კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სტუდენტები პრეზიდენტსა და განათლების მინისტრს მიმართავენ

18 აპრილი, 2007

unibb.gif

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის სტუდენტური ორგანიზაცია „სტუდენტური ლიგის“ წარმომადგენლები სატელევიზიო მიმართვებს ავრცელებდნენ. მიმართვის ადრესატები ქვეყნის პრეზიდენტი და განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ლომაია არიან. სტუდენტების გააქტიურება ფილიალის დახურვის შესახებ გავრცელებულმა ცნობამ გამოიწვია. გაურკვეველ მდგომარეობაში მყოფ სტუდენტთა ნაწილი სწავლის ზუგდიდშივე გაგრძელების უფლებას ითხოვს, ნაწილი კი ზუგდიდში სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობას მოითხოვს.

 „სტუდენტური ლიგის“ წარმომადგენლის ანა წითლიძის თქმით, ზუგდიდში აუცილებლად უნდა ფუნქციონირებდეს ერთი უმაღლესი სასწავლებელი. „დღეს ჩვენ ქვეყნის პრეზიდენტსა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მივმართეთ. თსუ ზუგდიდის ფილიალის გაუქმების შემდეგ ორ ძირითად პრობლემას ვაწყდებით: პირველი - ის სტუდენტები, ვინც ზუგდიდის ფილიალში ჩაირიცხნენ ვერ ახერხებენ სწავლა ქვეყნის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში გააგრძელონ, ფილიალის სტუდენტების უდიდეს უმრავლესობას ამისი მატერიალური შესაძლებლობა არ გააჩნია, მეორე პრობლემა კი იმაში მდგომარეობს, რომ ფილიალის დახურვის შემთხვევაში ზუგდიდი სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლის გარეშე რჩება. მე თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უკანასკნელი წლების განმავლობაში თსუ ზუგდიდის ფილიალი იყო ერთერთი ყველაზე ნათელი წერტილი არა მარტო ზუგდიდში, არამედ მთელს რეგიონში. მიმაჩნია, რომ ზუგდიდში სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობა მთლიანად რეგიონის განვითარების თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია,’’ - ამბობს მეოთხე კურსელი ანა წითლიძე,

მისივე თქმით, ის მეოთხე კურსელია და ფილიალის ლიკვიდაციის შემთხვევაშიც კი ის სახელმწიფო უნივერსიტეტის დიპლომს მიიღებს, მაგრამ დარდობს იმაზე, რომ მისი ქალაქი ღირსეული სასწავლებლის გარეშე რჩება, ის იმედოვნებს, რომ სტუდენტების მიმართვას განათლების სამინისტრო უყურადღებოდ არ დატოვებს და პრეზიდენტის სიტყვები „ზუგდიდი უნდა იქცეს საუნივერსიტეტო ქალაქად’’ -  გამართლდება.

ფილიალის სტუდენტებს სპეციალური ანკეტები დაურიგდათ, სადაც ჩამოთვლილია იმ სასწავლებელთა დასახელებები, რომლებშიც მათ სწავლის გაგრძელება შეუძლიათ. სტუდენტების უმრავლესობა მთავარ პრობლემად ეკონომიკურ სიდუხჭირეს ასახელებს, ამავდროულად არიან ისეთებიც, ვინც სწავლის გაგრძელებას მათივე სპეციალობის გამო ვერ ახერხებენ: „თსუ ზუგდიდის ფილიალში იმიტომ ჩავაბარე, რომ აქ ფარმაციის სპეციალობა არსებობდა. არც ერთ იმ სასწავლებელში, რომლებიც ამ სიაში მოხვდა, ჩემს სპეციალობას არ ასწავლიან. გვეუბნებიან, რომ 'დედაუნივერსიტეტი' უპრობლემოდ მიგვიღებს, იმას კი არავინ ითვალისწინება, რომ სწავლას იგივე სპეციალობაზე ვერ გავაგრძელებ,“ - ამბობს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი ნინო ქირია. 

მსგავსი პრობლემა აქვთ სტუდენტებს, რომლებიც დაწყებითი განათლების სპეციალობაზე სწავლობენ. სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენელთა თქმით, ისინი ყველა პრობლემას რექტორთან გია ხუბუასთან დაგეგმილ შეხვედრაზე განიხილავენ.

ადამიანის უფელბათა ცენტრის ზუგდიდის ოფისის კოორდინატორისა და იურისტის ზაზა ქვაცაბაიას თქმით, უნივერსიტეტის დახურვა დანაშაულის ტოლფასია: „განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ მიღებული გადაწყვეტილება თსუ ზუგდიდის ფილიალის დახურვის შესახებ, შეიძლება ითქვას, რომ დანაშაულია. არ შეიძლება ასობით ახალგაზრდა ერთი ხელის მოსმით ქუჩაში დატოვო და განათლების მიღების უფლება მოუსპო. თუ აღნიშნული სასწავლებელი არ აკმაყოფილებს განსაზღვრულ სტანდარტებს, ამაში ყველაზე ნაკლები წვლილი სტუდენტებს მიუძღვით. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდებს აქვთ სრული უფლება ისწავლონ და დაამთავრონ ის უნივერსიტეტი, სადაც ჩაირიცხნენ და სწავლობენ. მათ ფაქტიურად სხვა გზა არ გააჩნიათ. თუ შესაძლებლობა არ ექნებათ დაამთავრონ აღნიშნული სასწავლებელი, ისინი ქუჩაში დარჩებიან. ეს კი სახელმწიფოს მხრიდამ  დიდი უსამართლობა იქნება.“

ნანა საჯაია, ზუგდიდი

ახალი ამბები