კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

გამოცდილი დირექტორები წლის ბოლოს გვეყოლება

24 აპრილი, 2007

ganatlebab.gifსასწავლო წლის ბოლოს საქართველოს სკოლებს ახალი, კონკურსგავლილი და არჩეული დირექტორები ეყოლება. დირექტორობის მსურველი 7 000-მდე კანდადატი იყო, თუმცა ტესტირების შემდეგ მათი რიცხვი შემცირდა. სულ საქართველოს მასშტაბით 2300 დირექტორი უნდა შეირჩეს. უმაღლესქულიანები სკოლას თავად აირჩევენ, შედარებით დაბალქულიენებს კი სკოლებში განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო წარადგენს.     

როგორ მიმდინარეობს გამოცდები, როგორია შედეგები და რატომ არ იციან ქართულად წერა დირექტორობის მსურველებმა? ამ და სხვა საკითხებზე „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსი მარიამ გაბაშვილი ესაუბრა.

ჟურნალისტი:  7 000 კონკურსანტიდან კონკურსს რამდენი გამოეთიშა და როგორ მიდის გამოცდები? 

მარიამ გაბაშვილი: კონკურსი გასული წლის ნოემბერში გამოცხადდა. კონკურსანტებს დაახლოებით ერთთვიანი ვადა ჰქონდათ რეგისტრაციისთვის. ამ პერიოდში რეგისტრაცია 7 000-მდე კონკურსანტმა გაიარა. ყველანი, ვინც მინისტრის მიერ დადგენილ საკვალიფიკაციო  მოთხოვნებს აკმაყოფილებდნენ (მუშაობის 3 წლიანი სტაჟი,  ასაკი 21-დან 65 წლამდე, ქართული ენის სრულფასოვანი ცოდნა),  კონკურსის მეორე ეტაპი ანუ ტესტირება გაიარეს. ტესტირებაზე 6 000-მდე კონკურსანტი გამოცხადდა და ის 70%-მა გაიარა. ტესტირება რამდენიმე საგანს ეხებოდა. ეს იყო ფუნქციური წერა, რომელიც ამოწმებდა ადამიანის უნარს ქართულ ენაში. კერძოდ, როგორ შეუძლია მას აზრის ჩამოყალობება. ასევე იყო ზოგადი უნარების,  სამართლისა და პროფესიული უნარების ტესტი. ყველა კონკურსანტი, ვინც ტესტირება გაიარა, ოფიციალურად დაშვებულია მესამე ეტაპზე - გასაუბრებაზე.  
 
- მთელი საქართველოს მასშტაბით დირექტორის რამდენი შტატი არსებობს?

მ.გ: საქართველოს ტერიტორიაზე დღეისათვის 2300-მდე სკოლა მოქმედებს. ამდენივე დირექტორის შტატი არსებობს. 

-  იმ შედეგების მიხედვით, რაც ამ ეტაპზე სახეზეა, დირექტორობის მსურველთა საერთო დონეს რა შეფასებას მისცემთ?

მ.გ: სამწუხაროდ, ზოგ შემთვევაში ჩვენი მოლოდინი არ გამართლდა. განსაკუთრებით ეს ფუნქციურ წერას ეხება. როგორც აღმოჩნდა, მოქმედ დირექტორებს, რაც ყველაზე მეტად გასაოცარია, არა აქვთ საკუთარი აზრის წერილობით ჩამოყალიბების უნარი. ეს არ ეხება არაქართულენოვან დირექტორებს.    
გასაოცარია, რომ ქართულენოვან სკოლებში, საქართველოს მოქალაქე, ქართულენოვანი ადანიმიანები ვერ წერენ.

- ლიტერეტურული საიტზე გამოქვეყნდა კიდეც მაგალითები მათი წერითი გამოცდიდან. შემიძლია ერთ-ერთი ფრაზა გავიხსენო: „სკოლა საჭიროებს შებათქაშებას და შეგაჯვას“. ალბათ გაეცანით მსგავს ციტატებს. რა კომენტარის გაკეთება შეგიძლიათ?

მ.გ: ეს არის ის ფრაზები, რაც ნამუშევრების გასწორებისას ყველაზე თვალშისაცემი იყო. ეს საშინელებაა და არ შეესაბამება ზრდასრული ადამიანის და მითუმეტეს ხელმძღვანელი პირის წერის კულტურის არცერთ დონეს.

- მათ შორის მოქმედი დირექტორებიც იყვნენ?

მ.გ: დიახ. კონკრეტულ ადამიანებს ვერ დავასახელებ, მაგრამ ამ კონკურსში ძირითადად მონაწილეობა მოქმედმა დირექტირებმა მიიღეს.  ის, რომ საქართველოში წერის კულტურა პრობლემაა, ეს სიახლე არ უნდა იყოს. ეს ალბათ არსებული მეთოდიკისა და პროგრამის ბრალია.  თაობები ისე იზრდება, რომ  წერის კულტურა არ არის განვითარებული. 

-  რომელიმე რეგიონს ხომ არ გამოყოფდით როგორც დადებითად ისე უაყროფითად?

მ.გ: მაგალითად, ყვარელში საკმაოდ მაღალი შედეგი იყო. იქ ჩაჭრის პროცენტი ძალიან დაბალი აღმოჩნდა. სხვა რაიონებს ვერც დადებითად შევაფასებ და  ვერც უარყოფითად.

- გალის რაიონის მოსახლეობას თუ შეეძლო კონკურსში მონაწილეობა და სად?

მ.გ: არანაირი დაბრკოლება ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა. საგამოცდო ცენტრი იყო ზუგდიდში და მათ იქ შეეძლოთ მონაწილეობის მიღება.

-  რაც შეეხება დირექტორთა დანიშვნის პროცედურას, როგორ მოხდება ეს და როდის დაიწყება?

მ.გ: გასაუბრების ეტაპი 25 მაისისთვის დასრულდება. ამის მერე ერთი კვირა საორგანიზაციო საკითხების მოწესრიგებას დასჭირდება. შემდეგ კი კონკურსანტები სხვადასხვა საჯარო სკოლებში გადანაწილდებიან და სამი კვირის ვადაში საშუალება ექნებათ საარჩევნი კამპანია აწარმოონ. ყველა პროცედურა სავარაუდოდ მიმდინარე სასწავლო წლის ბოლოს დასრულდება.

-  ანუ, გამარჯვებული კონკურსანტების პირდაპირი წესით დანიშვნა არ მოხდება?

მ.გ:  არა. არის ორი მიდგომა. ისინი, ვინც ყველაზე მაღალ ქულას დააგროვებენ და საუკეთესო 20%-ში მოხვდებიან, სკოლას თავად აირჩევენ. ასეთ შემთხვევაში ისინი ასახელებენ 5 პრიორიტეტს - ყველაზე სასურველიდან ყველაზე ნაკლებ სასურველამდე. ამის შემდეგ მათ კონკრეტულ სკოლაში სამინისტრო წარადგენს და გამოცხადდება არჩევნები.  მათ სამეურვეო საბჭოები აირჩევენ. საბჭოებში შედიან პედაგოგები, მშობლები და ერთი მოსწავლე თვითმმართველობიდან. ვინც უმაღლეს ქულას ვერ დააგროვებს, მათი განაწილება შემთხვევითობის პრინციპით მოხდება. მათი მონაცემები ჩაიყრება ლოტოტრონში და ისინი საჯარო პროცედურის მიხედვით განაწილდებიან. ახლადარჩეულ დირექტორებს  განათლების დარგში ტრეინინგები ჩაუტარდებათ. თავიანთი მოვალეობის შესრულებას კი სექტემბრიდან შეუდგებიან.       
 

ეკა გულუა

 

ახალი ამბები