, რომ ჰერეთი მუშაობს საქართველოში არსებული კანონმდებლობის სრული დაცვით და 1998 წლიდან როგორც გადამხდელი ყველა გადასახადს იხდის.

რადიო ჰერეთი ერთადერთი დამოუკიდებელი ელექტრონული საშუალებაა კახეთის რეგიონში.
 
მეტიც, ჩვენი წერილის გავრცელების მაგივრად, რამაზ სამხარაძის უფლებები უფრო შეილახა, მაშინ როდესაც 11 აპრილს, ასევე გელა მთივლიშვილის ავტორობით, მეორე სტატია გამოქვეყნდა თქვენი ორგანიზაციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საინტერესოა რას არ ეთანხმება „ადამიანის უფლებათა ცენტრი”? - იმას, რომ მასალაში ყველა მხარის პოზიცია აუცილებელი არ არის? როდესაც ახალ სტატიას უძღვნით დაუბალანსებელ ინფორმაციას? ასევე იმ კერძო, გაზვიადებულ სატელეფონო საუბრებს,  რომელსაც, თქვენი ცენტრის წარმომადგენელი ავრცელებს? ან თითქოს ტელეკომპანია “იმედის” რეპორტაჟეზე რეაქციებს?

რჩება შთაბეჭდილება, რომ აღნიშნული მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს და რამაზ სამხარაძის, ასევე სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის დისკრედიტაციას ემსახურება, მით უფრო იმ ფონზე, როდესაც არაერთ ჟურნალისტზე თავდასხმის გამოძიება გაჭიანურებულია და კახეთში სამართალმა პირველად იზეიმა.

აღნიშნული საქმის გახსნა ვფიქრობთ „სახალხო დამცველის აპარატის” ძალისხმევას და  გარკვეულწილად აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის 2006 წლის ანგარიშსაც უკავშირდება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას სამხარაძის საქმე არ ჰქონდა გამოძიებული

განვმარტავთ რომ, სამაუწყებლო კომპანიის ადმინისტრაციას არავისთვის მიუმართავს საქმის გახსნის შემდეგ მხარდასაჭერი წერილები მოემზადებინა, მათ შორის არც თქვენი ცენტრისათვის.

იქნებ განმარტოთ, რას ემსახურება გადაუმოწმებელი ინფორმაციის თავმოყრა, ესოდენ საკმაოდ პრესტიჟული და ადამიანის უფლებებზე ქომაგი ორგანიზაციის ვებ გვერდზე?

მოვითხოვთ, გადაამოწმოთ აღნიშნული ინფორმაცია სხვა წყაროებთანაც, მათ შორის სტატიაში მოხსენებულ ტელეკომპანია „იმედის” ადგილობრივ ჟურნალისტთან. რომელმაც ნამდვილად ობიექტური რეპორტაჟი მოამზადა.

კატეგორიულად მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გამოაქვეყნოდ თქვენი ორგანიზაციის სტატიაზე საპასუხო წერილის სრული შინაარსი, სადაც სამაუწყებლო კომპანია ჰერეთისა და მისი დირექტორის რამაზ სამხარაძის ოფიციალური პოზიცია ვრცელდება.

პატივისცემით,

სამაუწყებლო კომპანია ჰერეთი  

 

ბრალდებას, თითქოს, ჩვენს ვებ-პორტალზე გადაუმოწმებელი ინფორმაცია იბეჭდება, ვერანაირად ვერ დავეთანხმები. რადგან ასეთ შემთხვევას, პირადად მე, როგორც პორტალის რედაქტორი არ დავუშვებ.

გარდა ამისა, ვერ დავეთანხმები, სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ ხელმძღვანელობის, მოსაზრებას, თითქოს „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ დაუბალანსებელ და გაზვიადებულ მასალებზე დაყრდნობით აქვეყნებს სტატიებს. ეს სერიოზული ბრალდებაა და ამას დამამტკიცებელი საბუთები სჭირდება. კონკრეტული ფაქტის გამო, არ დავუშვებ პორტალის იმიჯის შელახვას. როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი აცხადებს, ის არ იზიარებს სამაუწყებლო კომპანია „ჰერეთის“ დირექტორის რამაზ სამხარაძის ბრალდებებს და მზად არის მას საჭიროების შემთხვევაში პასუხი გასცეს.

ამ შემთხვევაში კომენტარს ვაკეთებ, არა რომელიმე კონკრეტული ჟურნალისტის დასაცავად, არამედ ვებ პორტალის იმიჯის შელახვის წინააღმდეგ გამოვდივარ.

იმის გამო, რომ პორტალს ბრალი არ დასდონ სუბიექტურობაში, თავს ვალდებულად ვთვლი, რამაზ სამხარაძის წერილი სრულყოფილად გამოვაქვეყნო. 

აქვე ვურთავ ბმულს, სადაც შეგიძლიათ იხილოთ, დავის საგნად გადაქცეული სტატია:

 http://www.humanrights.ge/geo/articles.php?tbl=articles&id=669

გარდა ამისა, აქვე იხილეთ გელა მთივლიშვილის საპასუხო წერილი:

http://www.humanrights.ge/geo/articles.php?id=686

პატივისცემით,


ვებ პორტალის რედაქტორი
ნინო თარხნიშვილი

ახალი ამბები